რა დაგვიცავს კატარაქტისგან - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როგორ შეიძლება კატარაქტის თავიდან აცილება

კატარაქტის განვითარებისას პაციენტის მხედველობა თანდათან უარესდება და საბოლოოდ, შეიძლება მხედველობა სრულიად დაიკარგოს.

როგორ ვითარდება კატარაქტა?

ნორმალურ თვალში ბროლი გამჭვირვალეა. კატარაქტისას ბროლი იმღვრევა, იღებს მონაცრისფრო, რძისფერ შეფერილობას, რაც გამოწვეულია ბროლის შემადგენელი ცილების დაშლით. ბროლის შემღვრევის შედეგად, გამოსახულება ვეღარ ფოკუსირდება ბადურაზე და ამიტომ, მხედველობა საგრძნობლად ქვეითდება.

კატარაქტა განსაკუთრებით ხშირად გვხვდება მოხუცებულებში, თუმცა, ბოლო წლებში მოხუცებულობით გამოწვეული კატარაქტის ასაკი საკმაოდ შემცირებულია და ვხვდებით 35-40 წლის ასაკიდანაც. ამიტომ, მნიშვნელოვანია კატარაქტის გამომწვევი მიზეზებისა და მისი პრევენციის შესაძლო გზების ცოდნა დაავადების მკვეთრად განვითარების თავიდან ასარიდებლად.

კატარაქტის გამომწვევი მიზეზები

არსებობს კატარაქტის გამომწვევი მრავალი მიზეზი, თუმცა მათგან რამდენიმე ყველაზე მეტადაა გავრცლებული. ეს მიზეზებია:

  • ასაკი -კატარაქტის განვითარების ყველაზე გავრცელებული მიზეზია. დროთა განმავლობაში, თვალის ბროლში არსებული ცილები დეგრადირდება და ერთმანეთს ეწებება, შესაბამისად ბროლი იმღვრევა. ეს ბუნებრივი პროცესია, თუმცა შესაძლებელია მისი შენელება და კატარაქტის განვითარების რიკსის შემცირება.
  • გენეტიკური ფაქტორები - გენეტიკური ფაქტორებით განპირობებული კატარაქტა, ასევე ცნობილი როგორც მემკვიდრეობითი კატარაქტა, ვითარდება უფრო ადრეულ ასაკში.
  • მზის ქვეშ ხანგრძლივი დროის გატარება - მზის ულტრაიისფერ (UV) სხივებს შეუძლიათ ბროლის დაზიანება და კატარაქტის განვითარების დაჩქარება. განსაკუთრებით საყურადღებოა მაშინ, როცა ამ ფაქტორთან ერთად, ადამიანი არასწორად იკვებება.
  • დიაბეტითა და სხვა დაავადებებით გამოწვეული კატარაქტა - დიაბეტით დაავადებულ ადამიანებს სისხლში შაქრის მაღალი დონის გამო აქვთ კატარაქტის განვითარების უფრო მაღალი რისკი. სხვა ავტოიმუნური დაავადებები, მაგალითად ლუპუსი ან რევმატოიდული ართრიტი, აფერხებს თვალის ნორმალურ მეტაბოლიზმს და აჩქარებს კატარაქტის განვითარებას.
  • თვალის ტრავმა - თვალის დაზიანებამ შესაძლოა გამოიწვიოს ტრავმული კატარაქტა. დაავადების სიმპტომების გამოვლენას რამდენიმე წელი სჭირდება, თუმცა, თვალის ნებისმიერი დაზიანებისას საჭიროა ოფთალმოლოგთან ვიზიტი.
  • მავნე ჩვევები - მოწევა და ალკოჰოლის ჭარბი მიღება საგრძნობლად ზრდის კატარაქტის განვითარების რისკს. სიგარეტისა და ალკოჰოლის მოხმარებისას წარმოიქმნება ტოქსიკური ნივთიერებები, რომლებიც აზიანებენ თვალის უჯრედებს.

როგორ შეიძლება კატარაქტის პრევენცია

კატარაქტის სრულიად პრევენცია ამ ეტაპზე არაა შესაძლებელია, ვინაიდან, ასაკთან ერთად, მისი განვითარების რისკები მატულობს. არსებობს კატარაქტის ქირურგიულად მკურნალობის საშუალებაც, თუმცა, შესაძლებელია კატარაქტის განვითრების რისკის შემცირება და დაავადების პროგრესირების შენელება ცხოვრების სტილის შეცვლით.

კატარაქტის პრევენციისათვის მნიშვნელოვანია:

ჯანსაღი საკვები რაციონი - კვლევებით დასტურდება, რომ C და E ვიტამინის, ლუტეინისა და ზეაქსანტინის შემცველი საკვები ხელს უშლის კატარაქტის განვითარებას.

  • C ვიტამინი, იგივე ასკორბინის მჟავა, არის ანტიოქსიდანტი, რომელიც დიდი რაოდენობით გვხვდება თვალში. მეცნიერების თანახმად, დღეში 300მგ C ვიტამინის მიღება საგრძნობლად ამცირებს კატარაქტის განვითარების რისკს. C ვიტამინს შეიცავს ციტრუსი, კენკრა, კივი, ბულგარული წიწაკა, კომბოსტოს ნაირსახეობა (ბროკოლი, ყვავილოვანი და ბრიუსელის კომბოსტო).
  • E ვიტამინი არის ცხიმში ხსნადი ანტიოქსიდანტი, რომელიც თვალს იცავს საზიანო ქიმიური ნივთიერებებისგან. E ვიტამინს შეიცავს ნუში, თხილი, მიწის თხილი, მზესუმზირისა და გოგრის თესლები, ბოსტნეულის ზეთები, ისპანახი, ავოკადო.
  • ლუტეინი და ზეაქსანტინი არის ანტიოქსიდანტები, რომლებიც თვალს იცავენ მზის ულტრაიისფერი(UV) გამოსხივებისა და მავნე ცისფერი სინათლისგან. ეს ნივთიერებები ასოცირებულია ქრონიკული თვალის დაავადებების შემცირებულ რისკთან. ამასთან, ამ ნივთიერებების დაბალი დონე დაკავშირებულია კატარაქტის განვითარებასთან. დღეში 6-20მგ ლუტეინისა და ზეაქსანტინის მიღება ამცირებს თვალის დაავადებების განვითარების რისკს. ლუტეინსა და ზეაქსანტინს შეიცავს ისპანახი, კეილი (kale), ოხრახუში, ფსტა, ბარდა, კვერცხის გული, სიმინდი, შავი ყურძენი. ლუტეინიცა და ზეაქსანტინიც კაროტინოიდებს მიეკუთვნებიან და ცხიმთან ერთად უკეთ შეიწოვება, შესაბამისად, ასეთი საკვების მიღებისას უმჯობესია მათი ზეითუნის ზეთთან ან ავოკადოსთან ერთად მირთმევა.

მოწევის შეწყვეტა - მოწევა სერიოზული რისკ ფაქტორია მრავალი დაავადების განვითარებისთვის, რომელთა შორის არის კატარაქტა. მოწევა ზრდის თვალში არსებული თავისუფალი რადიკალების რაოდენობას, რაც აზიანებს ბროლს და ხელს უწყობს კატარაქტის განვითარებას. ანტიოქსიდანტები აუვნებლებენ თავისუფალ რადიკალებს, თუმცა მოწევას შეუძლია ანტიოქსიდანტების განადგურება და თვალისათვის საზიანო ტოქსინების წარმოქმნა, ამიტომ მოწევის შეწყვეტა უკიდურესად მნიშვნელოვანია.

ალკოჰოლის მოხმარების შემცირება - კვლევების თანახმად, ჭარბი ალკოჰოლის მიღება ზრდის კატარაქტის განვითარების რისკს. ალკოჰოლი ზრდის ორგანიზმის ანთებით პასუხსა და თვალებში თავისუფალი რადიკალების რაოდენობას. ამასთან ერთად, ალკოჰოლს შეუძლია ორგანიზმის დეჰიდრატაცია, რაც თავისმხრივ გავლენას ახდენს ბროლის შემადგენელ ცილებზე. ალკოჰოლის შემცირება არ გულისხმობს კვების რაციონიდან მის ამოღებას - დღეში ერთი ჭიქა საკმარისია ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად.

სისხლში შაქრის ჯანსაღი დონის შენარჩუნება - დიაბეტით დაავადებული ადამიანები კატარაქტის განვითარების მაღალი რისკის ქვეშ არიან, ამიტომ ამ რისკის შესამცირებლად მნიშვნელოვანია სისხლში შაქრის დონის რეგულირება შესაბამისი მედიკამენტებით, დაბალანსებული კვებითა და აქტიური ცხოვრების წესით.

მზის სათვალის გამოყენება - მზის სათვალე იცავს თვალებს მზის ულტრაიისფერი გამოსხივებისგან. მზის სათვალის შეძენისას მნიშვნელოვანია გაითვალისწინოთ, რომ სათვალე უნდა ფარავდეს თვალს ყველა მხრიდან და უნდა ბლოკავდეს UVA და UVB სხივების 99 – 100%-ს.

გარდა ამისა, მნიშვნელოვანია ოფთალმოლოგთან რეგულარულად ვიზიტი და თვალის სრული გამოკვლევა. გამოკვლევების საშუალებით შესაძლებელია ისეთი მცირე ცვლილებების შემჩნევა, რომლებიც თვალის ჯანმრთელობის გაუარესებისკენ მიუთითებს, თუმცა არ გამოიხატება კონკრეტული სიმპოტომის სახით. ექიმების რეკომენდაციით, 40-დან 64 წლამდე პაციენტებში უმჯობესია თვალის სრული გამოკვლევა ყოველ 2-4 წელიწადში ერთხელ, 65 წლიდან ზევით კი - ყოველ ერთ ან ორ წელიწადში ერთხელ.

მარიამ ღვინეფაძე