რა იწვევს და როგორ ვუმკურნალოთ ჯიბლიბოს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რა იწვევს და როგორ ვუმკურნალოთ ჯიბლიბოს

აღინიშნება ქუთუთის კიდის ქავილი, შემდეგ კი მცირე ზომის შესიება, 2-4 დღის შემდეგ მის მწვერვალზე ჩნდება მოყვითალო თავი, შიგთავსი ჩირქოვანი მასით არის სავსე. იგი ვითარდება ბაქტერიული ფლორით (როგორც წესი, ეს არის სტაფილოკოკები – ჩირქის გამომწვევი მავნე ბაქტერიები. ) ინფიცირების შედეგად. ჯიბლიბოს განვითარებაში დამნაშავეა ინფექციები, ჭუჭყიანი ხელებით თვალების ქავილი, ჭუჭყიანი პირსახოცით სარგებლობა, ჯიბლიბოს გამოწვევა შეუძლია წამწამის პარაზიტს - დემოდექსს, სხვადასხვა ქრონიკულ დაავადებას (კუჭ-ნაწლავის), შაქრიან დიაბეტს. დაავადების განვითარებას ხელს უწყობს ორგანიზმის იმუნური სტატუსის დაქვეითება.

როგორ ვიმკურნალოთ

დასაწყისში, სანამ ჯიბლიბო დამწიფდება, შესაძლებელია ფრთხილად სპირტით ან ბრილიანტის მწვანით დამუშავება; სამკურნალოდ გამოიყენება მშრალი სითბო, ფიზიოთერაპია. ქუთუთოებზე - მალამოები, რომლებიც შეიცავს სულფანილამიდებსა და ანტიბიოტიკებს. ხალხური მედიცინიდან გირჩევთ ასეთ საშუალებას: კვერცხი მოხარშეთ და ცხელივე, ნაჭუჭიანად დაიდეთ მტკივან ადგილზე (მოხარშული კვერცხი დიდხანს ინარჩუნებს სითბოს და ასეთი ე.წ. მშრალი სითბო ანთებითი პროცესის მომწიფებას უწყობს ხელს). რამდენჯერმე გაიმეორეთ ეს პროცედურა და ჯიბლიბო მალე გაიხსნება. მორეციდივე ჯიბლიბოს დროს მიაკითხეთ ექიმს, რათა სხვა დაავადება არ გამოგეპაროთ.

იხილეთ აგრეთვე სტატია "ბლეფარიტი"