გლაუკომის სამკურნალოდ კონტაქტური ლინზები შეიქმნა - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

გლაუკომის სამკურნალოდ კონტაქტური ლინზები შეიქმნა

გლაუკომის სამკურნალოდ კონტაქტური ლინზები შეიქმნა
ჰარვარდის უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლის ოფთალმოლოგებმა გლაუკომის სამკურნალო კონტაქტური ლინზები შექმნეს. ლინზების მფარავი გარსი შეიცავს გლაუკომის საწინააღმდეგო შენელებული მოქმედების პრეპარატ ლათანოპროსტს.
ლინზებმა უკვე გაიარეს ცხოველებზე გამოცდა და მკვლევარები ახლა პაციენტებთან მათი კლინიკური გამოცდისთვის ემზადებიან. ცხოველებზე ლინზების გამოცდა-შესწავლა რამდენიმე ეტაპად განხორციელდა. მაიმუნების ორგანიზმში პრეპარატი ეტაპობრივად შეჰყავდათ, დოზისა და შეყვანის ფორმის ეტაპობრივი მონაცვლეობით. საყურადღებოა, რომ საცდელ მაიმუნებს ხელოვნურად ინდუცირებული გლაუკომა აღენიშნებოდათ, დაავადების არსებობა კი მათთან თვალის შიდა წნევის კონტროლით (გაზომვით) დასტურდებოდა.

მიღებული შედეგებით დადასტურდა, რომ დაბალი კონცენტრაციის პრეპარატის მქონე ლინზების სამკურნალო მოქმედება ეფექტურობით
უტოლდება ლათანოპროსტის წვეთების სახით გამოყენებას, ხოლო პრეპარატის მაღალი კონცენტრაციით გამორჩეული ლინზების გამოყენება არა მხოლოდ მნიშვნელოვან, არამედ ბევრად მყარ შედეგსაც იძლევა.

სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ გლაუკომით დაავადებულ პაციენტებს მალე თვალის წვეთები აღარ დასჭირდებათ. ლინზების გამოყენება ბევრად ეფექტური აღმოჩნდება მათთვის, უპირველესად იმიტომ, რომ ხსნარისაგან განსხვავებით ლინზიდან პრეპარატის გაბნევა
მთელ თვალში არ მოხდება, მეორეც, თვალებში დღის განმავლობაში რამდენჯერმე ჩაწვეთება აღარ იქნება საჭირო. ამგვარად, ლინზები უზრუნველყოფს ლათანოპროსტის სრულფასოვანი დოზის მიწოდებას თვალის ლორწოვანისთვის და პრეპარატის არარეგულარულად ჩაწვეთების პრობლემაც მოიხსნება.

ჰიდროგელისგან დამზადებული, ბიოპოლიმერით დაფარული ლინზები განკუთვნილია არა მხოლოდ გლაუკომით დაავადებული პაციენტებისთვის, არამედ მათთვისაც, ვინც რისკჯგუფშია. შესაბამისად, ისინი არა მხოლოდ სამკურნალო, არამედ საპროფილაქტიკო საშუალებადაც განიხილება.

თინათინ გოცაძე
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
რეკომენდებული პროდუქტები
გლუკოზის მეტაბოლიზმის ხელშეწყისთვის-60 აბი
ფასი: 25.2
კარგი მხედველობის და ნერვული სისტემის ხელშეწყობისთვის-60აბი
ფასი: 28.9
მხედველობის ჯანმრთელობისთვის -60 აბი
ფასი: 39.9
ღვიძლის ნორმალური ფუნქციონირებისათვის -30აბი
ფასი: 48.9
დიეტოლოგია
ჰალვა, საზოგადოდ, აღმოსავლური ნუგბარის ერთ-ერთი სახეობაა,
ძვალი, როგორც ორგანო, მეტად მრავალფეროვან და სასიცოცხლოდ აუცილებელ ფუნქციებს ასრულებს:
დიეტა სისხლში ქოლესტერინის დონის დაქვეითების უმარტივესი საშუალებაა. ამგვარი დიეტის საფუძველი
კატეგორიის სხვა სტატიები
მნიშვნელოვანია საკვებ რაციონში იყოს ომეგა-3 უჯერი ცხიმოვანი მჟავებით (თევზი), ვიტამინებით მდიდარი (ხილი და ბოსტნეული) პროდუქტები.
სახის კოსმეტოლოგიური არასრულყოფილებიდან ზედა ქუთუთოს ფტოზი ერთ-ერთი
როგორც მედიკოსები ამტკიცებენ, ასაკობრივი კატარაქტა სულაც არ არის გარდაუვალი. როგორც აღმოჩნდა, რიგი ვიტამინებისა
კომპანიამ Johnson & Johnson Vision აშშ-ში უნიკალური კონტაქტური ლინზების გაყიდვა დაიწყო. აღნიშნული ლინზები
თვალშიდა სიმსივნეების მკურნალობაზე, გამოვლინებებზე, განვითარების სპეციფიკასა და
რა არის ასტიგმატიზმი ასტიგმატიზმი რეფრაქციის (თვალის შუქმტეხი აპარატის) ანომალიაა,
ალოე ვერა განსაკუთრებული თვისებების მქონე მარადმწვანე მცენარეა. მისი სამშობლო აფრიკაა, თუმცა დღეს ის უამრავ რეგიონშია გავრცელებული.
სადღეისოდ ასეთი კრემების ასორტიმენტი საკმაოდ ფართოა. ხშირად არც კი ვიცით, რომელი ხაზის კრემი უფრო მიესადაგება ჩვენს კანს.
სამწუხაროდ, ბოლო ათწლეულის მანძილზე ალერგიული დაავადებებით, მათ შორის - ბრონქული ასთმით დაავადებულთა
დღევანდელი ცხოვრების რიტმი, მძიმე ეკოლოგიური გარემო, კვების თავისებურებები განაპირობებს სხვადასხვა პათოლოგიის
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად