არ დაუშვათ თვალის გაზარმაცება! - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

არ დაუშვათ თვალის გაზარმაცება!

- ბავშვის მხედველობის სისტემა აქტიურად ფორმირდება 6-7 წლამდე. ბევრმა მშობელმა არ იცის, ეს როგორ ხდება. რადგან ბავშვი არაფერს უჩივის, მათ ჰგონიათ, რომ მხედველობის პრობლემა არ არსებობს და არც თვალის ექიმთან მიყვანას ჩქარობენ.

ამიტომაა თვალის დაავადებები ცბიერი და საშიში. მათ რიცხვს ეკუთვნის ამბლიოპია, სხვანაირად “ზარმაცი თვალი”, რომლის დროსაც ერთ ან ორივე თვალში მცირდება მხედველობის სიმახვილე. ის არანაირი ფორმით არ ვლინდება, მოზრდილ ასაკში კი შეუქცევადი ხდება.

- რა უნდა იცოდეს მშობელმა, რომ ამბლიოპიის გამო ბავშვმა მხედველობა არ დაკარგოს?

- ეს ძალზე მნიშვნელოვანი მომენტია. ჯერ გავერკვეთ, რა შემთხვევაში შეიძლება “გაზარმაცდეს” თვალი.

ამბლიოპია, როგორც წესი, გადაუჭრელი ოფთალმოლოგიური პრობლემების შედეგია!

ის ხშირად ვითარდება:

  • რქოვანას შემღვრევის, ბროლის თანდაყოლილი შემღვრევის (ატარაქტა), ზედა ქუთუთოს დაშვების (ფტოზის) დროს, როდესაც თვალს ხანგრძლივად ვერ მიეწოდება სინათლე.
  • თვალის ოპტილის დარღვევისას არაკორექციული ახლომხედველობის, შორსმხედველობის ან ასტიგმატიზმის შემთხვევაში.
  • სიელმის დროს, როდესაც დაზიანებულ თვალში, როგორც წესი, ქვეითდება მხედველობის სიმახვილე. ეს ორი დაავადება ქმნის მანკიერ წრეს - ამბლიოპია სიელმის პროვოცირებას იწვევს და აღრმავებს მის მიმდინარეობას.

- როგორ შეიძლება დროულად მისი გამოვლენა?

- ამბლიოპია ცბიერი დაავადებაა იმიტომ, რომ მისი გამოვლენა დამოუკიდებლად თვით ყველაზე ყურადღებიანი მშობლისთვისაც კი რთულია.

ხშირად მოზრდილი ადამიანი აღმოაჩენს, რომ ცალი თვალის დახუჭვისას მეორით კარგად ვერ ხედავს.

ამბლიოპიის აღმოჩენა მხოლოდ ოფთალმოლოგს შეუძლია, ისიც - სპეციალიზებულ ოფთალმოლოგიურ კლინიკაში მხედველობის მთელი სისტემის კომპლექსური შემოწმებით. ამიტომაა აუცილებელი მხედველობის რეგულარულად - წელიწადში ერთხელ შემოწმება!

არსებობს სპეციალური ტერმინი, რომელიც განსაზღვრავს ამბლიოპიის მკურნალობის ყველაზე ეფექტურ დროს. ესაა “მგრძნობიარე პერიოდი”, რომელიც მთავრდება რვა-ათი წლის ასაკში. ამიტომ, რაც უფრო ადრეულ პერიოდშია გამოვლინდება და დაიწყება მკურნალობა, მით მეტია სრული გამოჯანმრთელების ალბათობა.

- როგორ მკურნალობენ?

- ამბლიოპიის მკურნალობა რთული, მრავალსაფეხურიანი პროცესია და ბავშვისა და მშობლისგან დიდ ძალისხმევას ითხოვს, მაგრამ მხედველობის შენარჩუნებისთვის ღირს ამ შრომის გაწევა.

თანამედროვე აპარატურით ჩატარებული კომპლექსური მკურნალობა მხედველობის სიმახვილის აღდგენის საშუალებას იძლევა. პროცედურა ინდივიდუალურად, ეტაპობრივად შეირჩევა მკურნალი ექიმის მეთვალყურეობით.

წარმატება მეტწილად მშობელზეა დამოკიდებული. დროულად მიიყვანეთ ბავშვი ოფთალმოლოგთან, ზედმიწევნით შეასრულეთ მისი რეკომენდაციები და მიმართეთ ოპტიკურ კორექციას.

- რას ურჩევთ მშობლებს?

- გაითვალისწინეთ ოფთალმოლოგის რეკომენდაცია - “მშობლებო, ყურადღება მიაქციეთ ბავშვის მხედველობას, ჩახედეთ თქვენს შვილებს თვალებში”.

დაიხსომეთ, ტელევიზორი, კომპიუტერი და მობილური თამაშები - ბავშვის თვალისთვის სერიოზული დატვირთვაა. სკოლამდელი ასაკის ბავშვისთვის მულტფილმების ჩვენება შეზღუდეთ დღეში 20 წუთამდე.

ბავშვის სათამაშო ოთახი კარგად უნდა იყოს განათებული.

საღამოს, როცა ბავშვი ხატავს, აწყობს ფაზლს ან ათვალიერებს სურათებს, მაგიდაზე დადგით ნათურა ისე, რომ თვალებში არ ანათებდეს, არ ტოვებდეს ჩრდილს მაგიდაზე და თანაბრად ანათებდეს მას.

თვალსა და წიგნს, რვეულსა თუ მაგიდას შორის მანძილი 30 სმ-ზე ნაკლები არ უნდა იყოს.

ხშირად ისეირნეთ სუფთა ჰაერზე, ითამაშეთ მოძრავი თამაშებით ბავშვთან ერთად სპორტულ მოედანზე. ეს არა მხოლოდ ზოგადი განვითარებისთვის, არამედ თვალებისთვისაც აუცილებელია.

- გაზაფხულია და უყურადღებოდ არ გვინდა დაგვრჩეს ამ სეზონისთვის ნიშნეული პრობლემა - თვალების სიწითლე, წვა, ცრემლდენა. რა უნდა იყოს მათი მიზეზი?

- თუ დილით ახალგაღვიძებულ ბავშვს თვალების შეშუპება შენიშნეთ, წამწამები ერთმანეთზეა დაწებებული, ექავება და სინათლე თვალს ჭრის - ეს კონიუნქტივიტია.

შემთხვევათა 50 პროცენტში კონიუნქტივიტის გამომწვევია ვირუსები ან ბაქტერიები, 50 პროცენტში კი - ალერგია. ადრეულ გაზაფხულზე ჭარბობს საყოფაცხოვრებო ალერგენებით გამოწვეული დაავადებებიც.

ვირუსების დროს - ქუთუთოების ქვეშ და თვალის შიგნითა კუთხეებში ჩნდება თეთრი ნაზი აპკი. თუ ბავშვს ამასთან ერთად ამცივნებს კიდეც, აღენიშნება სურდო, სტკივა ყელი და მუცელი, კონიუნქტივიტის ადენოვირუსული წარმომავლობა გამოირიცხება. ასეთ შემთხვევაში ანთება ჯერ ერთ, შემდეგ მეორე თვალში ვითარდება. გირჩევთ, ბავშვი საკონსულტაციოდ ინფექციონისტთან მიიყვანოთ.

ბაქტერიული კონიუნქტივიტის შემთხვევაში საქმე სხვაგვარადაა. ბავშვს თვალებიდან ჩამოსდის უხვი შემღვრეული გამონადენი, წამწამები შეწებებულია ყვითელი ფერის ნადებით. პროცესი ადვილად გადადის ერთი თვალიდან მეორეზე. შეეცადეთ, როგორმე აღკვეთოთ ქავილის დროს დაავადებული თვალიდან ჯანმრთელზე პროცესის გავრცელება.

ანთებითი პროცესით ბავშვის თვალი ადვილად რეაგირებს საყოფაცხოვრებო ქიმიაზე, კოსმეტიკაზე, ბუმბულზე, შალზე, კატისა თუ თევზის საკვებზე. თვალების ქავილი, ცრემლდენა და სინათლის შიში - თვალის ალერგიისთვის ტიპური ნიშანია. ალერგენთან მუდმივი კონტაქტისას ის ქრონიკულ ფორმაში გადადის (ისეთი შეგრძნებაა, თითქოს თვალში წამწამი ჩაგივარდა). ქვედა ქუთუთოს ჩამოწევისას მრავლობით კვანძებს შენიშნავთ - ეს ქრონიკული ალერგიული კონიუნქტივიტისთვის დამახასიათებელი მოვლენაა. გირჩევთ, ბავშვი დაუყოვნებლივ მიიყვანოთ ალერგოლოგთან.