თვალი

თურმე, თვალის სიმშრალე ზოგიერთმა მედიკამენტმაც შეიძლება გამოიწვიოს

თურმე, თვალის სიმშრალე ზოგიერთმა მედიკამენტმაც შეიძლება გამოიწვიოს
ყველა პრეპარატს აქვს ესა თუ ის გვერდითი ეფექტი, რომელთა შესახებაც პაციენტმაც და ექიმმაც კარგად უნდა იცოდნენ და მათი გამოვლენის შემთხვევაში საჭირო ზომებს მიმართონ.
ბევრმა არ იცის, რომ ზოგიერთი ჯგუფის, მაგალითად: ანტიდიაბეტური, შარდმდენი, ჰორმონული - პრეპარატების საკმაოდ ხშირი გვერდითი ეფექტია ლორწოვანი გარსების გამოშრობა. უნდა ვიცოდეთ ისიც, რომ ყველა ასეთი პრეპარატი თვალის სიმშრალესაც იწვევს, რომელიც ისე უქმნის დისკომფორტს პაციენტს, რომ მის მიზეზს ვერ ხვდება.

თვალის სიმშრალის სიმპტომებია:
• სიწითლე
• ტკივილი
• თვალების წვის, ჩხვლეტის, სიმძიმის, ქავილის, სიმშრალის, უცხო სხეულის (ქვიშის) შეგრძნება
• მხედველობის დაბინდვა
• მცირე
წებოვანი გამონადენი
• რეფლექსური ცრემლდენა

თუ იღებთ ზემოთ ჩამოთვლილი ჯგუფის პრეპარატებს და გაქვთ აღნიშნული სიმპტომები, იცოდეთ, რომ ისინი ერთმანეთთან კავშირშია.
თუმცა ამის ცოდნა იმისთვის კი არ გვჭირდება, რომ პრეპარატი, რომლის მიღებაც ჩვენი ჯანმრთელობისთვის აუცილებელია, აღარ მივიღოთ. არსებობს სხვა გამოსავალი. ეს გახლავთ როტო ჰიდრა - თვალის დამატენიანებელი წვეთები, რომლის დღეში 2-3-ჯერ ჩაწვეთებაც კი საკმარისია, რომ უსიამოვნო სიმპტომები მოგეხსნათ.
ზოგადად კი გირჩევთ, ყურადღებით გაეცანით ყველა პრეპარატის ანოტაციას, მათ გვერდით ეფექტებსა და უკუჩვენებებს და გახსოვდეთ - გამოსავალი ყოველთვის არსებობს!

mkurnali.ge




რეკომენდებული პროდუქტები
მხედველობის ჯანმრთელობისთვის -60 აბი
ფასი: 39.9
მხედველობის ჯანმრთელობისთვის-30აბი
ფასი: 44.9
დიაბეტური ვიტამინი+ომეგა 3 -28 აბი
ფასი: 55.9
ჯანმრთელი იმუნური სისტემის ფუნქციონირებისათვის.-60აბი
ფასი: 34.9