როგორ გავუმკლავდეთ ალერგიულ კონიუნქტივიტს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როგორ გავუმკლავდეთ ალერგიულ კონიუნქტივიტს

გაზაფხული სეზონური ალერგიების გამწვავების პერიოდია. ალერგიული ადამიანისთვის ეს უსიამოვნო შეგძნებების ერთობლიობაა, რაც ქავილს, სურდოს და შესაძლოა გამონაყარს უკავშირდებოდეს. ეს სიმპტომები კი მცენარეთა ყვავილობის სეზონს ახლავს.

- ქალბატონო მაიკო, რა შეიძლება გახდეს ალერგიული კონიუნქტივიტის გამომწვევი?

- სეზონური ალერგიული კონიუნქტივიტის მიზეზი ძირითადად მცენარეთა მტვერია, შესაბამისად, მისი ხანგრძლივობა დამოკიდებულია ყვავილობის პერიოდზე.

- ამ თვალსაზრისით წელიწადის რომელი პერიოდია საყურადღებო?

- პოლინოზის გამწვავება ახლავს გაზაფხულ-ზაფხულისა და ზაფხულ-შემოდგომის გარდამავალ პერიოდებს.

- რამდენად შესაძლებელია, კონტაქტურმა ლინზამ გამოიწვიოს ეს პრობლემა და ამ თვალსაზრისით რომელი ლინზაა საყურადღებო?

- გაზაფხულზე კონტაქტური ლინზების მოხმარება შესაძლოა დამატებითი გამღიზიანებელი აღმოჩნდეს და გაამწვავოს ალერგიული კონიუნქტივიტი. ამ დროს მიზანშეწონილია ალერგიის საწინააღმდეგო პრეპარეტებისა და ხელოვნური ცრემლის გამოყენება. ვადაგადასული ლინზებისა და სადეზინფექციო სითხის ხმარებას ახლავს თვალის სიმშრალისა და ინფექციური დაავადების განვითარების რისკი. მნიშვნელოვანი ასპექტია ჰიგიენური ნორმების დაცვა როგორც მყარი, ასევე რბილი ლინზებისას.

- როგორია ალერგიული კონიუნქტივიტის სიმპტომები?

- ალერგიულ კონიუნქტივიტს ახასიათებს:

ნ ორივე თვალის სიწითლე;

ნ წვისა და ქავილის შეგრძნება;

ნ კონიუნქტივის ჰიპერემია;

ნ ფოტოფობია (სინათლის შიში);

ნ ქუთუთოების შეშუპება;

ნ სეროზული გამონადენი.

პოლინოზი ხშირად თანხვედრილია ზედა სასუნთქი გზების ალერგიულ დაზიანებასთანაც, ანოსმიასთან (ყნოსვის დაკარგვა), სინუსიტთან (დანამატი წიაღების ანთება), ასევე მწვავდება ბრონქიტი და ბრონქული ასთმა.

- როგორ ხდება დიაგნოსტირება?

- დიაგნოსტირება დიდ სირთულეს არ წარმოადგენს. ანამნეზური მონაცემების, პაციენტების ჩივილებისა და სეზონის გათვალისწინებით ხდება დიაგნოზის დასმა. თუმცა საჭიროა მისი განსხვავება სხვა ტიპის კონიუნქტივიტებისგან, რაშიც გვეხმარება ლაბორატორიული კვლევები.

- რა გართულებები შეიძლება მოჰყვეს ალერგიულ კონიუნქტივიტს?

- აღნიშნული სიმპტომების შემჩნევისთანავე პაციენტმა უნდა მიმართოს ექიმს, რათა თავიდან აიცილოს ქრონიკული კონიუნქტივიტის, რქოვანას ანთების - კერატიტის, მშრალი თვალის სინდრომის განვითარების რისკი. თვითმკურნალობისას შეიძლება თავი იჩინოს ისეთი სახის პრობლემებმა, როგორებიცაა სოკოვანი ინფექციები, კერატიტი, კატარაქტის ან გლაუკომის განვითარება. შეწყვეტილმა მკურნალობამ შეიძლება გამოიწვიოს ანთებითი პროცესის გავრცობა.

- როგორ ვუმკურნალოთ?

- ალერგიული კონიუნქტივიტის მკურნალობა უპირველესად მიმართულია ალერგენთან კონტაქტის გამორიცხვის, შემდგომ კი – სიმპტომური მკურნალობისკენ. ეფექტიანია ანტიჰისტამინური პრეპარატების გამოყენება, არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების ინსტილაცია ეფექტურია ქავილის დროს და აქვს ანალგეზიური მოქმედება, ხელოვნური ცრემლი თავიდან აგაცილებთ მშრალი თვალის სინდრომის განვითარების რისკს.

- როგორია თქვენი რეკომენდაციები?

- ყვავილობის პერიოდში, რეკომენდებულია, პოლინოზით დაავადებულებმა თავი შეიკავონ ქარიან ამინდში პარკში სეირნობისგან, შინ იქონიონ ნაკლები ალერგენი - ოთახის ყვავილებისა და მცენარეების სახით, ატარონ მზის სათვალე. არ მიეცნენ თვითმკურნალობას და არ მიიღონ მედიკამენტები ხანგრძლივად და უკონტროლოდ.