С ვიტამინს კატარაქტის პროგრესირების შეჩერება შეუძლია
გამოდის, რომ გენეტიკური ფაქტორების წინააღმდეგ ბრძოლა სავსებით შესაძლებელია. მეცნიერებმა 1000-მდე ადამიანის მონაცემები შეისწავლეს. მოხალისეები ჰყვებოდნენ თავისი რაციონის შესახებ, რადგანაც საინტერესო იყო არა მარტო С ვიტამინის, არამედ სხვა საკვები ნივთიერებების მოხმარებაც.
აღმოჩდა, რომ მოხალისეებს, რომლებიც სხვებზე მეტ С ვიტამინს მოიხმარდნენ, 33%-ით დაქვეითებული ჰქონდათ კატარაქტის პროგრესირების რისკი. С ვიტამინი სასარგებლოა როგორც ანტიოქსიდანტი.
ლალი ჩხიკვაძე