ყელი, ყური, ცხვირი - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივლისი 2020

ყელი, ყური, ცხვირი

სუნი რამდენადმე ზებუნებრივი მოვლენაა - არ ჩანს, ემოციების მართვა კი შეუძლია. იქნებ ამიტომ არის, მისდამი ადამიანის დამოკიდებულება მუდმივად რომ იცვლება. რამდენიმე საუკუნის წინათ შინაური ცხოველებისა და ფრინველების, მათი გამონაყოფებისა და ექსკრემენტების სუნს ფერმებსა და სოფლებში მცხოვრები ადამიანები ჩვეულებრივ მოვლენად აღიქვამდნენ და ყურადღებას არც აქცევდნენ, ჩვენს ურბანულ საზოგადოებაში კი, სადაც ჰიგიენა ყველგან იგრძნობა და ადამიანთა სხეულებს დეზოდორანტების, სუნამოებისა და ოდეკოლონების სუნი უდით, მსგავსი სუნები უკვე შემაწუხებელი და შეურაცხმყოფელია.
სხვა ინდივიდუალურ თავისებურებებთან ერთად ადამიანები ერთმანეთისგან სურნელთა შეგრძნების უნარითაც განსხვავდებიან. ზოგიერთი მძაფრად შეიგრძნობს სურნელს, მაშინ როცა სხვები ვერაფერს ამჩნევენ, ზოგიერთს კი სუნის შეგრძნება საერთოდ არ გააჩნია. სერიოზულ პრობლემებს ქმნის უსიამოვნო სუნის შეგრძნება. სურნელთა შეგრძნების დაკარგვის ან უსიამოვნო სუნის შეგრძნების შესახებ საუბრისას სხვა პათოლოგიებთან ერთად ცხვირისა და ყელის დაავადებებიც გვახსენდება. ჩვენი სტუმარია მიხეილ გურამიშვილის სახელობის პედიატრიული კლინიკის ექიმი, ოტორინოლარინგოლოგი შორენა წიკლაური.
24 წელია, ცხვირში მაქვს პატარა ხორცმეტი. ხშირად მტკივა და მექავება. რას მირჩევთ? პატარა "ხორცმეტი", რომელიც ცხვირის ღრუში გაქვთ, როგორც ჩანს, პოლიპია - ლორწოვანი გარსის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიური წარმონაქმნი. ის ქრონიკული ანთებითი პროცესის შედეგად ვითარდება და ცხვირის ღრუს გარდა დანამატ წიაღებსაც (უმეტესად - ჰაიმორის წიაღს) მოიცავს.პოლიპების ფორმირებას არაერთი ფაქტორი განაპირობებს: ალერგიული რეაქციები, ჰორმონული ფონის დარღვევა, ცხვირის ღრუს ამომფენი ლორწოვანი გარსის შემადგენელი ცილის სინთეზის გენეტიკურად კოდირებული (დეტერმინირებული) დარღვევა,  გადატანილი ვირუსული ინფექცია და სხვა.
ნაჩვენებია მე-12 გვერ 13 - დან
დიეტოლოგია
ტვინისათვის სასარგებლო ბოსტნეულიდან დიეტოლოგები
ექიმი-ენდოკრინოლოგი ქეთი ასათიანის რჩევები - ორგანიზმისთვის აუცილებელი მინერალების შესახებ
იოდის დეფიციტი ადამიანის ჯანმრთელობისთვის ძალიან სახიფათოა. იოდის დონის დაქვეითების აღმოსაფხვრელად ექსპერტები
როდესაც ადამიანი დიდ დროს ატარებს საჭესთან და ფეხით ცოტას დადის, მას შეიძლება ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნას.
ექიმები დიდი ხანია ელიან იმ დროს, როდესაც ცხოვრების ჯანსაღი წესი უბრალო მოდად კი არ ჩაითვლება,
ბოლო დროს საქართველოში ძალიან მომრავლდა ტკიპები, ბუნებას მონატრებულმა ადამიანებმა
ზაფხულის უხერხულ პრობლემათაგან ერთ-ერთი უმთავრესი ჭარბი ოფლიანობაა.
Notice: Undefined variable: new_price in /var/www/mkurnali.ge/public_html/modules/mod_rss_center/tmpl/default.php on line 227 Notice: Undefined variable: old_prcie in /var/www/mkurnali.ge/public_html/modules/mod_rss_center/tmpl/default.php on line 235 Notice: Undefined variable: deffered_price in /var/www/mkurnali.ge/public_html/modules/mod_rss_center/tmpl/default.php on line 243
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად