როგორ შევინარჩუნოთ კარგი მხედველობა - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

იანვარი 2020

როგორ შევინარჩუნოთ კარგი მხედველობა

როგორ შევინარჩუნოთ კარგი მხედველობა
მთელ მსოფლიოში მილიონობით ადამიანს აკლია თვალისჩინი. დამეთანხმებით, ასე ცხოვრება ძნელია, მაგრამ კაცი სასოწარკვეთილებას არ უნდა მიეცეს, რადგან უმთავრესი ამქვეყნად სიყვარული და სიკეთეა. თუ გიყვარს სიცოცხლე, გიყვარს ადამიანები და სიკეთის კეთება შეგიძლია, ნებისმიერ ვითარებაში ბედნიერი ხარ. ჩვენ კი გირჩევთ, როგორ მოიქცეთ კარგი მხედველობის შესანარჩუნებლად.


10 მარტივი რჩევა
1. უარი თქვით ნიკოტინზე, რადგან მოწევა ზრდის თვალის წნევას, ეს კი, თავის მხრივ, დაავადების მიზეზად იქცევა.
2. არ იკითხოთ მწოლიარემ.
3. კითხვის დროს თვალებიდან წიგნამდე მანძილი დაახლოებით 30 სმ უნდა იყოს.
4. თუ ტელევიზორს
დღისით უყურებთ, ოთახი ჩააბნელეთ, ხოლო ღამით ყურების დროს გაანათეთ.
5. ეცადეთ, ნაკლები ხანი გაატაროთ კომპიუტერთან. ჩვენს დროში ცუდი მხედველობის მიზეზთა სტრუქტურაში უფრო და უფრო იმატებს კომპიუტერთან დიდხანს მუშაობის პროცენტული წილი.
6. ყოველდღიურად (ან კვირაში რამდენჯერმე მაინც) გაიკეთეთ თვალებზე ჩაის ნაყენის კომპრესი და მასაჟი.
7. ეცადეთ,
რაც შეიძლება მეტი ისეირნოთ სუფთა ჰაერზე - ეს დადებითად აისახება თვალების ჯანმრთელობაზე.
8. თვალებისთვის მნიშვნელოვანია სრულფასოვანი კვება. ვიტამინების ნაკლებობისას მცირდება მხედველობის სიმახვილე, თვალები ადვილად იღლება და გტკივდებათ. გახსოვდეთ, რომ პომიდორი, ნესვი, მწვანე ბარდა და ღვიძლი მდიდარია ა ვიტამინით და რაც შეიძლება ხშირად მიირთვით.
9. თუ თვალების სიმშრალეს და გაღიზიანებას უჩივით, ბ ვიტამინის ნაკლებობა გქონიათ. ამ შემთხვევაში რაციონი სოკოთი ან ბანანით უნდა გაამდიდროთ.
10. თვალებისთვის აუცილებელია დასვენება. თვალები განსაკუთრებით სამუშაო დღის ბოლოს იღლება, რადგან მუშაობის დროს მათზე დიდი დატვირთვა მოდის. სამსახურიდან შინ დაბრუნების შემდეგ წამოწექით, ჩააქრეთ სინათლე და 15-20 წუთი თვალგახელილი იწექით.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
დიეტოლოგია
დიეტებზე საუბრისას მნიშვნელოვანია ოქროს შუალედის დაცვა. ყველა უკიდურეს ზომას - ცილოვან, ცხიმოვან ან რთულ ნახშირწყლოვან (ფაფები, მაკარონი) დიეტებს
ადამიანები ხშირად ჩივიან, რომ წონას ვერ იკლებენ, მიუხედავად იმისა, რომ დიეტასაც იცავენ,
ჯანსაღ კვებასა და წონის კლებას მჭიდრო კავში­რი აქვს. ოცნებობთ ჭარბი წონის მოშორებაზე,
კატეგორიის სხვა სტატიები
რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის ბიოქიმიური ფიზიკის ინსტიტუტის თანამშრომლებმა 14-წლიანი კვლევს შედეგები გამოაქვეყნეს.
მხედველობის სისტემის ჩამოყალიბება ხდება 1-5 წლის ასაკში, როდესაც ფორმირდება ძირითადი ფუნქციები: მხედველობის
თამბაქოს მავნე გავლენებს შორის ერთ-ერთი მხედველობის პრობლემათა გაღრმავება და დაბრმავების პროცესის დაჩქარებაა.
მნიშვნელოვანია საკვებ რაციონში იყოს ომეგა-3 უჯერი ცხიმოვანი მჟავებით (თევზი), ვიტამინებით მდიდარი (ხილი და ბოსტნეული) პროდუქტები.
ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ, მხედველობის კორექციისთვის ღამის ლინზების გამოყენება ფანტასტიკის სფეროს მიეკუთვნებოდა.
სახის კოსმეტოლოგიური არასრულყოფილებიდან ზედა ქუთუთოს ფტოზი ერთ-ერთი
ვირუსების ნაწილაკები საათობით ინარჩუნებენ აქტივობას მშრალ, თბილ და უმოძრაო ჰაერში
ყველაზე ხანდაზმული ქალი მსოფლიოში, 116 წლის კეინ ტანაკა იაპონიაში, ფუკუოკეში ცხოვრობს.
თმა შედგება ცილისგან (კერატინი) და დამცავი თხელი ფენა კუტიკულისგან. წყლის ზემოქმედების შედეგად თმა ადვილად
საკმარისია ეს 4 ტესტი და მოსაუბრეს გაშლილი წიგნივით წაიკითხავთ - აცხადებენ ტესტის ავტორები.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად