შეიძლება თუ არა კონტაქტური ლინზებით ძილი
რამდენად სახიფათოა კონტაქტურ ლინზებში ძილი.
თვალის ინფექციები აღმოცენდება კონტაქტური ლინზების ტარების მიუხედავად. თუმცა, კონტაქტურ ლინზებში ძილი ზრდის თვალის ინფიცირების ალბათობას 6-8-ჯერ.
თავის მხრივ, თვალის სერიოზულმა ინფექციებმა შეიძლება დააზიანოს რქოვანა, საჭირო გახდეს ქიურურგიული ჩარევა, ან იშვიათ შემთხვევებში გამოიწვიოს მხედველობის დაკარგვა.
რქოვანა ბაქტერიებთან ყოველდღიურ კონტაქტშია, თუმცა ინფექცია იშვიათად ვითარდება, რადგანაც ჯანსაღი რქოვანა თავისთავად წარმოადგენს თვალის დამცავს დაბინძურებისაგან. მაგრამ რქოვანას ნორმალური ფუნქციონირებისათვის, ის საჭიროებს როგორც დატენიანებას, ისე ჟანგბადს.
დღის განმავლობაში თვალის ხამხამი ატენიანებს თვალს, კონტაქტური ლინზები მიბჯენილია თვალის ზედაპირზე და მნიშვნელოვნად ამცირებს ჟანგბადისა და ტენის რაოდენობას. ძილის დროს, ამ ორი მნიშვნელოვანი ელემენტის მიწოდება მნიშვნელოვნად მცირდება. საკმარისი ჟანგბადის გარეშე რქოვანს უჯრედები ბაქტერიებთან ეფექტური ბრძოლის უნარს კარგავენ.
თუ მაინც დაგვავიწყდა ძილის წინ კონტაქტური ლინზების მოხსნა, აუცილებლად უნდა მოვიხსნათ ის გაღვიძებისთანავე. ამის შემდეგ, სჯობს მთელი დღის განმავლობაში აღარ გავიკეთოთ ლინზები.