იოგა-კომპლექსი მხედველობის სიმახვილის შესანარჩუნებლად - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

მაისი 2020

კითხვა-პასუხი

იოგა-კომპლექსი მხედველობის სიმახვილის შესანარჩუნებლად

იოგა-კომპლექსი მხედველობის სიმახვილის შესანარჩუნებლად
იოგების მტკიცებით, თუ ადამიანი ამ ვარჯიშებს ყმაწვილობიდან დილა-საღამოს რეგულარულად შეასრულებს, ღრმა სიბერემდე შეინარჩუნებს კარგ მხედველობას და სათვალე არ დასჭირდება. კომპლექსის შესრულებამდე მოხერხებულ პოზაში დაჯექით სკამზე, შეგიძლიათ ტერფებზე მოკალათდეთ ხალიჩაზე. გამართეთ ხერხემალი, მოადუნეთ სხეულის და სახის კუნთები, იმ ნაწილის გარდა, რომელიც მჯდომარე მდგომარეობას გინარჩუნებთ. მზერა მიაპყარით თქვენს პირდაპირ დაშორებულ უბანს, თუ ფანჯარაა, გაიხედეთ ფანჯარაში, თუ არა და კედელს უმზირეთ. ყურადღება გადაიტანეთ თვალებზე, ზედმეტი დაძაბულობის გარეშე.

ვარჯიში 1. --- ღრმა და ნელი ჩასუნთქვის პარალელურად მზერა წარბებშუა მიმართეთ, ამ მდგომარეობაში რამდენიმე წამით შეაჩერეთ, შემდეგ
კი ნელ ამოსუნთქვასთან ერთად თვალები საწყის მდგომარეობას დაუბრუნეთ და რამდენიმე წამით დახუჭეთ. დროთა განმავლობაში (არა უადრეს 2-3 კვირისა) პირველ მდგომარეობაში თვალების დაყოვნება თანდათანობით გაზარდეთ (ნახევარი წლის შემდეგ რამდენიმე წუთამდე).

ვარჯიში 2. --- ღრმად ჩასუნთქვასთან ერთად ცხვირის წვერს შეხედეთ, მზერა ამ პოზიციაში რამდენიმე წამით შეაყოვნეთ და
ამოსუნთქვისას თვალები საწყის მდგომარეობას დაუბრუნეთ. თვალები რამდენიმე წამით დახუჭეთ.

ვარჯიში 3. --- ჩასუნთქვის პარალელურად თვალები მარჯვნივ მოაბრუნეთ მაქსიმალურად, მაგრამ გადაძაბვის გარეშე. დაყოვნების გარეშე ამოსუნთქვისას თვალები საწყის მდგომარეობას დაუბრუნეთ. იგივე შეასრულეთ მარცხენა მხარეს. შემდეგ თვალები რამდენიმე წამით დახუჭეთ. თავიდან თითო ციკლი შეასრულეთ, 2-3 კვირის შემდეგ კი სამ-სამ ციკლზე გადადით.

ვარჯიში 4. --- ჩასუნთქვაზე შეხედეთ მარჯვენა ზედა კუთხეს (დაახლოებით 45° ვერტიკალიდან) და ყოველგვარი დაყოვნების გარეშე ამოსუნთქვისას თვალებს დაუბრუნეთ საწყისი პოზიცია. მომდევნო ჩასუნთქვაზე ქვედა მარცხენა კუთხეს შეხედეთ და ამოსუნთქვისას თვალები კვლავ დააბრუნეთ საწყის პოზიციაში. ვარჯიში გაიმეორეთ მარცხენა ზედა კუთხიდან იმავე პრინციპით. თვალები რამდენიმე წამით დახუჭეთ. თავიდან თითო ციკლი შეასრულეთ, 2-3 კვირის შემდეგ კი სამ-სამ ციკლზე გადადით.

ვარჯიში 5. --- ჩასუნთქვისას თვალები დაბლა დაუშვით და ნელ-ნელა შემოაბრუნეთ საათის ისრის მიმართულებით, ზედა წერტილზე (12 საათის პროექციაზე) რამდენიმე წამით შეაჩერეთ. დაყოვნების გარეშე დაიწყეთ ამოსუნთქვა და განაგრძეთ თვალების შემობრუნება საათის ისრის მიმართულებით ქვემოთ (6 საათის პროექციაზე). ვარჯიში საათის ისრის საწინააღმდეგო მიმართულებითაც უნდა შესრულდეს. ვარჯიშის შესრულების შემდეგ თვალები რამდენიმე წამით უნდა დახუჭოთ. თავიდან ერთი წრის შესრულებაც კი საკამარისია, 2-3 კვირის შემდეგ შეიძლება კურსის გაზრდა სამ წრემდე. კომპლექსი 3-5 წუთიანი პალმინგით უნდა დაასრულოთ.

თინათინ გოცაძე



გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
დიეტოლოგია
თაფლი სრულფასოვანი სუპერპროდუქტია. ის გულის დაავადებებისა და კიბოს საპროფილაქტიკო საშუალებაა.
დიეტებზე საუბრისას მნიშვნელოვანია ოქროს შუალედის დაცვა. ყველა უკიდურეს ზომას - ცილოვან, ცხიმოვან ან რთულ ნახშირწყლოვან (ფაფები, მაკარონი) დიეტებს
იოდის დეფიციტი ადამიანის ჯანმრთელობისთვის ძალიან სახიფათოა. იოდის დონის დაქვეითების აღმოსაფხვრელად ექსპერტები
კატეგორიის სხვა სტატიები
"ნიუ ჰოსპიტალსის" ოფთალმოლოგიის ეროვნულ ცენტრში, რომელიც მომხმარებლებს მომსახურებების
რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის ბიოქიმიური ფიზიკის ინსტიტუტის თანამშრომლებმა 14-წლიანი კვლევს შედეგები გამოაქვეყნეს.
როგორ ვითარდება მხედველობა მხედველობა ინფორმაციის ძირითადი წყაროა, გარდა ამისა, ის მნიშვნელოვან როლს ასრულებს კომუნიკაციაში.
მხედველობის სისტემის ჩამოყალიბება ხდება 1-5 წლის ასაკში, როდესაც ფორმირდება ძირითადი ფუნქციები: მხედველობის
თამბაქოს მავნე გავლენებს შორის ერთ-ერთი მხედველობის პრობლემათა გაღრმავება და დაბრმავების პროცესის დაჩქარებაა.
მნიშვნელოვანია საკვებ რაციონში იყოს ომეგა-3 უჯერი ცხიმოვანი მჟავებით (თევზი), ვიტამინებით მდიდარი (ხილი და ბოსტნეული) პროდუქტები.
თუ თქვენ დღის მანძილზე არ გაქვთ დრო ვარჯიშისთვის, მაშინ ძილის წინ ვარჯიშები დაგეხმარებათ
ექიმები დიდი ხანია ელიან იმ დროს, როდესაც ცხოვრების ჯანსაღი წესი უბრალო მოდად კი არ ჩაითვლება,
სიმსუქნე თითქმის ორჯერ ზრდის მძიმე ფორმის კარიესის განვითარების ალბათობას. ტკბილი და მაღალი მჟავიანობის სასმელები კი ჭარბწონიანი
ზაფხულის უხერხულ პრობლემათაგან ერთ-ერთი უმთავრესი ჭარბი ოფლიანობაა.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად