სოკოთი მოწამვლის შემთხვევათა ზრდა საქართველოში — როგორ მოვიქცეთ სოკოთი მოწამვლის დროს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

სოკოთი მოწამვლის შემთხვევათა ზრდა საქართველოში — როგორ მოვიქცეთ სოკოთი მოწამვლის დროს

იმის მიუხედავად, რომ სოკოთი მოწამვლას სეზონურობა ახასიათებს, ამ პერიოდისთვის სოკოთი მოწამვლის რაოდენობამ სეზონური მოწამვლის ზოგად რაოდენობას გადააჭარბა. სოკოთი მოწამვლის შემთხვევათა გახშირების შესახებ დღეს საქართველოს კლინიკური ტოქსიკოლოგიის ასოციაციის თავმჯდომარემ, თემურ კობიძემ, პრესკონფერენცია ჩაატარა. ტოქსიკოლოგმა მოსახლეობას მოუწოდა, რომ სოკოების მოკრეფისგან თავი მაქსიმალურად შეიკავონ. რა პროცესია ზუსტად სოკოთი მოწამვლა და როგორ უნდა მოიქცეთ ასეთ დროს, სტატიაში ვრცლად განვიხილავთ.

როგორ ამოვიცნოთ სოკოთი მოწამვლა?

სოკოთი მოწამვლას ამოიცნობთ კუჭის ტკივილით, პირის გაშრობით, ღებინებით, ფაღარათით, გონების დაკარგვით, ხელ-ფეხის გაცივებით, ნევროლოგიური დარღვევებით, კრუნჩხვით.

მოწამვლას იწვევს როგორც შხამიანი, ასევე პირობითად შხამიანი სოკოები. ინტოქსიკაცია შესაძლოა განვითარდეს არასწორი ან არასრული კულინარიული დამუშავების შემთხვევაშიც. გარდა ამისა, სოკოს ხშირად ეტმასნებიან მწერები და ჭიები, რომლებიც შხამიან ნივთიერებებს გამოყოფენ. სოკოთი მოწამვლის დიაგნოსტიკა უპირატესად კლინიკურ და ანამნეზურ მონაცემებს ემყარება.

შეიძლება თუ არა მოწამვლა უსიმპტომო იყოს?

განასხვავებენ ხანმოკლე — 3 საათამდე — და ხანგრძლივი უსიმპტომო პერიოდის მქონე სოკოებს. ხანმოკლე უსიმპტომო პერიოდის მქონე სოკოთი მოწამვლა შედარებით მსუბუქად მიმდინარეობს. რაც უფრო ხანგრძლივია სოკოთი მოწამვლის უსიმპტომო პერიოდი, მით უფრო მძიმეა პროგნოზი. განსაკუთრებით საშიშია ფალოიდური სინდრომი. ამ კუთხით სახიფათოა როგორც შემწვარი, ისე მოხარშული სოკო, ვინაიდან ამ დაავადების გამომწვევი ტოქსინები თერმოსტაბილურია. ისინი უძლებს გამოშრობასაც, რაც განსაკუთრებით სახიფათოა, ვინაიდან ხმელი სოკოს გარჩევა სახეობის მიხედვით პრაქტიკულად შეუძლებელია.

მოწამვლის უსიმპტომო პერიოდში ფალოიდები გამოიყოფა რძით, რაც შეიძლება ძუძუთა ბავშვის მოწამვლის მიზეზად იქცეს.

როგორია მოწამვლის განვითარების სტადიები?

გამოყოფენ დაავადების ორ სტადიას. პირველი, ტოქსიკოგენური სტადია იწყება გასტროენტერიტის მოვლენებით: მუცლის ტკივილით, ღებინებით და სხვადასხვა სიხშირის დიარეით. განსაკუთრებით მძიმე შემთხვევებში ფაღარათი ძლიერდება და ქოლერას ემსგავსება: სიხშირე დღე-ღამეში 20-30-ს აღწევს, განავალი ბრინჯის ნახარშისებურია, ხშირად — სისხლიანი. ეს მოვლენები სუბფებრილური ტემპერატურის ფონზე ვითარდება. მათ თან სდევს სისუსტე, ოლიგურია, ღვიძლის დაზიანების სიმპტომები.

მსუბუქ შემთხვევაში განსაკუთრებით საშიში სიმპტომების ჩაცხრობის შემდეგ სინდრომი უკუვითარდება, მაგრამ ტოვებს ხანგრძლივ ჰეპატოპათიას. მიზანშეწონილია ამიაკის, ღვიძლის ფერმენტების აქტივობის, პროთრომბინის, შარდოვანას და კრეატინინის მაჩვენებლის გამოკვლევა.

ზოგჯერ (განსაკუთრებით — ბავშვებში) ინტოქსიკაცია ცენტრალური ნერვული სისტემის უპირატესი დაზიანებით მიმდინარეობს. მოთენთილობას მოჰყვება აგზნება, კრუნჩხვები, შემდეგ კი სოპორი (ღრმა ძილი) და კომა. გამოჯანმრთელების შემთხვევაში, დიდხანს შენარჩუნდება ტოქსიკური ჰეპატიტისა და ნეფროპათიის მოვლენები თირკმელების ფუნქციის უკმარისობით.

მეორე სტადია სომატოგენურია. ამ დროს დაზიანებას შესაძლოა წინ უძღოდეს ერთ-ორდღიანი მოჩვენებითი გამოკეთების სინდრომი, რომლის დროსაც ენტეროკოლიტის მოვლენები ცხრება, თუმცა მძიმე მოწამვლის შემთხვევაში მეორე სტადია ნათელი შუალედის გარეშე იწყება. ამ სტადიაში გულთან, ნაწლავებსა და თირკმელებთან ერთად ზიანდება ღვიძლი. დაზიანება იწყება ტოქსიკური ჰეპატიტით, ირღვევა პიგმენტური ცვლა, მდგომარეობა სწრაფად გადაიზრდება ცხიმოვან დისტროფიაში და მწვავე ნეკროზით სრულდება. ვითარდება ჰემორაგიული სინდრომი. უმეტესად ირღვევა თირკმელების ფუნქცია. მძიმე შემთხვევაში ვითარდება ღვიძლის კომა. შესაძლოა, ამას დაერთოს თირკმელზედა ჯირკვლის უკმარისობაც.