დიაბეტის დროს თვალის დაზიანების მკურნალობის საშუალებები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

დიაბეტის დროს თვალის დაზიანების მკურნალობის საშუალებები

- შაქრიანი დიაბეტით დაავადებულთა ინვალიდიზაციის მიზეზთა შორის თვალის დაზიანება ერთ-ერთი პირველია. ამდენად, ის არა მარტო სამედიცინო, არამედ უმწვავესი სოციალური პრობლემაცაა.

შაქრიანი დიაბეტის დროს მხედველობითი ორგანოს ყველაზე ხშირი პათოლოგიური ცვლილებებია: დიაბეტური რეტინოპათია, კატარაქტა, ვიტრეოპათია, ლენტოპათია.

- რა პროცესები მიმდინარეობს ამ დროს თვალში?

- დიაბეტური რეტინოპათიის დროს ვითარდება ბადურა გარსის შეშუპება, ბადურას კაპილარებში წარმოიქმნება მიკროანევრიზმები (ამ შემთხვევაში, ზემოთ აღწერილ პროცესებთან ერთად, დიაბეტის დროს მნიშვნელოვანია სისხლის შედედების უნარის გაძლიერება), ჩნდება სისხლჩაქცევები (არაპროლიფერაციული სტადია). დაავადების პროგრესირებას მოჰყვება ბადურაში დიდი სისხლჩაქცევები და ბადურა გარსის დაზიანება. ამას თან ახლავს მხედველობის მნიშვნელოვანი დაქვეითება და სიბრმავე.

- როგორ მკურნალობენ?

- დიაბეტური რეტინოპათიის მკურნალობის ძირითადი მეთოდი სისხლძარღვების ლაზეროკოაგულაციაა სისხლჩაქცევების წარმოქმნის საპროფილაქტიკოდ.

სადღეისოდ ამ გართულებებთან გამკლავება დაავადების პათოგენეზურ რგოლებზე ზემოქმედებითაა შესაძლებელი. კერძოდ, შაქრიანი დიაბეტით დაავადებულის ორგანიზმში გლიკოზოამინოგლიკანების ნაკლებობის აღსადგენად საჭიროა ჰეპარინოიდების დანიშვნა.

- რა არის ჰეპარინოიდები?

- ჰეპარინოიდები ღორის წვრილი ნაწლავის ლორწოვანი გარსიდან მიღებული სულფატირებული გლიკოზამინოგლიკანების ნარევია. ჰეპარინოიდების ბიოშეღწევადობა 100%-ს შეადგენს. ჰეპარინთან შედარებით მნიშვნელოვან უპირატესობად შეიძლება ჩაითვალოს ის ფაქტი, რომ ჰეპარინოიდები არ იწვევენ ჰეპარინინდუცირებული II ტიპის თრომბოციტოპენიას. ამიტომ მათი გამოყენება იმ პაციენტებშიც შესაძლებელია, რომელთაც ჰეპარინოთერაპიით გამოწვეული ეს მძიმე გართულება აღენიშნებათ.

მათი ხანგრძლივი მიღება აჩერებს ან მნიშვნელოვნად ანელებს დაავადების პროგრესირებას. ყველაზე ცნობილი ჰეპარინოიდებია დანაპაროიდი, სულოდექსიდი, ვესელ-დუე, რომლებიც დასავლეთ ევროპის ქვეყნებსა და საქართველოშია რეგისტრირებული. ამ პრეპარატებს, ანტითრომბული აქტივობის გარდა, გააჩნია ფიბრინოლიზური, ანტიათეროგენული, ანგიოპროტექტორული მოქმედების უნარი.

ჰეპარინისგან განსხვავებით, მათი ეფექტურობა არა მარტო პარენტერალური ინექციისას ვლინდება, არამედ პერორალური მიღების შემთხვევაშიც, რის გამოც ფართოდ გამოიყენება ოფთალმოლოგიაში, კერძოდ, დიაბეტური რეტინოპათიის, იშემიური რეტინოპათიის, ბადურას ცენტრალური ვენის თრომბოზის, ექსუდაციურ-ჰემორაგიული მაკულოდისტროფიის, სუბკონიუნქტივური სისხლჩაქცევების (ხშირი რეციდივი), წინაიშემიური ოპტიკური რეტინოპათიის, თრომბოზის წარმოქმნის მაღალ რისკთან დაკავშირებული თვალის დაავადებების მკურნალობისას.

ანტიფოსფოლიპიდური სინდრომი ოფთალმოლოგიაში

- რა არის ანტიფოსფოლიპიდური სინდრომი?

- APS-ს (აუტოიმუნური თრომბოლიზური ვასკულოპათია) დროს ირღვევა შედედების უნარი და მატულობს თრომბოზის განვითარების რისკი.

თრომბოფილია სიტყვასიტყვით „თრომბოზის სიყვარულს“ ანუ თრომბოზისკენ მიდრეკილებას ნიშნავს.

ანტიფოსფოლიპიდური სინდრომი ორგანიზმის აუტოიმუნური რეაქციაა, რომლის დროსაც ნადგურდება ფოსფოლიპიდური უჯრედები. ანტიფოსფოლიპიდური სინდრომისას ხდება ანტისხეულების ჰიპერპროდუქცია ფოსფოლიპიდებთან მიმართებით.

ოფთალმოლოგიაში APS ვლინდება თრომბოემბოლიით თვალის კაკალში, ორბიტაში, წინაიშემიური ოპტიკური ნეიროპათიის დროს, რომელიც უშუალოდ თავის ტვინის იშემიურ პროცესს უკავშირდება. წინაიშემიური ოპტიკური ნეიროპათია უფრო ხშირად ახალგაზრდებში იჩენს თავს.

- რა გამოკვლევები უნდა ჩაატაროს ოფთალმოლოგმა?

- ვიზომეტრია, ბიომიკროსკოპია, ბადურას კომპიუტერული ტომოგრაფია, კომპიუტერული პერიმეტრია, ელექტროფიზიოლოგიური გამოკვლევები, ასევე ფერადი დოპლეროგრაფია, ფლუორესცენტული ანგიოგრაფია, ტვინის მაგნიტურ-რეზონანსური, ვირუსოლოგიური გამოკვლევა.

- როდის უნდა მიმართოს ექიმს პაციენტმა?

- როდესაც აღინიშნება შემდეგი სახის ჩივილები: თვალის ტკივილი, თავბრუხვევა, მხედველობის უეცარი ხანმოკლე დაკარგვა, ორსულობის შეწყვეტა, დიპლოპია - გაორება, საგნების დამახინჯებული ხედვა, ანამნეზში - წითელი მგლურა, რევმატიზმი.

- როგორია ამ მდგომარეობის მკურნალობა?

- ინიშნება არაპირდაპირი ანტიკოაგულანტები (ვარფარინი), ანტიაგრეგანტები (ასპირინი). უკვე ჩამოყალიბებული თრომბოზის დროს - პირდაპირი კოაგულანტები (ჰეპარინი); თუკი პაციენტს ანამნეზში წითელი მგლურა ან რევმატიზმი აღენიშნება, მაშინ გლუკოკორტიკოიდები და ციტოსტატიკები. ვირუსების აქტივაციის დასათრგუნად ასევე ინიშნება იმუნომოდულატორები, პლაზმაფერეზი.