რამდენად ხშირად გვხვდება ადენოვირუსული კონიუნქტივიტი ოფთალმოლოგიურ პრაქტიკაში - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ადენოვირუსული კონიუნქტივიტი - ინტერვიუ ოფთალმოლოგთან

- რამდენად ხშირად გვხვდება ადენოვირუსული კონიუნქტივიტი ოფთალმოლოგიურ პრაქტიკაში?

ადენოვირუსული კონიუნქტივიტი წარმოადგენს თვალის ზედაპირის ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ ვირუსულ ინფექციას. ოფთალმოლოგიურ პრაქტიკაში ვირუსული კონიუნქტივიტების მნიშვნელოვანი ნაწილი სწორედ ადენოვირუსით არის გამოწვეული. დაავადება გამოირჩევა მაღალი კონტაგიოზურობით და ხშირად იწვევს ეპიდემიურ გავრცელებას სკოლებში, ოფისებში და სამედიცინო დაწესებულებებში.

- რა არის დაავადების ყველაზე დამახასიათებელი კლინიკური ნიშნები?

ძირითადი სიმპტომებია კონიუნქტივის ჰიპერემია, ცრემლდენა, უცხო სხეულის შეგრძნება, ფოტოფობია და ლორწოვან–სეროზული გამონადენი. ხშირად აღინიშნება კონიუნქტივის ფოლიკულური რეაქცია და ლიმფური კვანძების გადიდება. მძიმე შემთხვევების დროს დაავადების დაწყებიდან რამდენიმე დღეში ვლინდება რქოვანაზე სუბეპითელური ინფილტრატები რაც კერატიტის მიზეზი ხდება და მხედველობის დროებით დაქვეითებას ან ბუნდოვან მხედვლობას იწვევს .

sopio-imedashvili-1778231716.jpeg

- როგორ ხდება ადენოვირუსული კონიუნქტივიტის დიაგნოსტიკა?

დიაგნოზი ძირითადად ეფუძნება კლინიკურ სურათს და ნაპრალოვანი სანათით ჩატარებულ ბიომიკროსკოპიულ გამოკვლევას. ლაბორატორიული მეთოდებიდან შესაძლებელია PCR ან სწრაფი ანტიგენული ტესტები, თუმცა ისინი ყოველდღიურ პრაქტიკაში იშვიათად გამოიყენება.

- რა არის მკურნალობის ძირითადი პრინციპები?

მკურნალობა ძირითადად სიმპტომურია და მოიცავს : თვალის დამატენიანებელ უკონსერვანტო წვეთებს, ლუბრიკანტებს ,ანტივირუსულ და იმუნომოდულაციურ საშუალებებს და ცივ კომპრესებს. მძიმე შემთხვევებში შესაძლებელია ტოპიკური კორტიკოსტეროიდების გამოყენება ოფთალმოლოგის კონტროლის ქვეშ.ძალიან მნიშვნელოვანია მკურნალი ექიმის რეკომენდაციების და რეჟიმის დაცვა, დინამიკაში დაკვირვება .

- რამდენ ხანს რჩება პაციენტი გადამდები?

დაავადების მაღალი რისკის კონტაგიოზურობის გამო ,პაციენტი ყველაზე მეტად გადამდებია დაავადების პირველ 10–14 დღის განმავლობაში, რის გამოც მნიშვნელოვანია ჰიგიენური წესების დაცვა და ინფექციის გავრცელების პრევენცია.

- რა არის დაავადების პროგნოზი?

უმეტეს შემთხვევაში პროგნოზი კეთილსაიმედოა და სრული გამოჯანმრთელება ხდება დაახლოებით 2–3 კვირის განმავლობაში. თუმცა სუბეპითელური ინფილტრატების არსებობის დროს რქოვანაზე ,რაც ფოტოფობიის და მხედველობის გაუარესების მიზეზია, ხშირად შეიძლება რამდენიმე თვემდე შენარჩუნდეს.