1. არ გადაღალოთ ბავშვი გაუთავებელი მეცადინეობით. თუ მისგან გენიოსის გაზრდა გსურთ, დაძაბულ მხედველობით შრომას აუცილებლად შეუნაცვლეთ აქტიური დასვენება
2. ბავშვმა აუცილებლად კარგი განათების პირობებში, მაგიდასთან დამჯდარმა უნდა წეროს, ხატოს, ან ძერწოს.
3. განათება უნდა იყოს მკვეთრი, მაგრამ არა დამღლელი. წერის ან ხატვის დროს სინათლე ისე უნდა ეცემოდეს, რომ ჩრდილს არ ქმნიდეს.
4. ბავშვის თვალებსა და წიგნს ან მონიტორს შორის უნდა იყოს მკაცრად ფიქისირებული მანძილი, არა ნაკლებ 30-40 სმ.გამორიცხეთ პლანშეტზე ფილმის ყურება და წიგნის კითხვა.
5. არ იკითხოთ ტრანსპორტში, ეს უარყოფითად აისახება მხედველობაზე. მოძრაობისას წიგნამდე დაშორება იცვლება, რაც იწვევს მხედველობაზე პასუხისმგებელი ცილიარული კუნთის გადაღლას.
6. ყურადღება მიაქციეთ ბავშვის ტანდეგობას. ხერხემლის კისრის ნაწილის გამრუდებამ შეიძლება მხედველობის გაუარესება გამოიწვიოს.
7. ხანგრძლივი მეცადინეობის, კითხვის ან ხატვისას ყოველ 15-20 წუთში გააკეთეთ შესვენება.
8. მეტი ისეირნეთ სუფთა ჰაერზე;
9. მნიშვნელოვანია დაბალანსებული კვება: მიირთვით მეტი თევზი, ხაჭო, ნიგოზი, თაფლი, ხილი, ბოსტნეული.
ლალი ჩხიკვაძე