"ნაბახუსევზე ყველაზე დიდი რისკი გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაზიანებაა" - რა უნდა გაითვალისწინოთ ალკოჰოლის ჭარბად მიღების შემთხვევაში: რას გვირჩევს ექიმი? - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

"ნაბახუსევზე ყველაზე დიდი რისკი გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაზიანებაა" - რა უნდა გაითვალისწინოთ ალკოჰოლის ჭარბად მიღების შემთხვევაში: რას გვირჩევს ექიმი?

რაც შე­ე­ხე­ბა ალ­კოჰო­ლით მო­წამ­ვლას, 231 ფაქ­ტი გა­მოვ­ლინ­და. მათ­გან 97 თბი­ლის­ში და 134 რე­გი­ო­ნებ­ში. ჰოს­პი­ტა­ლი­ზა­ცია დას­ჭირ­და 60 ადა­მი­ანს.

ალ­კოჰო­ლით მო­წამ­ვლის დროს ადა­მი­ანს აქვს შემ­დე­გი სიმპტო­მე­ბი:

ღე­ბი­ნე­ბა ან გუ­ლის­რე­ვის შეგ­რძნე­ბა, კრუნ­ჩხვა, შე­ნე­ლე­ბუ­ლი სუნ­თქვა, ფერ­მკრთა­ლი ან მო­ლურ­ჯო ფე­რის კანი, რო­მე­ლიც სხე­უ­ლის და­ბა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რით არის გა­მოწ­ვე­უ­ლი. მძი­მე შემ­თხვე­ვებ­ში კი შე­საძ­ლე­ბე­ლია გო­ნე­ბის და­კარ­გვა, კომა და სიკ­ვდი­ლიც კი გა­მო­იწ­ვი­ოს.

ქი­რურ­გი­ის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის ექი­მი-ტოქ­სი­კო­ლო­გი, ეკა ქურ­და­ძე ambebi.ge-სთან ინ­ტერ­ვი­უ­ში ამ­ბობს, რომ ჭარ­ბად მოხ­მა­რე­ბუ­ლი ალ­კოჰო­ლის შემ­თხვე­ვა­ში, ნა­ბა­ხუ­სევ­ზე გულ-სის­ხლძარ­ღვთა სის­ტე­მის და­ზი­ა­ნე­ბის დიდი რის­კია.

271190552-309920004229549-4273351935020082683-n-1641539153.png

- ნა­ბა­ხუ­სევ­ზე სა­სურ­ვე­ლი არ არის ცივი წლის და­ლე­ვა, ასე­ვე ცივ ამინ­დში გა­რეთ გას­ვლა და შხა­პის მი­ღე­ბა. ამ დროს ოთა­ხის ტემ­პე­რა­ტუ­რის წყა­ლის ან მი­ნე­რა­ლუ­რი სას­მე­ლის მი­ღე­ბაა რე­კო­მენ­დი­რე­ბუ­ლი. შე­საძ­ლე­ბე­ლია ერთი აბი ას­პი­რი­ნის გა­ღეჭ­ვაც. ზო­გა­დად ნე­ბის­მი­ე­რი ტი­პის ალ­კო­ლო­ჰის გა­და­ჭარ­ბე­ბით მი­ღე­ბა იწ­ვევს ინ­ტოქ­სი­კა­ცი­ას, თუმ­ცა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად ის სას­მე­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც სპირტს დიდი რა­ო­დე­ნო­ბით შე­ი­ცა­ვენ. ამ დროს ყვე­ლა­ზე კარ­გი რჩე­ვაა ალ­კოჰო­ლის მი­ღე­ბის­გან თა­ვის შე­კა­ვე­ბა, თუმ­ცა თუ ალ­კოჰო­ლით ინ­ტოქ­სი­კა­ცია მა­ინც გან­ვი­თარ­და, აუ­ცი­ლე­ბე­ლია ზე­მოთ ჩა­მოთ­ვლი­ლი რჩე­ვე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბა და დამ­ძი­მე­ბის შემ­თხვე­ვა­ში დრო­უ­ლი ჰოს­პი­ტა­ლი­ზა­ცია.

- ხში­რია შემ­თხვე­ვე­ბი, რო­დე­საც ჯან­მრთელ მა­მა­კაცს, ნა­ბა­ხუ­სევ­ზე და­ე­მარ­თა გუ­ლის შე­ტე­ვა, რაც შემ­დეგ ფა­ტა­ლუ­რად დას­რულ­და. ასე­ვე ექი­მე­ბის­გან გვეს­მის, რომ ეს რის­კი იზ­რდე­ბა 40 წლის ზე­ვით მა­მა­კა­ცებ­ში...

- სა­ერ­თოდ, ნა­ბა­ხუ­სევ­ზე ყვე­ლა­ზე დიდი რის­კი გულ-სის­ხლძარ­ღვთა სის­ტე­მის და­ზი­ა­ნე­ბაა. ამ დროს მნიშნვნე­ლო­ბა აქვს იმა­საც, ადა­მი­ა­ნი რამ­დე­ნი წე­ლია, რაც თამ­ბა­ქოს მომ­ხმა­რე­ბე­ლია. ამას ემა­ტე­ბა მა­რი­ხუ­ა­ნას გა­მო­ყე­ნე­ბაც, რაც, ბუ­ნებ­რი­ვია, რისკ-ფაქ­ტო­რი ხდე­ბა. ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე დიდი რისკ-ფაქ­ტო­რია ასე­ვე კვე­ბა. მავ­ნე ჩვე­ვე­ბი გროვ­დე­ბა 20-დან 40 - წლამ­დე და სა­ბო­ლო­ოდ ვი­ღებთ მძი­მე შე­დეგს. სხვა­თა შო­რის ადრე ეს რისკ-ფაქ­ტო­რე­ბი 60 წლის ზე­ვით მა­მა­კა­ცებ­ში მი­იჩ­ნე­ო­და პრობ­ლე­მად და სამ­წუ­ხა­როდ, ბოლო წლებ­ში ასა­კი გა­ა­ხალ­გაზ­რდავ­და. აქ უნდა გა­ვით­ვა­ლის­წი­ნოთ ისიც, რომ გა­მა­ღი­ზი­ა­ნებ­ლად სხვა ბევ­რი გარე ფაქ­ტო­რიც შე­იძ­ლე­ბა იქ­ცეს, ასე­ვე სტრე­სუ­ლი ცხოვ­რე­ბა და არა­ჯან­სა­ღი კვე­ბა.

- შე­იძ­ლე­ბა ადა­მი­ანს გა­მო­ხა­ტუ­ლი სიმპტო­მე­ბი არ ჰქონ­დეს და ამ დროს გულ­ზე სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი ჰქონ­დეს?

- დიახ, ძა­ლი­ან ხში­რია ატი­პი­უ­რი ჩი­ვი­ლე­ბი. გუ­ლის იშე­მი­უ­რი და­ზი­ა­ნე­ბის გამო, ადა­მი­ა­ნებს შე­საძ­ლაო ჰქონ­დეთ ტკი­ვი­ლი გულმ-მკერ­დის, ასე­ვე მარ­ცხე­ნა ხე­ლის ან კბი­ლის არე­ში, ხში­რია მუც­ლის არე­ში ტკი­ვი­ლიც, რა­საც კუ­ჭის ტკი­ვილს უკავ­ში­რე­ბენ ხოლ­მე. ასე­ვე გუ­ლის და­ა­ვა­დე­ბე­ბის ქო­ნის შემ­თხვე­ვა­ში, ხში­რია და­ბუ­ჟე­ბაც. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად ადა­მი­ანს თუ დი­ა­ბე­ტი აქვს კი­დევ უფრო ვერ გრძნობს გუ­ლის და­ა­ვა­დე­ბებს. ასე­ვე თუ ალ­კოჰო­ლის ხში­რი მომ­ხმა­რე­ბე­ლია, რად­გან გაბ­რუ­ე­ბის გამო ტკი­ვილს ვერ გრძნო­ბენ. ამ დროს ტკი­ვი­ლი ერთ-ერთი გა­მაფრ­თხი­ლე­ბე­ლი ფაქ­ტო­რია და უფრო ად­ვი­ლად ხდე­ბა და­ა­ვა­დე­ბის გა­მოვ­ლე­ნა და პა­ცი­ენ­ტის სტა­ცი­ო­ნარ­ში დრო­უ­ლი მო­თავ­სე­ბა. ფა­ტა­ლუ­რად დას­რუ­ლე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვე­ბი ხში­რად დაგ­ვი­ა­ნე­ბუ­ლი მი­მარ­თვის ბრა­ლია.

წაიკითხეთ სრულად