გაუფრთხილდით თვალებს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

გაუფრთხილდით თვალებს

ვარჯიშის დაწყებამდე მიიღეთ მოხერხებული პოზა: დაჯექით სკამზე და მიეყრდენით საზურგეს. ტანსაცმელი არ უნდა გიჭერდეთ ყელსა და გულმკერდზე. სახის კრემის წასმა არ არის საჭირო, მაგრამ თუ მშრალი კანი გაქვთ, შეგიძლიათ, ცოტაოდენი არაჟანი შეიზილოთ, ხოლო თუ ცხიმიანი - გაიწმინდოთ მჟავე ხილის წვენით. ვარჯიში აძლიერებს თვალების კუნთებს, ამცირებს კანის შეშუპებას თვალების ქვეშ და ხელს უშლის თვალების გარშემო ნაოჭების გაჩენას. გარდა ამისა, მნიშვნელოვნად აუმჯობესებს მხედველობას.

  • მაგრად დახუჭეთ თვალები და დაითვალეთ 5-მდე, შემდეგ ფართოდ გაახილეთ და ისევ 5-მდე დაითვალეთ. ბოლოს მოადუნეთ კუნთები. ვარჯიშის შესრულების დროს შუბლზე ნაოჭები რომ არ გაგიჩნდეთ, წარბების რკალზე მიიდეთ საჩვენებელი თითები. ვარჯიში თავდაპირველად გაიმეორეთ 3-5-ჯერ და თანდათანობით 10-მდე ადით.
  • ნელა, თავის გაუნძრევლად, მაქსიმალურად გაიხედეთ მარცხნივ და დაითვალეთ 3-5-მდე, მერე გაიხედეთ მარჯვნივ და ამდენივე ხანს შეყოვნდით. ბოლოს თვალები საწყის მდგომარეობაში დააბრუნეთ და 1-2 წამით დახუჭეთ. ეს ვარჯიში გაიმეორეთ 3-4-ჯერ.
  • რაც შეიძლება სწრაფად ახამხამეთ ორივე თვალი და გულში დაითვალეთ 10-მდე. ბოლოს თვალები დახუჭეთ, გააკეთეთ 2-3-წამიანი პაუზა და გაახილეთ. ეს ვარჯიში გაიმეორეთ 4-5-ჯერ.
  • მიიდეთ საჩვენებელი თითები წარბების რკალზე, აიხედეთ მაქსიმალურად ზევით და გულში დაითვალეთ 3-მდე. მერე დაიხედეთ მაქსიმალურდ ქვევით და გულში დაითვალეთ 3-მდე. ბოლოს თვალები დახუჭეთ და გააკეთეთ 1-2-წამიანი პაუზა. ეს ვარჯიში გაიმეორეთ 3-4-ჯერ.
  • თვალები ნელა დაატრიალეთ წრიულად, 2-ჯერ - მარცხნიდან მარჯვნივ და 2-ჯერ - მარჯვნიდან მარცხნივ. შემდეგ დახუჭეთ თვალები და 1-2-წამიანი პაუზა გააკეთეთ. ეს ვარჯიში გაიმეორეთ 2-3-ჯერ.

მიაქციეთ ყურადღება - ვარჯიშის შესრულება ყოველ ჯერზე უფრო და უფრო გაგიადვილდებათ, რადგან თანდათანობით გაგიძლიერდებათ თვალის კუნთები.