შეიძლება თუ არა "ზარმაცი თვალის" მკურნალობა ზრდასრულ ასაკში - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

„ზარმაცი თვალის“ მკურნალობა ზრდასრულებში — ახალი რეალობა, რომელიც ბევრმა არ იცის

თანამედროვე კვლევებმა აჩვენა, რომ ზრდასრულ ადამიანშიც შესაძლებელია მხედველობის გაუმჯობესება, რადგან ტვინი მთელი სიცოცხლის განმავლობაში ინარჩუნებს უნარს - ხელახლა ისწავლოს.

გვესაუბრება სამედიცინო ცენტრ "მზერას" ოფთალმოლოგი თინა ჯიქურაშვილი.

- რა არისზარმაცი თვალი“?

„ზარმაცი თვალი“ იგივე ამბლიოპია, ეს არის მდგომარეობა, როდესაც ერთი ან ორივე თვალიდან მიღებულ ინფორმაციას ტვინი არასრულფასოვნად აღიქვამს, რაც გამოწვეულია მათ შორის ანომალური უკუკავშირის არსებობით. ამ დროს ადამიანს აქვს სუსტი მხედველობა, რომელიც არ უმჯობესდება სათვალით ან ლინზით, დარღვეულია სივრცითი (სამგანზომილებიანი) მხედველობა, შესაძლოა თან ახლდეს, სიელმე, თავის ტკივილი და დაძაბულობა.

ხშირად დაბალი მხედველობა და „ზარმაცი თვალი“ გარკვეულ სფეროში დასაქმების შეზღუდვის მიზეზიც ხდება; ასევე არათანაბარი მხედველობით გამოწვეული თვალების ტკივილი და დაღლილობა არ აძლევს ადამიანს ხანგრძლივად წერის, კომპიუტერთან მუშაობის ან წიგნის კითხვის საშუალებას.

- შეიძლება თუ არა მკურნალობა ზრდასრულ ასაკში?

- დიახ! მოგეხსნებათ , ჯერ კიდევ ცოტა ხნის წინ „ზარმაცი თვალი“ მოუგვარებელ პრობლემად ითვლებოდა. უკანასკნელ წლებში მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ შესაძლებელია მხედველობითი კავშირების გაუმჯობესება ზრდასრულ ასაკში.

მკურნალობის მეთოდი ეფუძნება დიქოპტიკურ მხედველობით თერაპიას, რომლის დროსაც ორივე თვალი უყურებს კონტრასტულ გამოსახულებებს, თვალის კოორდინაციის გასაუმჯობესებლად. ამ ციფრული მკურნალობის იდეა მდგომარეობს იმაში, რომ ის ავარჯიშებს ტვინს, რომ აღიქვას ზარმაცი თვალიდან მიღებული შესუსტებული ინფორმაცია და საბოლოოდ მიაღწიოს დაბალანსებულ ბინოკულარულ (ორმხრივ) მხედველობას.

- როგორ ტარდება მკურნალობა?

- მკურნალობა ტარდება სახლიდან, დისტანციურად. პაციენტი უნდა იყოს ადგილობრივი ოფთალმოლოგის მიერ კლინიკაში სრულყოფილად გამოკვლეული. კვლევის შედეგები იტვირთება ექიმის (ან პროგრამის კონსულტანტის მიერ) შესაბამის გვერდზე, ინიშნება ონლაინ შეხვედრა, შესაბამისი ვარჯიშების შესარჩევად. პაციენტი ღებულობს სპეციალურ სავარჯიშო სათვალეს და ერთვება მკურნალობის კურსში, რომლის მინიმალური ხანგძლივობაა 6 კვირა, ხოლო მაქსიმალური - სანამ არ მოხდება სამიზნე მხედველობის მიღწევა.

- რამდენად სტაბილურია შედეგი?

- კურსის დასრულების შემდეგ მიღებული გაუმჯობესება მუდმივია და განმეორებით მკურნალობას ჩვეულებრივ აღარ საჭიროებს.

ზარმაცი თვალისმკურნალობა აღარ აქვს ასაკობრივი შეზღუდვა.

სწორი თერაპიით ზრდასრულებშიც რეალურად შესაძლებელია მხედველობის გაუმჯობესება - და ეს ოფთალმოლოგიის ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი პროგრესია.

სპეციალურად საიტისთვის.