როდის და რატომ არის საჭირო თვალის პროთეზი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როდის და რატომ არის საჭირო თვალის პროთეზი

- თვალის პროთეზირება არის უთვალობის კოსმეტიკური კომპენსაცია, რასაც უცხო პირი ხშირად ვერც კი ამჩნევს. ზოგიერთი დაავადების დროს ექიმი იძულებულია, პაციენტს ამოჰკვეთოს უფუნქციო და საღი თვალისთვის საშიში თვალის კაკალი. ამ დაავადებებს მიეკუთვნება:

  • თვალის სიმსივნეები;
  • გლაუკომის მწვავე შეტევა, რომლის წამლებით მოხსნა ვერ ხერხდება;
  • თვალის ზოგიერთი თანდაყოლილი პათოლოგია;
  • სიმპათიკური ოფთალმია, როცა დაზიანებული თვალი საფრთხეს უქმნის ჯანმრთელს.

- პროთეზირების რა მეთოდები არსებობს?

- არსებობს პროთეზირების ორი მეთოდი: შერჩევითი და ინდივიდუალური. პირველ შემთხვევაში პაციენტს ურჩევენ მზა პროთეზს, მაგრამ ამას თან ახლავს მრავალი სირთულე. კერძოდ, საჭიროა პროთეზის ფორმის, ზომის, ფერადი გარსის ფერისა და ზომის, სკლერის ფერისა და სისხლძარღვების რაოდენობის დამთხვევა ჯანსაღი თვალის კაკალთან. ასეთი პროთეზის პოვნა ყოველთვის ვერ ხერხდება და ვერ მიიღწევა სასურველი კოსმეტიკური ეფექტი. ინდივიდუალური პროთეზირება კოსმეტიკურად გაცილებით ეფექტურია.

- რა სახის პროთეზები არსებობს?

- არსებობს მინისა და პლასტმასის პროთეზები. მინის პროთეზი, მართალია, მსუბუქია, მაგრამ დავარდნისას ადვილად ტყდება, ვერ იღებს ორგანიზმის ტემპერატურას, რაც განსაკუთრებით შემაწუხებელია ზამთარში, დაახლოებით 1-2 წლის შემდეგ ხაოიანი ხდება და აუცილებლად უნდა შეიცვალოს. პლასტმასის პროთეზი დავარდნისას არ ტყდება, ადვილად იღებს ორგანიზმის ტემპერატურას, შესაძლებელია მისთვის ინდივიდუალური ფორმის მიცემა, რომელიც ექვემდებარება კორექციას. დროთა განმავლობაში პლასტმასის პროთეზის ზედაპირიც ზიანდება, შესაძლოა, შეიცვალოს ფერადი გარსის ფერიც, მაგრამ ეს მხოლოდ 4-5 წლის შემდეგ ხდება.

- როგორი რეჟიმით უნდა ატაროს პაციენტმა თვალის პროთეზი და როგორ მოუაროს?

- ფიზიოლოგიურად მიზანშეწონილია პროთეზის ტარება მთელი დღე-ღამის განმავლობაში, ამოღება კი საჭიროა თვალბუდისა და პროთეზის ჰიგიენისთვის. ორ-სამ დღეში ერთხელ პაციენტმა თვალის პროთეზი უნდა ამოიღოს, გარეცხოს გამდინარე წყალში და გაწმინდოს რბილი ნაჭრით ნადების მოსაცილებლად. დროდადრო საჭიროა მისი გაპრიალებაც, რათა მოსცილდეს მარილები, რომლებიც ცრემლიდან ილექება პროთეზზე.

- რა არის საჭირო მაქსიმალური ეფექტის მისაღებად?

- პროთეზირების კოსმეტიკური ეფექტი მნიშვნელოვანწილად არის დამოკიდებული თვალბუდის ფორმაზე. სასურველია, ქირურგიული ოპერაციისთანავე თვალბუდეში მოთავსდეს სამკურნალო პროთეზი. ეს პროცესი სათანადო მკურნალობასთან ერთად ერთი-ორი თვე გრძელდება და ხელს უწყობს კარგი თვალბუდის ჩამოყალიბებას, მერე კი კოსმეტიკური პროთეზირება ხდება. პერიოდულად საჭიროა ოფთალმოლოგის კონსულტაცია. თვალბუდე შესაძლოა დაინფიცირდეს, ლორწოვანი შეშუპდეს და გაჩნდეს გამონადენი. ამ შემთხვევაში უნდა ჩატარდეს სათანადო მედიკამენტური მკურნალობა. გარდა ამისა, მოსალოდნელია თვალბუდის ფორმის შეცვლა, ქვედა ქუთუთოს გარეთ გადმობრუნება, თვალბუდეში ჩანერგილი იმპლანტანტის ცდომა, რამაც შესაძლოა ხელახალი ქირურგიული ჩარევა მოითხოვოს. არ არის გამორიცხული, ამ შემთხვევაში პაციენტს პროთეზის შეცვლა დასჭირდეს. ბავშვებს თავის ქალა და თვალბუდე ეზრდებათ, ამიტომ აუცილებელია პროთეზის პერიოდული შეცვლა ზრდის დასრულებამდე, რათა დაზიანებული მხარე ზომით არ ჩამორჩეს ჯანმრთელს. ამრიგად, თვალის ხარისხიან პროთეზირებას კოსმეტიკურთან ერთად ფსიქოლოგიური და ფიზიოლოგიური დანიშნულებაც აქვს.