რამდენიმე რჩევა ლინზების მომხმარებლებს
• ლინზები მაკიაჟის გაკეთებამდე ჩაისვით. მოარიდეთ ისინი კოსმეტიკურ საშუალებებს. ცხიმოვანი მალამოები და ლოსიონები მათ სტრუქტურას საგრნობლად ცვლის;
• ნუ ჩაისვამთ ლინზებს გრიპის ან რომელიმე სხვა რესპირატორული დაავადების დროს. განსაკუთრებით მაშინ, როცა მაღალი სიცხე გაქვთ;
• ლინზების შესანახი კოლოფი თუ ჭურჭელი სუფთად შეინახეთ;
• ლინზებზე მუქი წერტილების შემჩნევისთანავე, დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, მათ აღარაფერი უშველის. ისინი აუცილებლად უნდა გამოცვალოთ;
• სასტიკად აკრძალულია ვადაგასული ლინზების ტარება. ისინი თვალის რქოვანა გარსის ანთებას-კერატიტს იწვევს.
თინათინ გოცაძე