/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

-მოგესალმებიᲗ მყავს ბიᲭი ამა წლის აგცისტოᲨი გახდა 20 Თვის, დადის კერᲫო ბაᲦᲨი, ამ ბოლო სამი Თვის განმავლობაᲨი უკვე რამოდენიმეჯერ ჰქონდა ბაქტერია ყელის, ტესტი გავუკეᲗეᲗ და ყელᲨი ბაქტერია ჰქონდა , ნუ საზᲦვარგარეᲗ ვცხოვრობᲗ და სახელს ვერ გადავᲗარგმნი, მოკლედ ეხლაც აქვს ყელის ინფექცია, მყავდა ექიმᲒან ყელი წიᲗელი აქვსო, გლანდები Შესიებულუ, ბავᲨვს ცივს არც ვაᲭმევ არც ვასნევ, ასევე ბაᲦᲨიც გაფრᲗხილებულდბი არიან და საიდან ემარᲗება ვერ გავიგე Თან 3 ან 4 სᲦე სუცხე აქვს ჯერ 37 იწყდბა მერე 38 და მერე 39 ადის, 39 რომ გქონდა სანტელი გავუკეᲗეᲗ უკანა ნაწილᲨი, ექიმმა როგორც გვიᲗხრა, გუᲨინ ვიყავიᲗ პედიატრᲗან ანტიბიოტიკი დაგვინიᲨნა ერᲗი კვირა კლამოქსი, დაიწყო სმა მაგფამ სიცხე ისევ აქვს 37.7 , რა მოვიმოქმედო რომ ბავᲨვს დაუწიოს სიცხემ? ამ ასაკᲨი Ძმრიანი ნასკები ᲨეიᲫლება? სულ წამლებს ვაᲫლსვᲗ და არ მინდა გაიᲭყიპოს, რა მოვიმოქმედო რომ ავარიდო ამ ბაქტერიას

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

თვალი

თვალის ყველაზე გავრცელებული დაავადებები

თვალის ყველაზე გავრცელებული დაავადებები
თვალის ყველაზე გავრცელებული დაავადებების - კატარაქტის, გლაუკომის, კერატოკონუსისა და სიმსივნეების შესახებ გვესაუბრება სამედიცინო ცენტრ საქართველო-ისრაელის ერთობლივი კლინიკა “გიდმედის” ექიმი ოფთალმოლოგი ელისაბედ ვარაზი.კატარაქტაკატარაქტა ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ოფთალმოლოგიური დაავადებაა. უმეტესად ხანდაზმულებს ემართებათ, თუმცა ახალგაზრდებთანაც გვხვდება. კატარაქტა ბროლის შემღვრევაა, რომელიც მხედველობის დაქვეითებას იწვევს.

თავად ბროლი გამჭვირვალე ლინზაა, რომლის ძირითადი ფუნქციაა სინათლის სხივის გატარება და იმგვარად გარდატეხა, რომ ბადურაზე გამოსახულება მკაფიო იყოს, თუმცა ასაკთან ერთად, დაბერების ბუნებრივი მექანიზმების ზემოქმედებით, ის უფრო და უფრო ნაკლებელასტიკური ხდება და შემღვრევას იწყებს. კატარაქტის მიზეზად შესაძლოა იქცეს ასაკთან დაკავშირებული თვალის ქსოვილების კვების დარღვევა, სხივური ზემოქმედება, დიაბეტი, ტრავმა, თვალის ზოგიერთი დაავადება (მაგალითად, გლაუკომა, მაღალი ხარისხის ახლომხედველობა), ანთებითი აუტოიმუნური დაავადებები ან ორგანიზმის გენეტიკური თავისებურებები, სტრესი და სხვა. შორსმხედველობის თანდათანობითი მატება კატარაქტის პირველ ნიშნად შეიძლება ჩაითვალოს. შემდეგ ფერები თანდათან კარგავს კონტრასტულობას და მხედველობა ერთგვარად ინისლება. საბოლოოდ თვალი მხოლოდ სინათლეს აღიქვამს, ანუ ადამიანი პრაქტიკულად ბრმავდება. ჩვეულებრივ, კატარაქტა ინდივიდუალურად ვითარდება თითოეულ თვალზე. არ არის გამორიცხული, ორივეზე სიმეტრიულად განვითარდეს, მაგრამ ერთ მათგანზე მაინც უფრო მეტად იქნება გამოხატული. პათოლოგიური პროცესის აღმოფხვრის ერთადერთი გზა მიკროქირურგიული ოპერაციაა, რომლის დროსაც შემღვრეულ ბროლს ხელოვნური ბროლით - ინტრაოკულარული ლინზით - ცვლიან. ოპტიკური თვისებებით იგი ბუნებრივ ბროლს ჰგავს, ძალიან საიმედოა და შესაძლოა, მთელი სიცოცხლე გაძლოს. ბროლში განვითარებული ცვლილებები შეუქცევადია, ამიტომ ვერავითარი წვეთები, სპეციალური სათვალე, ვიტამინები, დიეტა თუ ვარჯიში შემღვრეულ ბროლს გამჭვირვალობას ვეღარ დაუბრუნებს. გავრცელებული აზრი, რომ “კატარაქტა საოპერაციოდ უნდა მომწიფდეს”, რამდენადმე მოძველებულია და იმასთანაა დაკავშირებული, რომ წინათ ბროლს მთლიანად იღებდნენ. ამჟამად კატარაქტის ოპერაციები ულტრაბგერითი ფაკოემულსიფიკაციით სრულდება. ეს ტექნოლოგია საშუალებას იძლევა, ამოვიღოთ შემღვრეული ბროლი მიკროსკოპიული ოპერაციული მიდგომით, რაც საგრძნობლად ამცირებს გართულების რისკს, ამიტომ ოპერაცია შეიძლება ჩატარდეს კატარაქტის განვითარების ნებისმიერ ეტაპზე. სასურველიც კია მისი ადრეულ საფეხურზე ჩატარება, ვიდრე მხედველობა შედარებით მაღალი ხარისხისაა. ინტრაოკულარული ლინზების მრავალი მოდელი არსებობს. მათი ზოგიერთი თანამედროვე მოდელი თანდართული პათოლოგიის, მაგალითად, რქოვანას ასტიგმატიზმის კორექტირების საშუალებასაც იძლევა. ბაზარზე არსებული ყველა მოდელი ხარისხიანია, მაგრამ რომელი შეესაბამება თვალს ყველაზე მეტად, ქირურგი წყვეტს. ხელოვნური ბროლის ოპტიკური ძალა ინდივიდუალურად შეირჩევა თითოეული პაციენტისთვის და თვალის ანატომიურ და ოპტიკურ თავისებურებებზეა დამოკიდებული. წარმატებული ოპერაციიდან 2-3 საათის შემდეგ პაციენტი უკვე ხედავს. შეზღუდვების კუთხით მნიშვნელოვანია ოპერაციის შემდგომი ორი კვირა. თვალის სრული აღდგენისთვის 4-6 კვირაა საჭირო. ამ ხნის განმავლობაში პაციენტმა ზედმიწევნით უნდა შეასრულოს ექიმის დანიშნულება, რათა თავიდან აიცილოს ანთებითი პროცესები თუ სხვა გართულებები, უნდა ერიდოს მკვეთრ მოძრაობებს, მძიმე ტვირთს. კოსმეტიკური საშუალებების გამოყენება ნებადართულია ოპრაციიდან ერთი თვის შემდეგ.

გლაუკომა

გლაუკომა თვალის ქრონიკული დაავადებაა, რომლის დროსაც იზრდება თვალშიდა წნევა და ზიანდება მხედველობის ნერვი. ამ დროს მხედველობა ქვეითდება და ადამიანი შესაძლოა დაბრმავდეს. გლაუკომით გამოწვეული სიბრმავე შეუქცევადია, რადგან მხედველობის ნერვის დაზიანებითაა გამოწვეული. სამწუხაროდ, გლაუკომა საკმაოდ გავრცელებული დაავადებაა. ის უმეტესად 40 წელს გადაცილებულებს ემართებათ, თუმცა არც ახალგაზრდები არიან დაზღვეულები. ახალშობილებთანაც კი არ არის გამორიცხული თანდაყოლილი გალუკომა. გლაუკომისთვის დამახასიათებელია სამი ძირითადი ნიშანი: თვალშიდა წნევის მატება, მხედველობის ველის შევიწროება, მხედველობის ნერვის ატროფია. გლაუკომის დროს მაღალკვალიფიციური სამედიცინო დახმარების გაწევა აქტუალური ამოცანაა. დიაგნოსტიკა მოიცავს:

  • თვალშიდა წნევის გაზომვას (ტონომეტრიას);
  • მხედველობის ველის გამოკვლევას (პერიმეტრიას);
  • მხედველობის ნერვის მდგომარეობის განსაზღვრას თვალის ფსკერის გამოკვლევისას (ოფთალმოსკოპიას).

გამოკვლევის შედეგების საფუძველზე ექიმი შესაბამის მკურნალობას ნიშნავს. გლაუკომის მკურნალობა სამი ძირითადი მიმართულებით მიმდინარეობს. ესენია:

  • მედიკამენტური (პრეპარატებისა და მათი გამოყენების რეჟიმის შერჩევა, რომელიც უზრუნველყოფს თვალშიდა წნევის მყარ კომპენსაციას);
  • ლაზერული (ლაზერული ტრაბეკულოპლასტიკა, ირიდექტომია, ციკლოფოტოკოაგულაცია);
  • ქირურგიული (არაშემავალი ღრმა სკლერექტომია, ღრმა სკლერექტომია, თვალის უკანა კამერის ტრანსსკლერული დრენირება).

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

მედიკამენტური მკურნალობაც, თავის მხრივ, სამ ძირითად მიმართულებას მოიცავს:

  • თვალშიდა წნევის შემცირებისკენ მიმართულ ოფთალმოჰიპოტენზიურ თერაპიას;
  • თვალისა და მხედველობის ნერვის სისხლის მიმოქცევის გასაუმჯობესებელ თერაპიას;
  • თვალის ქსოვილში ცვლითი პროცესების ნორმალიზაციისკენ (მეტაბოლიზმი) მიმართულ თერაპიას გალუკომისთვის დამახასიათებელ დისტროფიულ პროცესებზე ზემოქმედების მიზნით.

გლაუკომით დაავადებულმა უნდა გაითვალისწინოს შემდეგი რეკომენდაციები:

  • რეგულარულად ჩაიწვეთოს ექიმის მიერ დანიშნული თვალის წვეთები;
  • ყოველთვიურად შეიმოწმოს თვალშიდა წნევა ექიმ ოფთალმოლოგთან;
  • 4-6 თვეში ერთხელ ჩაიტაროს გამოკვლევა მხედველობის სიმახვილისა და ველის განსაზღვრის, მხედველობის ნერვის მდგომარეობისა და მკურნალობის ეფექტურობის შესაფასებლად;
  • თვალშიდა წნევა გლაუკომიან პაციენტს ნორმამდე უნდა ჰქონდეს დაწეული, ანუ არ აღემატებოდეს 22 მმ ვწყ სვ-ს;

შეკითხვა ექიმს
<p>-გამარჯობა, მყავს 4 წლის გოგო, რომელიც ხშირ დროს ატარებდა ტელეფონთან, დაუდგინდა მიოპია -2 და მეორე თვალზე -2.75. მეც ახლომხედველი ვიყავი, ლაზერული ოპერაციის გაკეთებამდე. რადგან ჯერ არავინ მინახავს სათვალის ტარებით განკურნებული ოფთალმოლოგს ვკითხე თუ შეიძლება თანდათან გაუმჯობესდეს ჩემი შვილის მდგომარეობათქო და არაო მითხრა, პირიქით შეიძლება გაიზარდოს მინუსიო. არაფერი ეშველებაო ოპერაციის გარდა. მაინტერესებს მართლა ასეა? გასაგებად რომ დამიწეროთ რა.. რამე ვარჯიში ან წვეთები არაფერი გამიგონია ჯერ კიდევ? პ.ს. ახლობელს დაყავს ბავშვი 3 წლიდან უკეთია სათვალე და ყოველ ნახევარ წელიწადში ექიმი უფრო დაბალი ნომრის სათვალეს უნიშნავს რადგან უკეთესობა აქვსო და დავიბენი</p>

თუ თვალშიდა წნევა ნორმაშია, მხედველობის შესანარჩუნებლად აუცილებელია სისხლის მიმოქცევისა და მეტაბოლიზმის გასაუმჯობესებელი მედიკამენტური მკურნალობა - წელიწადში 2 კურსი. მედიკამენტური მკურნალობის უეფექტობისას (მხედველობის გაუარესება, თვალშიდა წნევის მომატება) დაისმის გლაუკომის ლაზერული ან ქირურგიულ მკურნალობის საკითხი. ლაზერული ან ქირურგიული ოპერაციის შემდეგ პაციენტმა ზედმიწევნით უნდა შეასრულოს ექიმის დანიშნულება და ყველა რეკომენდაცია. მაგალითად:

  • გლაუკომის გამო გადატანილი ლაზერული ოპერაციიდან ერთი კვირის განმავლობაში და ქირურგიული ოპრაციიდან ერთი თვის განმავლობაში აკრძალულია დახრილი მუშაობა, 5 კგ-ზე მეტი სიმძიმის ტვირთის აწევა, მხედველობის ინტენსიური დატვირთვა (კითხვა, კომპიუტერთან მუშაობა, ტელევიზორის ხანგრძლივი ყურება), ალკოჰოლის მიღება, სიგარეტის წევა, თვალის კოსმეტიკის გამოყენება;
  • ყოველთვიურად უნდა შემოწმდეს თვალშიდა წნევა.

დიაგნოსტიკისა და მკურნალობის თანამედროვე მეთოდების წყალობით გლაუკომიანი პაციენტისთვის მხედველობის შენარჩუნება შესაძლებელია.

კერატოკონუსი

კერატოკონუსი რქოვანას ქსოვილის გენეტიკურად განპირობებული დაავადება. ამ დროს რქოვანა დისტროფიას განიცდის და თხელდება. იცვლება მისი ნორმალური (სფერული) ფორმა, რასაც თვალის ოპტიკური აპარატის შეუქცევადი დარღვევა მოჰყვება. რქოვანას დეფორმაციის გამო სინათლის სხივი მის სხვადასხვა ადგილას სხვადასხვანაირად გარდატყდება, რაც მხედველობის დაქვეითებას იწვევს. არსებობს კერატოკონუსის მკურნალობის რამდენიმე მეთოდი. კროს-ლინკინგის მეთოდი გულისხმობს რქოვანას გამაგრებას და კერატოკონუსის სტაბილიზაციას სპეციალური ლაზერის საშუალებით. ამ შემთხვევაში ფორმირდება რქოვანას სტრუქტურული კარკასი, ყალიბდება დამატებითი ქიმიური კავშირები, რომლებიც რქოვანას მექანიკურ სიმკვრივეს ზრდის. ამგვარად წარმოიქმნება რქოვანას ახალი ბოჭკოები. რქოვანა მკვრივდება და ფორმის შენარჩუნებას ახრხებს, რითაც კერატოკონუსის პროგრესირება წყდება. სტრომული რკალები წარმოადგენს ინერტული მასალისგან დამზადებულ მცირე ზომის ნახევარრკალებს. მათი იმპლანტაცია ცვლის რქოვანას ზედაპირს და რეფრაქციას. კერატოპლასტიკა ქირურგიული ჩარევაა, რომელიც რქოვანას ფორმისა და ფუნქციის აღდგენისკენ არის მიმართული.

თვალის სიმსივნეები

თვალის სიმსივნეები ახალწარმონაქმნების დიდი ჯგუფია, რომელიც თვალის სხვადასხვა ქსოვილისგან წარმოიქმნება. ისინი შესაძლოა გაჩნდეს როგორც თვალის კაკალზე, ისე ირგვლივ მდებარე ქსოვილებზეც. თვალის სიმსივნე შეიძლება იყოს პირველადიც, თვალის ქსოვილისგან განვითარებული, და მეორეულიც (მეტასტაზური), როდესაც პათოლოგიის წყარო რომელიმე სხვა ორგანოშია. განასხვავებენ თვალის კეთილთვისებიან და ავთვისებიან სიმსივნეებს. კეთილთვისებიანთაგან ყველაზე ხშირად გვხვდება ქორიოდული ჰემანგიომა, ქუთუთოებისა და ორბიტის კეთილთვისებიანი სიმსივნეები. ავთვისებიანთაგან - მეტასტაზური კიბო. მხედველობის ორგანოში მეტასტაზირებას ყველაზე ხშირად მკერდის, ფილტვის კიბო განიცდის, უფრო იშვიათად - თირკმლისა და წინამდებარე ჯირკვლის სიმსივნეები, ლიმფომა, ლეიკემია, კანის კიბო. თვალის პირველადი სიმსივნეებიდან ყველაზე ხშირად გვხვდება უვეალური მელანომა, რომელიც ნაწილობრივ ან სრულ სიბრმავეს იწვევს. დიაგნოზის დასასმელად საჭიროა გარეგანი დათვალიერება, ოფთალმოსკოპია, ულტრაბგერითი გამოკვლევა, კომპიუტერული ტომოგრაფია, თვალის სისხლძარღვების ანგიოგრაფია, ქსოვილის ბიოფსია, ბირთვულ-მაგნიტურ რეზონანსული კვლევა და სხვა. მკურნალობა ინდივიდუალურია. დამოკიდებულია სიმსივნის სახეობაზე, ლოკალიზაციასა და ზომაზე, მეტასტაზების არსებობასა თუ არარსებობაზე, ასაკსა და პაციენტის საერთო მდგომარეობაზე. მკურნალობენ უმეტესად ქირურგიულად, ზოგ შემთხვევაში იყენებენ ლაზერს. ხშირად ამ მკურნალობას ავსებს რადიოთერაპია ან ქიმიოთერაპია.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას

გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

თვალის ყველაზე გავრცელებული დაავადებები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები