რატომ იწამლებიან გაზის გამათბობლით და რა უნდა ვიცოდეთ, ეს რომ არ დაგვემართოს!

გთხოვთ, ყურადღებით წაიკითხოთ ეს ინფორმაცია და ყველა მითითება ზედმიწევნით შეასრულოთ.
მოწამვლა შეიძლება გამოიწვიოს:
- გაზის გამათბობელმა;
- გაზის წყლის გამაცხელებელმა;
- გაზქურამ.
გაზის გამათბობლის შესახებ
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */
ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
არ შეიძინოთ გაზის გამათბობელი, რომელსაც გაზის წვისთვის საჭირო ჟანგბადი ოთახიდან მიაქვს. ასეთ გამათბობელს აქვს ერთმაგი მილი, რომელიც კედელში მაგრდება ან უკეთდება გოფრირებული მილი, რომლის მეორე ბოლო შეგიძლიათ ზედა ფანჯრის ხვრელში გაიყვანოთ. ასეთი გამათბობელი განსაკუთრებულად საშიშია მცირე ფართის ოთახის გათბობისას, რადგან ოთახში არსებულ ჟანგბადს მალევე წვავს და ამის შემდეგ იწყება გაზის არასრული წვა და გამოიყოფა არასრული წვის პროდუქტი CO, რომელიც ძალიან ძლიერი მომწამლავი გაზია და რამდენიმე წუთში შეიძლება მოკლას ადამიანი. შედარებით უსაფრთხოა ისეთი ტიპის გამათბობლები, რომელთაც აქვთ ორმაგი მილი - ერთიდან გაზის ნამწვი გამოიყოფა, ხოლო მეორეს მეშვეობით გამათბობელი გაზის წვისთვის საჭირო ჟანგბადს გარედან იღებს და არა ოთახიდან. თუმცა ასეთ შემთხვევაშიც უნდა იყოთ ფრთხილად:
- არ დატოვოთ ღამით გამათბობელი ჩართული, მხოლოდ ფითილზე დატოვებაა დასაშვები, ისიც მხოლოდ მეორე ტიპის გამათბობლისა.
- არ დადგათ გამათბობელი შიდა კედელთან და არ გაიყვანოთ მილი საჰაეროში - ასე შეიძლება უბედური შემთხვევა არა მხოლოდ თქვენ, არამედ მეზობლებსაც დაემართოთ.
- როცა ოთახს გაზით ათბობთ, საათში ერთხელ მაინც უნდა გააღოთ ფანჯრები და ოთახი ანიავოთ. უკეთესი იქნება თუ მცირე ზომის ფანჯარა მუდმივად შეღებული გექნებათ ისე, რომ ჟანგბადის ნაკადი შემოდიოდეს ოთახში.
- არ შეიძლება დიდ ფართზე გათვლილი გამათბობლის დადგმა მცირე, დახურულ ფართში. გამათბობლის ზომა უნდა შეირჩეს ფართის მიხედვით და ამის მიუხედევად, ოთახი არ უნდა იყოს ყრუდ დახურული, სასურველია, იგი გადიოდეს სხვა ოთახებში. პერიოდულად კი უნდა ნიავდებოდეს.
წყლის გამაცხელებლის შესახებ
ადამიანთა გარდაცვალების საკმაოდ ბევრი შემთხვევა გამოიწვია გაზის წყლის გამაცხელებელმა. "მკურნალის" რედაქციასაც აქვს ერთი დიდი ტკივილი - რამდენიმე წლის წინ ჩვენი ექიმი-ჟურნალისტი - ნანა ალადაშვილი - სწორედ წყლის გამათბობლით ინტოქსიკაციის შედეგად გარდაიცვალა. წყლის გამათბობლის შესახებ აუცილებლად უნდა იცოდეთ შემდეგი:
არსებობს წყლის გამაცხელებელი, რომელსაც აქვს ერთი გამავალი მილი და მასში გაზის ნამწვი ცხელი ჰაერის ზევით ასვლის პრინციპით გაიწოვება. ეს გამაცხელებელი ჟანგბადს ოთახიდან იღებს და რაც მთავარია, ქარიან ამინდში ნამწვის გაწოვის მექანიზმი ირღვევა და გაზის ნამწვი პროდუქტი მთლიანად ოთახში ბრუნდება. ამას ემატება ისიც, რომ ქარის გამო ჰაერის სწრაფი უკუნაკადის პირობებში, გაზი ვერ ასწრებს ჟანგბადის საჭირო რაოდენობის აღებას წვის რეაქციისთვის და მიდის არასრული წვა. ანუ ამ დროსაც ოთახში გროვდება არასრული წვის პროდუქტი - CO, რომელიც, როგორც გითხარით, რამდენიმე წუთში იწვევს ადამიანის სიკვდილს. აქედან ის დასკვნა უნდა გამოვიტანოთ, რომ ასეთი გამაცხელებლის გამოყენება ქარიან ამინდში არის ძალიან საშიში და დიდი სიფრთხილე გვმართებს, ან უმჯობესია საერთოდ არ ჩავრთოთ ასეთ დროს.
არსებობს შედარებით ახალი მოდელები, რომლებსაც