/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
Online Mkurnali
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
კატეგორია : ბავშვის აღზრდა
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

თვალი

კერატოკონუსი

კერატოკონუსი
კერატოკონუსი თვალის ერთ-ერთი გავრცელებული დაავადებაა, რომელიც მხედველობის ძლიერ დაქვეითებას იწვევს და საგრძნობლად აუარესებს ადამიანის ცხოვრების ხარისხს.

ის უმთავრესად ახალგაზრდების პრობლემაა. ექიმი გია მარსაგიშვილი კერატოკონუსის მიმდინარეობასა და იმ სამკურნალო მეთოდებზე გვესაუბრება, რომლებსაც დღეს ამ დაავადების საწინააღმდეგოდ იყენებენ.

- კერატოკონუსის დროს ირღვევა რქოვანას ნორმალური, მრგვალი ფორმა, რის გამოც იგი წინ გამოიბურცება და კონუსს ემსგავსება. აქედან მომდინარეობს დაავადების სახელწოდებაც. რქოვანას ფორმისა და სისქის ცვლილება მის ოპტიკურ, გარდამტეხ თვისებებსაც ცვლის, რაც საბოლოოდ მხედველობის გაუარესების მიზეზად იქცევა.

დაავადება შესაძლოა განვითარდეს როგორც ერთ, ისე ორივე თვალზე. უპირატესად იგი ორმხრივი პათოლოგიაა, მაგრამ ჯერ ცალ თვალზე იჩენს თავს, ხოლო შემდგომ მეორე თვალზეც გადადის. რქოვანას დეფორმაცია იწვევს ახლომხედველობას და საკმაოდ მაღალი ხარისხის ასტიგმატიზმს, რომლის სრული გამოსწორებაც ზოგჯერ სათვალის დახმარებითაც კი შეუძლებელია.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

პათოლოგიას ახასიათებს გენეტიკური განწყობა. გადაეცემა მემკვიდრეობით, ხშირია ოჯახის წევრთა ავადობის შემთხვევებიც. დაავადება ათასიდან დაახლოებით ერთ ადამიანს ემართება. იგი ბოლომდე დღემდე არ არის შესწავლილი.

- რა უცვლის რქოვანას ფორმას?

- კერატოკონუსის მიზეზია რქოვანას ძირითადი ნივთიერების ოპტიკურ-მექანიკური თვისებების შეცვლა. ფერმენტული დისბალანსის გამო კოლაგენური ბოჭკოები, რომლებიც მის ძირითად საფუძველს ქმნიან, კარგავენ სიმკვრივესა და მედეგობას და თვალის ეს ნაწილი გაცილებით მგრძნობიარე ხდება თავისუფალ რადიკალთა მოქმედების მიმართ, რის გამოც თვალშიგა წნევის შედეგად რქოვანა გამობურცვას იწყებს და ნაწიბურები უჩნდება. იგი იბურცება ცენტრალურ ან პარაცენტრალურ არეებში. ამობურცვის ადგილას ფორმირდება 500 მკმ-ზე ნაკლები გათხელებული არე.

შეკითხვა ექიმს
<p>-გამარჯობა, მყავს 4 წლის გოგო, რომელიც ხშირ დროს ატარებდა ტელეფონთან, დაუდგინდა მიოპია -2 და მეორე თვალზე -2.75. მეც ახლომხედველი ვიყავი, ლაზერული ოპერაციის გაკეთებამდე. რადგან ჯერ არავინ მინახავს სათვალის ტარებით განკურნებული ოფთალმოლოგს ვკითხე თუ შეიძლება თანდათან გაუმჯობესდეს ჩემი შვილის მდგომარეობათქო და არაო მითხრა, პირიქით შეიძლება გაიზარდოს მინუსიო. არაფერი ეშველებაო ოპერაციის გარდა. მაინტერესებს მართლა ასეა? გასაგებად რომ დამიწეროთ რა.. რამე ვარჯიში ან წვეთები არაფერი გამიგონია ჯერ კიდევ? პ.ს. ახლობელს დაყავს ბავშვი 3 წლიდან უკეთია სათვალე და ყოველ ნახევარ წელიწადში ექიმი უფრო დაბალი ნომრის სათვალეს უნიშნავს რადგან უკეთესობა აქვსო და დავიბენი</p>

შესაძლო რისკ-ფაქტორად მიიჩნევა გენეტიკური განწყობა, რადგან დაავადება ერთი ოჯახის წევრებს შორის გვხვდება. ხშირად კერატოკონუსი რქოვანაზე ულტრაიისფერი გამოსხივების ხანგრძლივი ზემოქმედების შედეგია. ამ მხრივ საგულისხმო ფაქტორებია თვალის ხშირი სრესა, არასწორად შერჩეული კონტაქტური ლინზები და რქოვანას ქრონიკულად მიმდინარე ანთებითი დაავადებები.

- რა ნიშნებით ვლინდება კერატოკონუსი?

- დაავადება საკმაოდ ნელა ვითარდება და ასევე თანდათანობით, შეუმჩნევლად ვლინდება, თუმცა არის შემთხვევები, როცა იგი საკმაოდ სწრაფად ყალიბდება. თავდაპირველად პაციენტი უჩივის სინათლისადმი თვალის მგრძნობელობის მომატებას, თვალის წინ ბზინვარე არეების გაჩენას, მხედველობის გაუარესებას და დაბინდვას, რის გამოც იძულებული ხდება, ხშირად იცვალოს სათვალე და ლინზები, მოგვიანებით კი, განურჩევლად განათებისა და მანძილისა, მხედველობა უუარესდება.

საზოგადოდ, კერატოკონუსის ყველაზე დამახასიათებელი ნიშნებია ახლომხედველობა, ასტიგმატიზმი, რომლის კორეგირებაც სათვალითა და ლინზებით ვერ ხერხდება, თვალების ხშირი სრესა. დაავადებას ტკივილი არ ახასიათებს. კერატოკონუსის კლასიკური სიმპტომი მხედველობის არეში ყალბ გამოსახულებათა გაჩენაა. თავდაპირველად ხდება მხედველობის გაორება, მერე მხედველობის არეში ყალბი გამოსახულებები ჩნდება, ამასთან, დროთა განმავლობაში მათი რაოდენობა იზრდება. ეს მონოკულარული პოლიოპიაა, რომელიც განსაკუთრებით თვალში საცემია შავ ფონზე ბაცი ფერის ობიექტების ყურებისას. მაგალითად, შავ ფურცელზე ერთი თეთრი წერტილის ნაცვლად პაციენტი ხედავს რამდენიმე ქაოსურად გაბნეულ წერტილს.

იმ შემთხვევაში, როცა დაავადება აზიანებს ორივე თვალს, ადამიანი კარგავს ავტომობილის მართვის უნარს, ტრადიციული ზომის შრიფტით ტექსტების კითხვა მისთვის შეუძლებელი ხდება. საბედნიეროდ, კერატოკონუსი არ იწვევს სრულ სიბრმავეს, მხედველობის გაუმჯობესება თითქმის ყოველთვის ხერხდება კონტაქტური ლინზების საშუალებით და მკურნალობის ოპერაციული მეთოდებით.

- რით შეიძლება გართულდეს კერატოკონუსი?

- მძიმე შემთხვევაში რქოვანას გათხელებამ შესაძლოა გამოიწვიოს მისი შიგნითა შრის ლოკალური გახეთქვა, რომელიც რქოვანაზე თეთრი რძისფერი ლაქის სახით ჩნდება. ამ მოვლენას თან სდევს ტკივილი, დისკომფორტი და მხედველობის ველის უეცარი დაბინდვა. 6-8 კვირის შემდგომ რქოვანა იბრუნებს გამჭვირვალობას. კიდევ უფრო მძიმე შემთხვევაში შესაძლოა თავად რქოვანა ნაწილობრივ გასკდეს და მის ზედაპირზე სითხით სავსე მცირე ზომის ბუშტუკი გაჩნდეს. ამ დროს საკმაოდ იზრდება თვალის დაკარგვის საშიშროება და ტარდება დონორის რქოვანას გადანერგვა.

- როგორ სვამენ დაავადების დიაგნოზს?

- კერატოკონუსი, ჩვეულებრივ, ცხოვრების მესამე ათწლეულის შემდგომ იწყება. შეუიარაღებელი თვალისთვის დაავადება თავდაპირველად შეუმჩნეველია. მისი შემჩნევა შესაძლებელი ხდება მხოლოდ უკვე საკმაოდ შორს წასული ფორმის დროს. რქოვანას გამობურცვას შეამჩნევთ, თუ პაციენტი დახუჭული თვალებით დაბლა "დაიხედება".

დაავადების ადრეულ სტადიაში აღმოჩენა შესაძლებელია რქოვანას კვლევის სპეციალური მეთოდით - კერატოტოპოგრაფიით. მისი დადგენა შესაძლებელია რქოვანას სისქის ულტრაბგერითი გაზომვითაც, რომელსაც პაქიმეტრია ეწოდება. დაავადების დიაგნოზის დაზუსტების შემდგომ ადგენენ მისი სიმძიმის ხარისხს, რომელიც შემდეგი კრიტერიუმების გათვალისწინებით განისაზღვრება:

1. რქოვანას გამობურცვის ხარისხი. სუსტი - 45 დიოპტრიაზე ნაკლები, საშუალო - 52 დიოპტრიამდე, მძიმე - 52 დიოპტრიაზე მეტი.

2. კონუსის მორფოლოგია: წერტილოვანი კონუსი, მცირე ზომის - დაახლოებით 5 მმ დიამეტრის, რომელიც განლაგებულია ცენტრთან ახლოს, ოვალური კონუსი - დიდი ზომის, განლაგებული ცენტრის ქვევით და გლობუსი - ჩათრეულია რქოვანას 75%.

3. რქოვანას გათხელება - სუსტი, როცა იგი 506 ნმ-ზე სქელია, გამობურცული, როცა 446 ნმ-ზე თხელია.

კომენტარები (1)
ირმაეხლა აღმოაჩნდა
საერთოდ ეს დაავადება მკურნალობადი თუა.ოპერაციის გარეშე.ეხლა აღმოაჩნდს 25 წლის მამაკაც ამ დრომდე სათვსლეს ატარებდა.არის ძაან ახლო მხედველი.ერთ თვალში აქვს.მეორე საწყის ფორმაშია.რამდენად საშიშია..
თარიღი : 08-02-2023
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
სრულად

სამკურნალო წერილები

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

კერატოკონუსი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

კერატოკონუსი

ის უმთავრესად ახალგაზრდების პრობლემაა. ექიმი გია მარსაგიშვილი კერატოკონუსის მიმდინარეობასა და იმ სამკურნალო მეთოდებზე გვესაუბრება, რომლებსაც დღეს ამ დაავადების საწინააღმდეგოდ იყენებენ.

- კერატოკონუსის დროს ირღვევა რქოვანას ნორმალური, მრგვალი ფორმა, რის გამოც იგი წინ გამოიბურცება და კონუსს ემსგავსება. აქედან მომდინარეობს დაავადების სახელწოდებაც. რქოვანას ფორმისა და სისქის ცვლილება მის ოპტიკურ, გარდამტეხ თვისებებსაც ცვლის, რაც საბოლოოდ მხედველობის გაუარესების მიზეზად იქცევა.

დაავადება შესაძლოა განვითარდეს როგორც ერთ, ისე ორივე თვალზე. უპირატესად იგი ორმხრივი პათოლოგიაა, მაგრამ ჯერ ცალ თვალზე იჩენს თავს, ხოლო შემდგომ მეორე თვალზეც გადადის. რქოვანას დეფორმაცია იწვევს ახლომხედველობას და საკმაოდ მაღალი ხარისხის ასტიგმატიზმს, რომლის სრული გამოსწორებაც ზოგჯერ სათვალის დახმარებითაც კი შეუძლებელია.

პათოლოგიას ახასიათებს გენეტიკური განწყობა. გადაეცემა მემკვიდრეობით, ხშირია ოჯახის წევრთა ავადობის შემთხვევებიც. დაავადება ათასიდან დაახლოებით ერთ ადამიანს ემართება. იგი ბოლომდე დღემდე არ არის შესწავლილი.

- რა უცვლის რქოვანას ფორმას?

- კერატოკონუსის მიზეზია რქოვანას ძირითადი ნივთიერების ოპტიკურ-მექანიკური თვისებების შეცვლა. ფერმენტული დისბალანსის გამო კოლაგენური ბოჭკოები, რომლებიც მის ძირითად საფუძველს ქმნიან, კარგავენ სიმკვრივესა და მედეგობას და თვალის ეს ნაწილი გაცილებით მგრძნობიარე ხდება თავისუფალ რადიკალთა მოქმედების მიმართ, რის გამოც თვალშიგა წნევის შედეგად რქოვანა გამობურცვას იწყებს და ნაწიბურები უჩნდება. იგი იბურცება ცენტრალურ ან პარაცენტრალურ არეებში. ამობურცვის ადგილას ფორმირდება 500 მკმ-ზე ნაკლები გათხელებული არე.

შესაძლო რისკ-ფაქტორად მიიჩნევა გენეტიკური განწყობა, რადგან დაავადება ერთი ოჯახის წევრებს შორის გვხვდება. ხშირად კერატოკონუსი რქოვანაზე ულტრაიისფერი გამოსხივების ხანგრძლივი ზემოქმედების შედეგია. ამ მხრივ საგულისხმო ფაქტორებია თვალის ხშირი სრესა, არასწორად შერჩეული კონტაქტური ლინზები და რქოვანას ქრონიკულად მიმდინარე ანთებითი დაავადებები.

- რა ნიშნებით ვლინდება კერატოკონუსი?

- დაავადება საკმაოდ ნელა ვითარდება და ასევე თანდათანობით, შეუმჩნევლად ვლინდება, თუმცა არის შემთხვევები, როცა იგი საკმაოდ სწრაფად ყალიბდება. თავდაპირველად პაციენტი უჩივის სინათლისადმი თვალის მგრძნობელობის მომატებას, თვალის წინ ბზინვარე არეების გაჩენას, მხედველობის გაუარესებას და დაბინდვას, რის გამოც იძულებული ხდება, ხშირად იცვალოს სათვალე და ლინზები, მოგვიანებით კი, განურჩევლად განათებისა და მანძილისა, მხედველობა უუარესდება.

საზოგადოდ, კერატოკონუსის ყველაზე დამახასიათებელი ნიშნებია ახლომხედველობა, ასტიგმატიზმი, რომლის კორეგირებაც სათვალითა და ლინზებით ვერ ხერხდება, თვალების ხშირი სრესა. დაავადებას ტკივილი არ ახასიათებს. კერატოკონუსის კლასიკური სიმპტომი მხედველობის არეში ყალბ გამოსახულებათა გაჩენაა. თავდაპირველად ხდება მხედველობის გაორება, მერე მხედველობის არეში ყალბი გამოსახულებები ჩნდება, ამასთან, დროთა განმავლობაში მათი რაოდენობა იზრდება. ეს მონოკულარული პოლიოპიაა, რომელიც განსაკუთრებით თვალში საცემია შავ ფონზე ბაცი ფერის ობიექტების ყურებისას. მაგალითად, შავ ფურცელზე ერთი თეთრი წერტილის ნაცვლად პაციენტი ხედავს რამდენიმე ქაოსურად გაბნეულ წერტილს.

იმ შემთხვევაში, როცა დაავადება აზიანებს ორივე თვალს, ადამიანი კარგავს ავტომობილის მართვის უნარს, ტრადიციული ზომის შრიფტით ტექსტების კითხვა მისთვის შეუძლებელი ხდება. საბედნიეროდ, კერატოკონუსი არ იწვევს სრულ სიბრმავეს, მხედველობის გაუმჯობესება თითქმის ყოველთვის ხერხდება კონტაქტური ლინზების საშუალებით და მკურნალობის ოპერაციული მეთოდებით.

- რით შეიძლება გართულდეს კერატოკონუსი?

- მძიმე შემთხვევაში რქოვანას გათხელებამ შესაძლოა გამოიწვიოს მისი შიგნითა შრის ლოკალური გახეთქვა, რომელიც რქოვანაზე თეთრი რძისფერი ლაქის სახით ჩნდება. ამ მოვლენას თან სდევს ტკივილი, დისკომფორტი და მხედველობის ველის უეცარი დაბინდვა. 6-8 კვირის შემდგომ რქოვანა იბრუნებს გამჭვირვალობას. კიდევ უფრო მძიმე შემთხვევაში შესაძლოა თავად რქოვანა ნაწილობრივ გასკდეს და მის ზედაპირზე სითხით სავსე მცირე ზომის ბუშტუკი გაჩნდეს. ამ დროს საკმაოდ იზრდება თვალის დაკარგვის საშიშროება და ტარდება დონორის რქოვანას გადანერგვა.

- როგორ სვამენ დაავადების დიაგნოზს?

- კერატოკონუსი, ჩვეულებრივ, ცხოვრების მესამე ათწლეულის შემდგომ იწყება. შეუიარაღებელი თვალისთვის დაავადება თავდაპირველად შეუმჩნეველია. მისი შემჩნევა შესაძლებელი ხდება მხოლოდ უკვე საკმაოდ შორს წასული ფორმის დროს. რქოვანას გამობურცვას შეამჩნევთ, თუ პაციენტი დახუჭული თვალებით დაბლა "დაიხედება".

დაავადების ადრეულ სტადიაში აღმოჩენა შესაძლებელია რქოვანას კვლევის სპეციალური მეთოდით - კერატოტოპოგრაფიით. მისი დადგენა შესაძლებელია რქოვანას სისქის ულტრაბგერითი გაზომვითაც, რომელსაც პაქიმეტრია ეწოდება. დაავადების დიაგნოზის დაზუსტების შემდგომ ადგენენ მისი სიმძიმის ხარისხს, რომელიც შემდეგი კრიტერიუმების გათვალისწინებით განისაზღვრება:

1. რქოვანას გამობურცვის ხარისხი. სუსტი - 45 დიოპტრიაზე ნაკლები, საშუალო - 52 დიოპტრიამდე, მძიმე - 52 დიოპტრიაზე მეტი.

2. კონუსის მორფოლოგია: წერტილოვანი კონუსი, მცირე ზომის - დაახლოებით 5 მმ დიამეტრის, რომელიც განლაგებულია ცენტრთან ახლოს, ოვალური კონუსი - დიდი ზომის, განლაგებული ცენტრის ქვევით და გლობუსი - ჩათრეულია რქოვანას 75%.

3. რქოვანას გათხელება - სუსტი, როცა იგი 506 ნმ-ზე სქელია, გამობურცული, როცა 446 ნმ-ზე თხელია.


- განსაკუთრებით ეფექტიანია დაავადების საწყის სტადიაში სხვადასხვა ტიპის სპეციალური კონტაქტური ლინზებით მკურნალობა. როგორ ხდება ეს?

- როდესაც ჩვეულებრივი სათვალე და კონტაქტური ლინზები უეფექტოა, კერატოკონუსით დაავადებულის მხედველობის საკორექციოდ ვიყენებთ აირგამტარ კონტაქტურ, ე.წ. მყარ ლინზებს. ისინი ჩვეულებრივისგან იმით განსხვავდება, რომ გაცილებით სწრაფად ახდენს რქოვანას ფორმის კორექციას. მათი ზემოქმედებით იგი გლუვი და თანაბარი ხდება.

რქოვანას ყოველთვის აქვს ბუნებრივი მცირე ზომის უსწორმასწორობანი; რბილი ლინზები იმეორებენ რქოვანას ფორმას, მყარი კი იდეალურ ოპტიკურ ზედაპირს ქმნის, რომელიც ერთგვარი კარკასის როლსაც კი ასრულებს, რათა დაავადებამ პროგრესირება არ განიცადოს.

ხდება ისეც, რომ მყარი აირგამტარი ლინზები პაციენტს დისკომფორტს უქმნის, ამ შემთხვევაში ოფთალმოლოგთა ერთი ნაწილი რეკომენდაციას უწევს ორმაგ ლინზებს. ორმაგი ლინზების ქვედა შრე რბილი სილიკონისაა, რომლის ზემოდანაც მყარი აირგამტარი ლინზა იდგმება. რბილი ლინზა ამ შემთხვევაში ერთგვარი დამცავი ბალიშის როლში გამოდის.

ორი ლინზის ერთდროული გამოყენება აუცილებელია იმის მუდმივი კონტროლით, უშვებენ თუ არა ისინი რქოვანამდე ჰაერს. თუმცა დღეს ეს სერიოზულ პრობლემად თითქმის აღარ მიიჩნევა, რამდენადაც ორივე ტიპის ლინზას საკმარისი რაოდენობის ჰაერის გატარების უნარი შესწევს.

შესაძლებელია ჰიბრიდული კონტაქტური ლინზის გამოყენებაც. ეს გახლავთ ორი სახის ლინზის ერთობლიობა, რომლის ცენტრშიც არის აირგამტარი, მყარი ლინზების მასალა, პერიფერიაზე კი რბილი კონტაქტური ლინზაა, ანუ მას ერთდროულად აქვს როგორც მყარი, ისე რბილი ლინზის თვისებები. უკანასკნელ ხანს სულ უფრო ხშირად დგამენ რქოვანაში ერთგვარ პლასტიკურ ჩანართებს, სეგმენტებს, რომლებიც რქოვანას სწორი ფორმის აღდგენაში ეხმარება და, ამასთანავე, მხედველობასაც აუმჯობესებს. ოპერაცია დაახლოებით 10 წუთი გრძელდება, ლაზერული მანიპულაციის დროს რქოვანაში იდგმება სპეციალური რკალები, რომლებიც ამოზნექილ რქოვანას დოლის პირივით ჭიმავს.

კერატოკონუსის თანამედროვე მკურნალობის კომპლექსური მეთოდი 3 ბაზისურ კონცეფციას ითვალისწინებს:

1. აუცილებელია დაავადების პროგრესირების შეჩერება;

2 რქოვანას ანატომიური სტაბილიზება;

3. მხედველობის სიმახვილის მაქსიმალური აღდგენა.

ყოველივე ეს მიიღწევა ისეთი მეთოდებით, როგორებიც არის კროსსლინკინგი, რკალების იმპლანტაცია ლაზერის გამოყენებით და სხვა.

კერატოკონუსის მკურნალობის შედარებით ახალი მეთოდია რქოვანას კოლაგენისა და რიბოფლავინის კომპლექსური გამოყენება. ეს მკურნალობის არაინვაზიური მეთოდია, რომელიც მიზნად ისახავს რქოვნას ქსოვილის გამაგრებას, რათა მისი გამობურცვა შეწყდეს. მეთოდის არსი ასეთია: თვალის ზედაპირზე ასხამენ რიბოფლავინის შემცველ წვეთებს, რის შემდეგაც ულტრაიისფერი გამოსხივებით ხდება ამ ნივთიერებების გააქტიურება, რათა გაძლიერდეს კავშირი რქოვანას კოლაგენურ ბოჭკოებს შორის.

თუ პლასტიკური ჩანართების ჩადგმის შემდგომ მხედველობა კვლავ გაუარესდა, სპეციალისტებს ერთადერთი გზა - რქოვანას გადანერგვაღა რჩებათ. რქოვანას გადანერგვის ოპერაციათა საერთო რაოდენობის 25% სწორედ კერატოკონუსის სამკურნალოდ ხორციელდება. იგი სჭირდება პაციენტთა დაახლოებით 10-25%-ს, მაშინ როდესაც მხედველობის კორექცია შეუძლებელია ძლიერ გათხელებული ან ნაწიბურებით დეფორმირებული რქოვანას არსებობის გამო.

რქოვანაში არ არის სისხლძარღვები, ამიტომ არ არის საჭირო დონორის შერჩევა სისხლის ჯგუფის მიხედვით. არსებობს ე.წ. "თვალის ბანკი", სადაც სხვადასხვა დაავადებასა და უჯრედოვან დაზიანებებზე შემოწმებული დონორის რქოვანები ინახება.

ოპერაცია ტარდება ზოგადი ანესთეზიით და შემდგომ სათვალისა და ლინზების ტარებას მოითხოვს. იშვიათად, მაგრამ მაინც მოსალოდნელია დონორის რქოვანას მოცილება. ამ შემთხვევაში ტარდება განმეორებითი ოპერაცია, რომელიც, წესისამებრ, პირველზე გაცილებით წარმატებულია. გადანერგილ რქოვანაზე კერატოკონუსი ჩვეულებრივ აღარ ვითარდება, მაგრამ თუ ასეთი რამ მაინც მოხდა, ეს ოპერაციის დროს დაშვებული შეცდომების ან არასწორად შერჩეული რქოვანას ბრალია. ახლგადანერგილი რქოვანას მიხორცებას დაახლოებით 4-6 კვირა სჭირდება, მხედველობის სრულ სტაბილიზაციას კი - წელიწადი.

რქოვანას გადანერგვის წარმატების პროცენტული მაჩვენებელი ტრანსპლანტაციის პროცედურებს შორის ყველაზე მაღალია - 95%, ასე რომ, დღეს მისი განხორციელება სირთულეს არ წარმოადგენს.