რატომ არის საშიში ჯიბლიბოს გამორწყვა
ის შეიძლება იყოს გარე ან შიდა.
დაავადების პირველი ან ორი დღის განმავლობაში წამწამების ძირში წარმოიქმნება პატარა მოყვითალო ლაქა, რომელიც გარშემორტყმულია სიწითლით. ამ პერიოდში შეიძლება თან დაერთოს ცრემლდენა, უცხო სხეულის შეგრძნება. 2-4 დღის შემდეგ ჩნდება მუწუკის მსგავსი ჩირქოვანი თავი, რომელიც ყველაზე ხშირად სპონტანურად იხსნება, რის შემდეგაც იწყება უსიამოვნო სიმპტომების შემცირება.
მნიშვნელოვანია! ნუ ეცდებით ჯიბლიბოს გამორწყვას, რადგან ამან შეიძლება გამოიწვიოს გართულებები. უმჯობესია დაველოდოთ სანამ ჯიბლიბო თავისთავად გაიხსნება.
ქუთუთოების თხელი კანის ქვეშ არის ფხვიერი შემაერთებელი ქსოვილი, რომლის მეშვეობითაც ჯიბლიბოს გამოწურვის მცდელობისას, მისი ჩირქოვანი შიგთავსი შეიძლება სწრაფად გავრცელდეს მთელ ქუთუთოში, თვალის ღრმა ნაწილებში და ქალას ღრუშიც კი.
რა შეიძლება გაკეთდეს ჯიბლიბოს პრევენციისთვის?
პირველ რიგში აუცილებელია ჰიგიენა: ხშირად დაიბანეთ ხელები, განსაკუთრებით თვალებთან შეხებისას. ვინც კონტაქტურ ლინზებს ატარებს, მათთვის აუცილებელია ლინზების ტარების და დამუშავების რეჟიმის დაცვა.
მეორე - თვალის მაკიაჟი კარგად უნდა ჩამოიბანოთ ძილის წინ, გადაყარეთ ძველი კოსმეტიკა და ნუ გამოიყენებთ სხვის კოსმეტიკას.
თუ თვალის პრობლემები გაქვთ, მიმართეთ ექიმს, საშიშია თვითმკურნალობა.