/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

გამარჯობათ, ესეთი რამე მაინტერესებს, ჩემი ძმისშვილი არის 4 წლის ვაჟი. თავის ტოლებთან შედარებით ასერომვთქვათ ოდნავ ჩამორჩება მათ მენტალურად. დაგვყავს ბაღში, ასევე სახელმწიფო პროგრამაზე ბავშვთა განვითარების ცენტრში. აქვს პრობლემა იმასთან დაკავშირებით რომ, არის ნერვიული, არის ძალიან ჯინიანი. თუ ვეტყვით ასე ნუ გაააკეთებ ეს ცუდია მაინც იმას აკეთებს. ლაპარაკითაც თავის ტოლებს ჩამორჩება. არ თამაშობს არავისთან, ურჩევნია იყოს თავისთვის, ანუ ვერ შედის კონტაქტში. ლოგოპეტი გვყავდა რომელიც სახლში აკითხავდა და მის დანახვაზე ტირილს იწყებდა ახლოს არ ეკარებოდა, იმიტომ რომ ის უთითებდა ქცევებზე და ეს ჩვენი ბავშვი ამას ვერ იტანდა, ანუ მისი ვერ გაქონდა ლოგოპედთან და მთლად შეძულდა იმ ქალის მოსვლა. ადვილად იმახსოვრებს ყველაფერს, განსაკუთრებით აქვს თვალის მეხსიერება კარგი. დავაკვირდით იმასაც რომ მისი ბაღის ამხანაგებს შეუძლიათ ბაღში ნანახი მის მშობლებს მიუტანონ ენით ანუ მოუყვნენ რა მოხდა იმ დღეს. ამას კიდევ ასეთები არ ახასიათებს, არასდროს არაფერს ამბობს ბაღში რა ხდებოდა ან რამე. გვეუბნებიან რომ აქვს ქცევის პრობლემები რომლის გამოსწორებას სჭირდება სპეციფიკური მიდგომა... გვეშინია რომ მენტალურად ვერ განვითარდება როგორც მისი ტოლები. თერაპევტმა გვითხრა როგორც უნდა მოვიქცეთ, ანუ ბავშვი უნდა ჩავრთოდ საზოგადოებრივ აქტივობებში. ვასეირნოთ სუფთა ჰაერზე, ვუყიდოთ რამე შინაური ცხოველი და ა.შ. მას ასევე ჰყავს 1 წლის დაიკო, ექიმმა გვითხრა რომ ისიც რისკის ჯგუფშია იმიტომ რომ ქცევა არის გადამდები და შეიძლება მისი ძმისგან გადაიღოსო. ვცდილობთ ეკრანთან და ტელეფონთან არ მივუშვათ. იმიტომ რომ ბიჭს ყოველთვის მულტფილმებს ვაყურებინებდით ტელეფონში და იმანაც გავლენა მოახდინა მის ტვინზე. რა უნდა ვქნათ და რა მოვიმოქმედოთ რომ 4 წლის ბიჭმა თავის თანატოლებს დაეწიოს ქცევითი განვითარებაში. და რა იყოს მათზე უკან დახეული მენტალურად. გვირჩიეთ კიდევ დამატებით რამე. მადლობა

-გამარჯობა, დეკემბერᲨი Ჩემი ბუᲭი გახდება 2 წლის, ასსვე ავᲦნიᲨნავ იზრდდბა ორ ენოვან ოჯახᲨი, მეუᲦლე Თურქი მყავს, მე ქარᲗველი ვარ, ახლა გადავიდეᲗ ᲨეკიᲗხვაზე, როცა ცეᲫახი სახელს იყურება ეგრევე მომხედავს ხოლმე, ხანდახან სამჯერ ვეᲫახი არ იყურება მაგრამ იცინის, მეᲗამაᲨება ᲗიᲗქის ვერ გაიგო, Თვალის კონტაქტი გვაქვს, როცა ვესაუბრები, მიყურებს ᲗვალებᲨი.. Ჩამეხუტე მაკოცე ყველაფერს ამას აკეᲗებს, არ საუბრობს ჯერ, მხოლიდ დედა და მამას ამბობს, Თუმცა რასაც ვესაუბრები ესმის ყველაფერი, ხანდახან როცა რაᲦაცას ვუᲨლი იბუტება და გარბის, ხან კივის, საᲭმელი Თუ არ მოეწონა არ მიირᲗმევს, ᲗეფᲨიდან ორნაირ საკვებს ირᲩევს, როცა Ძილი ერევა იწყებს ტირილს, ვარდება პანიკაᲨი, ᲗავისიᲗ ჯერ არ დაუწყია Ჭამა, უნდა მაგრამ რომ არ მოიᲗხვაროს სახე არ ვაᲫლევ კოვზს, მოკლედ რაც ავᲦწერე არის Თუ არა აუტიზმის მანიᲨნებელი? პედიატრᲗან რანდევუ ავიᲦეᲗ მაგრამ დიდი დროა რანდევუმდე, ამიტომ გწერᲗ, Თქვენი აზრი Ძალიან მაინტერესებს.Ჩაციკლული ვარ ამ აუტიზმზე, ყველას აქვს ᲗიᲗქმის და უკვე ტვინᲨი სულ აუტიზმი მიტრიალებს, როცა ცესაუბრები მოსმენა დიდაᲗ არ უყვარს სულ გაფბის ან ᲗამაᲨობს, მანქანებიᲗ Ჩვეულებრივ ᲗამაᲨობს, ატარებს, ბორბლებს არ ატრიალებს როგორც სᲩვევიაᲗ აუტისტებს.რომ არ საუბრობს არის Თუ არა პრობლემა?

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ტოქსიკოლოგია

რა არის კალიუმის იოდიდი და როდის გამოიყენება ის

რა არის კალიუმის იოდიდი და როდის გამოიყენება ის
KI (კალიუმის იოდიდი) არის სტაბილური (არ არის რადიოაქტიური) იოდის მარილი, რომელიც

მიეკუთვნება ანტი-თირეოიდულ მედიკამენტებს. მას შეუძლია ხელი შეუშალოს რადიოაქტიური იოდის შეწოვას ფარისებრი ჯირკვლის მიერ, რითაც იცავს ამ ჯირკვალს რადიაციული დაზიანებისგან.

KI ბლოკავს რადიოაქტიური იოდის შეღწევას ფარისებრ ჯირკვალში. როდესაც ადამიანი იღებს KI-ს, მედიკამენტში შემავალი სტაბილური იოდი შეიწოვება ფარისებრი ჯირკვლის მიერ. KI „ავსებს“ ფარისებრ ჯირკვალს არარადიოაქტიური იოდით და ხელს უშლის რადიოაქტიური მოლეკულების შეწოვას.

ფარისებრი ჯირკვალი არარადიოაქტიური იოდით „გავსების“ შემდეგ ვერ შთანთქავს მეტ იოდს - ვერც სტაბილურს და ვერც რადიოაქტიურს - მომდევნო 24 საათის განმავლობაში.

რეკომენდებული დოზის გამოყენებისას, KI ეფექტურია ფარისებრი ჯირკვლის კიბოს რისკის შესამცირებლად იმ ინდივიდებში, რომლებიც რადიოიოდის ექსპოზიციის რისკის ქვეშ არიან.

კალიუმის იოდიდი იცავს მხოლოდ ფარისებრ ჯირკვალს და არა სხვა ორგანოებს რადიოაქტიური იოდისგან.

შეკითხვა ექიმს
<p>-გამარჯობა, გოგონას გაუტყდა თერმომეტრი, მიიღო მცირედი ჭრილობა. იმყოფებოდა კლინიკაში, არაფერი ჩაუტარეს. მას შემდეგ აქვს გულისრევის შეგეძნება. შეიძლება ვერცხლისწყალი იყოს და მისი ინტოქსიკაცია? რა უნდა გააკეთოს სახლის პირობებში? ასაკი 23</p>

კალიუმის იოდიდი არ იცავს ორგანიზმს მასში რადიოაქტიური იოდის მოხვედრისგან და მას არ შეუძლია გამოასწოროს რადიოაქტიური იოდით გამოწვეული ჯანმრთელობის პრობლემები ფარისებრი ჯირკვლის დაზიანების შემდეგ.

კალიუმის იოდიდი ვერ იცავს ორგანიზმს რადიოაქტიური იოდის გარდა სხვა რადიოაქტიური ელემენტებისაგან(თუ რადიოაქტიური იოდით მოწამვლა არ აღინიშნება, KI-ის მიღება არ არის რეკომენდებული და შეიძლება ზიანი მიაყენოს ორგანიზმს).

სუფრის მარილი და იოდით მდიდარი საკვები არ შეიცავს საკმარის იოდს, რათა დაბლოკოს რადიოაქტიური იოდის მოხვედრა ფარისებრ ჯირკვალში. (არ შეიძლება სუფრის მარილის ან საკვების გამოყენება KI-ის შემცვლელად).

არ გამოიყენოთ დიეტური დანამატები, რომლებიც შეიცავს იოდს KI-ის სახით. ისინი შეიძლება იყოს მავნე და არაეფექტური.

კალიუმის იოდიდი არ იცავს ადამიანს რადიოაქტიური იოდისგან 100%-ით. მის მიერ ფარისებრი ჯირკვლის დაცვა დამოკიდებულია შემდეგ ფაქტორებზე:

რადიოაქტიური დაბინძურებიდან გასული დრო: რაც უფრო ადრე მიიღებს ადამიანი KI-ს, ფარისებრ ჯირკვალს მით მეტი დრო ექნება რომ „შეივსოს“ სტაბილური იოდით.

აბსორბცია: სტაბილური იოდის რაოდენობა, რომელიც შეიწოვება ფარისებრ ჯირკვალში, დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად სწრაფად შეიწოვება KI სისხლში.

კალიუმის იოდიდი უნდა მიიღოთ მხოლოდ ექიმის რეკომენდაციით, რადგან არსებობს ჯანმრთელობის რისკები, რომლებიც დაკავშირებულია KI-ის მიღებასთან.

კალიუმის იოდიდის მიღება არ არის რეკომენდებული იმ პირებში, რომელთაც აქვთ:

  • ჰერპეტიფორმული დერმატიტი;
  • ჰიპოკომპლემენტემიური ვასკულიტი;
  • გულ-სისხლძარღვთა დაავადები და კვანძოვანი ფარისებრი ჯირკვალი;
  • იოდზე ჰიპერმგრძნობელობა (ან ალერგია)

KI სიფრთხილით უნდა მიიღონ მრავალკვანძოვანი ჩიყვის, გრეივსის დაავადების და აუტოიმუნური თირეოიდიტის მქონე პირებმა, განსაკუთრებით მაშინ თუ მკურნალობა რამდენიმე დღე გრძელდება.

კალიუმის იოდიდის უფრო ძლიერი დოზის ან რეკომენდებულზე ხშირად მიღება არ იძლევა მეტ დაცვას და შეიძლება გამოიწვიოს მძიმე ავადმყოფობა ან სიკვდილი.

კალიუმის იოდიდის მაღალმა დოზებმა ან ხანგრძლივმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს იოდით მოწამვლა.

კალიუმის იოდიდმა შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები (აუცილებლად აცნობეთ ექიმს)

შეშუპებული ჯირკვლები.

მეტალის გემო პირში.

თავის ტკივილი.

მუცლის ტკივილი.

გულისრევა.

ღებინება.

დიარეა

ზოგიერთი გვერდითი ეფექტი შეიძლება იყოს სერიოზული. თუ თქვენ გაქვთ რომელიმე ჩამოთვლილი სიმპტომი, უნდა შეწყვიტოთ კალიუმის იოდიდის მიღება და დაუყოვნებლივ მიმართოთ ექიმს:

  • გამონაყარი;
  • ჭინჭრის ციება;
  • სახსრების ტკივილი;
  • ცხელება;
  • სახის, ტუჩების, ენის, ყელის, ხელების ან ფეხების შეშუპება;
  • სუნთქვის, ლაპარაკის ან ყლაპვის გაძნელება;
  • ჰაერის უკმარისობა;
  • არარეგულარული გულისცემა;
  • მკერდის ტკივილი

გვერდითი მოვლენები ნაკლებად სავარაუდოა, როდესაც KI გამოიყენება რეკომენდებული დოზით და ხანმოკლე დროით, აქედან გამომდინარე აუცილებელია მედიკამენტის მიღებამდე კონსულტაცია გაიაროთ ექიმთან და მიიღოთ ზუსტი ინსტრუქციები და რეკომენდაციები მედიკამენტის დოზებთან და მიღებასთან დაკავშირებით.

კალიუმის იოდიდის მიღებამდე:

  • აცნობეთ ექიმს, თუ ალერგიული ხართ კალიუმის იოდიდის, იოდის, ნებისმიერი სხვა მედიკამენტის რომელიმე ინგრედიენტის მიმართ;
  • უთხარით თქვენს ექიმს რა მედიკამენტებს, ვიტამინებს, საკვებ დანამატებს და მცენარეულ პროდუქტებს იღებთ ან აპირებთ, რომ მიიღოთ;
  • თუ თქვენ გაქვთ ან ოდესმე გქონიათ ფარისებრი ჯირკვლის დაავადება, როგორიცაა გრეივსის დაავადება (მდგომარეობა, როდესაც სხეული უტევს ფარისებრ ჯირკვალს, რაც იწვევს მის ზედმეტ აქტიურობას) ან ჰაშიმოტოს თირეოიდიტი, შეგიძლიათ მიიღოთ კალიუმის იოდიდი ექიმის რეკომენდაციით, გადაუდებელ შემთხვევაში. თუ თქვენ გჭირდებათ კალიუმის იოდიდის მიღება რამდენიმე დღეზე მეტი ხნის განმავლობაში, უნდა მიმართოთ ექიმს.
  • აცნობეთ ექიმს, თუ ხართ ორსულად, ან ხართ მეძუძური. თუ ორსულად ხართ ან ბავშვს ძუძუთი კვებავთ, შეგიძლიათ მიიღოთ კალიუმის იოდიდი, ექიმის რეკომენდაციით, გადაუდებელ შემთხვევებში. აუცილებელია ექიმის კონტროლი.
  • თუ ერთ თვეზე უმცროს ბავშვს აძლევთ კალიუმის იოდიდს, დაურეკეთ ბავშვის ექიმს რაც შეიძლება მალე, რეკომენდაციებისა და მონიტორინგის მიზნით.
კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

სახსრების დაავადებას ფიჭვის წიწვების საფენი უხდება
სახსრების დაავადებას ფიჭვის წიწვების საფენი უხდება
ასაკში, წონის მატებასთან ერთად, სახსრების პრობლემებიც დამეწყო.
სრულად

სამკურნალო წერილები

გემრიელი წნევის წამალი - დაგჭირდებათ ჭარხალი, თაფლი და შტოში
გემრიელი წნევის წამალი - დაგჭირდებათ ჭარხალი, თაფლი და შტოში
ძალიან მინდა, თქვენს მკითხველებს ვასწავლო ჩემი საყვარელი წამლის რეცეპტი,
სრულად

სამკურნალო წერილები

კამა კლიმაქსის დროს კარგი საშუალებაა
კამა კლიმაქსის დროს კარგი საშუალებაა
კამის წყალი ხელს უწყობს მენოპაუზის უარყოფითი სიმპტომების მოხსნას, ალების რაოდენობის შემცირებას და ძილის ნორმალიზებას.
სრულად

რა არის კალიუმის იოდიდი და როდის გამოიყენება ის - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები