რა პროცესები ვითარდება ადამიანის ორგანიზმში ვერცხლისწყლით მოწამვლისას - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რა პროცესები ვითარდება ადამიანის ორგანიზმში ვერცხლისწყლით მოწამვლისას

მინიმალურ დოზებში ვერცხლისწყალი უსაფრთხოდ ითვლება, თუმცა იგი ცნობილია როგორც ნეიროტოქსინი, რომლის მაღალ დოზებსაც შეუძლია ჯანმრთელობისთვის სახიფათო ბევრი უარყოფითი ეფექტი გამოიწვიოს.

87753196-1671009288.jpg

ვერცხლისწყლით მოწამვლის მიზეზი ვერცხლისწყლით დაბინძურებული თევზისა და ზღვის პროდუქტების მოხმარებაც შეიძლება გახდეს.

mercury-hydrargyrum-1671009327.jpg

ვერცხლისწყლით მოწამვლის სიმპტომები:

  • კუნთების სისუსტე;
  • ჩხვლეტის შეგრძნება ხელებსა და ფეხებში ან პირის ირგვლივ;
  • პერიფერიული მხედველობის დაკარგვა;
  • მეტყველების ან სმენის დაქვეითება;
  • სიარულის გაძნელება

r-6-1671009361.jpg

ვერცხლისწყლით მოწამვლა შესაძლოა განვითარდეს ლითონის ვერცხლისწყლის ორთქლის ზემოქმედებით. ეს შეიძლება მოხდეს მაშინ, როდესაც ვერცხლისწყალი იშლება ან იღვრება და ორთქლდება. ინტენსიურად ორთქლდება 18 გრადუსზე მაღლა. ორთქლის შესუნთქვამ შეიძლება გამოიწვიოს:

  • ტრემორი;
  • სისუსტე, კუნთების კრუნჩხვა ან ატროფია;
  • ძილის დარღვევები;
  • თავის ტკივილი;
  • ემოციური ცვლილებები;
  • მოუსვენრობა;
  • ნერვული რეაქციების ცვლილება;
  • აზროვნების უნარის შეფერხება;
  • თირკმლის ფუნქციის დარღვევა;
  • სუნთქვის პრობლემები და სიკვდილიც კი

არაორგანული ვერცხლისწყალი

არაორგანული ვერცხლისწყალი გვხვდება ყოველდღიურ საყოფაცხოვრებო პროდუქტებში, როგორიცაა, კონსერვანტები, ანტისეპტიკები, კანის გამაღიავებელი პროდუქტები,დაბერების საწინააღმდეგო საშუალებები.

ამ ტიპის ვერცხლისწყალი ორგანიზმში კუჭ-ნაწლავის ტრაქტისა და თირკმელების მიერ შეწოვით ხვდება. სიმპტომები მოიცავს:

  • კუნთების სისუსტეს;
  • მეხსიერების დაკარგვას;
  • ფსიქიკურ დარღვევებს;
  • კანზე გამონაყარს

ab14160dd3f7841114ea8ec5079d7da3-w200-1671009815.gif

ვერცხლისწყლით მწვავე მოწამვლის შემთხვევაში ვითარდება პირღებინება, ფაღარათი, მეტალის გემოს შეგრძნება პირში, ქოშინი

ვერცხლისწყლით მოწამვლის დიაგნოზი შეიძლება დაისვას სისხლის, შარდის, თმის ანალიზით.

მკურნალობის პირველი ნაბიჯი ვერცხლისწყლის ზემოქმედების წყარო იდენტიფიცირებას და მის მოცილებას გულისხმობს.

სისხლში ვერცხლისწყლით მოწამვლის დროს ადამიანებს ენიშნებათ სპეციალური თერაპია (ქელატაციური თერაპია), რაც მოიცავს ქიმიკატების ან მედიკამენტების გამოყენებას მძიმე მეტალების და სხვა ნივთიერებების ორგანიზმიდან გამოსადევნად.

სპეციალური აგენტი შეყავთ უშუალოდ სისხლში ან აბების სახით უშუალოდ პირის ღრუში. ის იკავშირებს ვერცხლისწყალს და სხვა ტოქსინებს და შარდის სახით გამოიდევნება ორგანიზმიდან.

ვერცხლისწყლით მოწამვლისგან თავის ასარიდებლად აუცილებელია საკვები პროდუქტების (თევზი, ზღვის პროდუქტების) ყურადღებით შერჩევა, ასევე, საყოფაცხოვრებო მოხმარების პროდუქტების, მაგალითად, უმჯობესია ციფრული და ელექტრონული თერმომეტრების გამოყენება.