როგორ მოვუაროთ ქუთუთოებს
ყველაფერი ეს უარყოფითად აისახება გარეგნობასა და უპირველესად თვალების ირგვლივ კანზე. ამის გამო თვალის ირგვლივ ჩნდება მუქი წრეები, შეშუპება და ნაოჭები. ქუთუთოების რეგულარული მოვლით შესაძლებელია კანის დაბერების პროცესთან გამკლავება და სასურველი ფორმის დიდხანს შენარჩუნება.
ქუთუთოების მოვლას განსაკუთრებული მიდგომა სჭირდება და რეკომენდებულია მხოლოდ თვალის კანისთვის განკუთვნილი სპეციალური საშუალებების გამოყენება. ამას გარდა, მნიშვნელოვანია მათი სწორად წასმა. კრემი აუცილებლად უნდა წაისვათ ზედა ქუთუთოზე - თვალის შიგა კუთხიდან გარეთა მიმართულებით, ქვედა ქუთუთოზე კი, პირიქით, გარედან შიგნითა მიმართულებით.
აუცილებელია სრულფასოვანი და ჯანსაღი ძილი, სწორი კვება, საკმარისი რაოდენობით წყლის მიღება, რეგულარული და სწორი მოვლა.
ძილის წინ აუცილებლად მოიშორეთ თვალიდან კოსმეტიკა. უმჯობესია, სპეციალური საშუალებების დახმარებით, რომლებიც არ შეიცავს არომატიზატორებს. ისინი, როგორც წესი, ძალიან რბილად მოქმედებენ და ეფექტურად აშორებენ თვალიდან კოსმეტიკის ნარჩენებს.
მგრძნობიარე კანისთვის თვალიდან კოსმეტიკის მოსაშორებელ საშუალებაზე უნდა იყოს მითითება: “მგრძნობიარე კანისათვის”. როგორც წესი, ასეთი საშუალებების рН ნეიტრალურია, ამიტომაც არ აღიზიანებს კანს.
25 წლის ასაკში ჩნდება დაბერების პირველი ნიშნები, ამიტომ ამ ასაკიდან საჭიროა თვალის ირგვლივ წასასმელი კრემის რეგულარული გამოყენება. სახის კანის ყველაზე ეფექტური კრემის წასმაც კი არ შეიძლება თვალების ირგვლივ კანზე. ნებისმიერი კრემი შეიცავს ცხიმებსა და ეთერზეთებს. თვალების ირგვლივ ასეთი კრემის წასმისას ის შეიძლება თვალში მოხვდეს და სიწითლე და წვა გამოიწვიოს. ქუთუთოებისთვის განკუთვნილი კრემის არჩევისას ყურადღება უნდა მიექცეს მის შემდგენლობას. უმჯობესია, თუ მის შემადგენლობაში იქნება ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებები, როგორებიცაა ლიპოსომები, კოლაგენი და ელასტინი. ასეთი შემადგენლობის კრემი ამშვიდებს და ათანაბრებს კანს.
კრემის წასმისას ეცადეთ არ დაჭიმოთ კანი. როგორც წესი, ასეთი კრემები ადვილად და სწრაფად იწოვება, ატენიანებს და კვებავს ნაზ კანს. კონტაქტური ლინზების მქონეთ განსაკუთრებული სიფრთხილე მართებთ ქუთუთოების მოვლისას, რომ კრემი ან გელი თვალში არ მოხვდეს.
ქუთუთოს კანის დატენიანება დღეში ერთხელ, დილის საათებში სჯობს, რამდენადაც საღამოს დატენიანება შესაძლებელია დილის შეშუპების მიზეზი გახდეს.
ქუთუთოების შეშუპების მოსახსნელად ზედა და ქვედა ქუთუთოზე დილას, დაბანის ნაცვლად, წაისვით მცენარეულ ექსტრაქტებზე დამზადებული ქუთუთოს გამაგრილებელი გელი. ის ეფექტურად ხსნის შეშუპებას და ასწორებს წვრილ ნაოჭებსაც.
ქუთუთოების შეშუპების საწინააღმდეგო კიდევ ერთი ეფექტური საშუალებაა “ყინულის ნიღბები”, რომელიც გელით შევსებული პლასტიკის ნიღაბია. ასეთი ნიღაბი აუცილებლად შეინახეთ მაცივარში, დილას კი რამდენიმე წუთით მოათავსეთ ქუთუთოებზე.
თვალების ირგვლივი ნაოჭების წარმოქმნის პროფილაქტიკისთვის ეფექტურია მასაჟი, რომლის შესრულებაც თავადვე შეგიძლიათ, ისე, რომ კანი არ დაიჭიმოს. მსუბუქად გადაუსვით კანს ოთხი თითი თვალის შიგნითა კუთხიდან წარბების ზრდის მიმართულებით, ყვრიმალებისკენ და ყვრიმალებიდან ქვედა ქუთუთოსა და თვალის შიგნითა კუთხისკენ.
ამას გარდა, შემდეგი ვარჯიშების რეგულარულად შესრულებისას შესაძლებელია თვალის კუნთების მოდუნება და თვალების ირგვლივი კანის მდგომარეობის მნიშვნელოვანი გაუმჯობესება. ამ ვარჯიშების შესრულება ყოველდღიურადაა საჭირო 5-7-ჯერ: ორივე ხელისგული მიიდეთ ყვრიმალებზე და შეეცადეთ კუნთებით კანის უკან გადაწევას. აღნიშნული ვარჯიში ამაგრებს კუნთებს და ჭიმავს კანს თვალსა და ყურს შორის.
ქუთუთოების კანი აუცილებლად დაიცავით გარემოს მავნე ზემოქმედებისაგან. მზის მუდმივი გამოსხივება, ქარი ადრეული ნაოჭების გაჩენას ეხმარება, ამიტომ დასაცავად ზაფხულში მუქი სათვალეა საჭირო, ისეთი, რომელიც ულტრაიისფერ სხივებს არ გაატარებს. უნდა გამოიყენოთ თვალების ირგვლივი კრემი დამცავი UV-ფაქტორით.
თვალების ირგვლივ წასასმელი კრემის შემადგენლობაში აუცილებლად უნდა შედიოდეს ჰიალურონის მჟავა, რომელიც აძლიერებს კანის დამცავ თვისებას და ზრდის მის ელასტიკურობას.
ნიღბები ქუთუთოს კანისთვის
ნ ქუთუთოების შეშუპებისა და შესივების მოსახსნელად ეფექტურია მწვანე ჩაის პაკეტები. პაკეტს დაასხით მდუღარე წყალი, გააჩერეთ 10 წუთით, შემდეგ გააცივეთ მაცივარში და ორი წუთით დაიდეთ ქუთუთოებზე.
ნ 1 ჩაის კოვზ კიტრის წვენს შევურიოთ 1 ჩაის კოვზი რძის ფხვნილი. მიღებული ნარევი წაისვით ქუთუთოებზე და 10 წუთის შემდეგ მოიშორეთ სველი ტამპონით.
ნ 2 ჩაის კოვზ გახეხილ კარტოფილს დავუმატოთ 2 ჩაის კოვზი პურის ფქვილი და ადუღებული რძე. მიღებული ნარევი წაისვით ქუთუთოებზე და 10-15 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ.
ნ კამის ნაყენიც საუკეთესო საშუალებაა ქუთუთოს შეშუპებასთან საბრძოლველად. 2 ჩაის კოვზ დაჭრილ კამას დაასხით ნახევარი ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი და გააჩერეთ 15 წუთით. ამ ხსნარში დასველებული ბამბის ტამპონები დაიდეთ ქუთუთოებზე 20 წუთის განმავლობაში.
ქუთუთოების კანის დასატენიანებლად ეფექტურია ჟოჟობას, აბუსალათინისა და ზეითუნის ზეთი.
შეშუპებას კარგად ხსნის ოხრახუშის საფენები. ამისათვის ხორცსაკეპ მანქანაში გატარებულ ოხრახუშს დაუმატეთ 1 სუფრის კოვზი მწვანე ჩაი და 30 წვეთი А ვიტამინი.
თვალის ირგვლივ არსებული ნაოჭების მოსაშორებლად კვირაში ერთხელ კანზე წაისვით Е ვიტამინი.