მშრალი თვალის სინდრომი
• თვალების იშვიათად დახამხამება (თურმე კომპიუტერთან მუშაობისას ადამიანი ჩვეულ სიხშირეზე სამჯერ უფრო იშვიათად ახამხამებს თვალებს);
• თვალების ფართოდ გახელა მონიტორზე ამა თუ იმ გამოსახულების უკეთ დასანახად (ეს კი თვალების ზედაპირიდან ცრემლის ინტენსიურად აორთქლებას უწყობს ხელს).
რჩევები თვალის სიმშრალის შესამცირებლად
• მონიტორის ეკრანი სწორად უნდა იყოს განთავსებული (მისი ცენტრი 10-20 სმ-ით ქვემოთ უნდა მდებარეობდეს მომხმარებლის თვალების დონიდან);
• მონიტორი მინიმუმ 50 სმ-ით უნდა იყოს დაცილებული მომხმარებლის სახეს;
• კომპიუტერთან მუშაობისას უნდა აკონტროლოთ და შეგნებულად ხშირად ახამხამოთ თვალები;
• პერიოდულად უნდა დახუჭოთ თვალები და შეასრულოთ რამდენიმე წრიული მოძრაობა;
• ყოველ ნახევარ საათში 2-3 წუთიანი შესვენება უნდა მოაწყოთ და მზერა თქვენგან დაშორებულ საგანს მიაპყროთ;
• თუ ატყობთ, რომ თვალის სიმშრალე გაწუხებთ და სხვადასხვა მიზეზის გამო გიწევთ კომპიუტერთან ხანგრძლივად მუშაობა, აუცილებლად გამოიყენეთ (ჩაიწვეთეთ) ხელოვნური ცრემლი;
• საზოგადოდ კი, გირჩევთ, 4 საათზე მეტხანს ნუ იჯდებით კომპიუტერთან!
თინათინ გოცაძე