გლაუკომის სამკურნალოდ კონტაქტური ლინზები შეიქმნა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

გლაუკომის სამკურნალოდ კონტაქტური ლინზები შეიქმნა

ცხოველებზე ლინზების გამოცდა-შესწავლა რამდენიმე ეტაპად განხორციელდა. მაიმუნების ორგანიზმში პრეპარატი ეტაპობრივად შეჰყავდათ, დოზისა და შეყვანის ფორმის ეტაპობრივი მონაცვლეობით. საყურადღებოა, რომ საცდელ მაიმუნებს ხელოვნურად ინდუცირებული გლაუკომა აღენიშნებოდათ, დაავადების არსებობა კი მათთან თვალის შიდა წნევის კონტროლით (გაზომვით) დასტურდებოდა.

მიღებული შედეგებით დადასტურდა, რომ დაბალი კონცენტრაციის პრეპარატის მქონე ლინზების სამკურნალო მოქმედება ეფექტურობით უტოლდება ლათანოპროსტის წვეთების სახით გამოყენებას, ხოლო პრეპარატის მაღალი კონცენტრაციით გამორჩეული ლინზების გამოყენება არა მხოლოდ მნიშვნელოვან, არამედ ბევრად მყარ შედეგსაც იძლევა.

სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ გლაუკომით დაავადებულ პაციენტებს მალე თვალის წვეთები აღარ დასჭირდებათ. ლინზების გამოყენება ბევრად ეფექტური აღმოჩნდება მათთვის, უპირველესად იმიტომ, რომ ხსნარისაგან განსხვავებით ლინზიდან პრეპარატის გაბნევა მთელ თვალში არ მოხდება, მეორეც, თვალებში დღის განმავლობაში რამდენჯერმე ჩაწვეთება აღარ იქნება საჭირო. ამგვარად, ლინზები უზრუნველყოფს ლათანოპროსტის სრულფასოვანი დოზის მიწოდებას თვალის ლორწოვანისთვის და პრეპარატის არარეგულარულად ჩაწვეთების პრობლემაც მოიხსნება.

ჰიდროგელისგან დამზადებული, ბიოპოლიმერით დაფარული ლინზები განკუთვნილია არა მხოლოდ გლაუკომით დაავადებული პაციენტებისთვის, არამედ მათთვისაც, ვინც რისკჯგუფშია. შესაბამისად, ისინი არა მხოლოდ სამკურნალო, არამედ საპროფილაქტიკო საშუალებადაც განიხილება.

თინათინ გოცაძე