ცხოვრება მშრალი თვალის სინდრომით და რუტინული რჩევები, რომელთა დაცვაც შვებას მოგგვრით - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ცხოვრება მშრალი თვალის სინდრომით და რუტინული რჩევები, რომელთა დაცვაც შვებას მოგგვრით

მაშ ასე, დავიწყოთ.

თვალების ხამხამი

ამერიკის ოფთამოლოგიის აკადემია გვირჩევს, თვალები ხშირად დავახამხამოთ. რეგულარული ხამხამი თვალის მშრალი სინდრომის დროს ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური ტექნიკაა. ხამხამი თვალს ცრემლის გამომუშავებაში ეხმარება, შესაბამისად, მისი ტენიანობაც ნარჩუნდება.

თვალების რეგულარული დახამხამების რეკომენდაცია განსაკუთრებით მათ უნდა გაითვალისწინონ, ვინც კომპიუტერთან დიდ დროს ატარებენ. ადამიანების უმეტესობა თვალს ჩვეულევრივ წუთში, დაახლოებით, 15-ჯერ ახამხამებს, რაც მცირდება ეკრანთან ყოფნისას.

კომპიუტერთან მუშაობისას შესვენებაც მნიშვნელოვანია, დაიცავით 20-20-20 წესი. ყოველ 20 წუთში 20 წუთით 20 ფუტის მოშორებით გააშტერეთ თვალი. ობიექტზე ყურება და ფოკუსირება თვალის კუნთის სპაზმს ხსნის.

დაიბანეთ ქუთუთოები

ქუთუთოების დაბანა, მაგალითად, ბავშვის საპონით ან შამპუნით გაღიზიანებას ამცირებს. უბრალოდ დახუჭეთ თვალები, წაისვით საპონი და თბილი წყლით ჩამოიბანეთ.

თბილი კომპრესები

თბილი კომპრესი თვალს ლიპიდების გამომუშავებაში ეხმარება, რაც ცრემლის ხარისხსს აუმჯობესებს. სანამ, თვალებზე კომპრესებს დაიდებთ, ქუთუთოები ჩამოიბანეთ.

მიირთვით თევზი

მეიბომის ჯირკვლები თვალის ცხიმოვან ფენას წარმოქმნის. სწორედ ლიპიდების გამომუშავებაში ეხმარება ომეგა-3-ის ცხიმოვანი მჟავა თვალის ჯირკვალს.

ომეგა3-ის ცხიმოვან მჟავებს ანთების საწინააღმდეგო თვისებაც აქვს და ძალიან ეფექტურია მშრალი თვალის სინდრომისთვის დამახასიათებელი სიმპტომების შესამსუბუქებლად. მიირთვით თევზი და სხვა პროდუქტები, რომლებიც ომეგა 3-ს უხვად შეიცავენ.

შეინარჩუნეთ ირგვლივ ტენიანობა

მშრალი თვალის სინდრომისას აუცილებელია ჰაერი იმ გარემოში, რომელშიაც იმყოფებით არ იყოს გამომშრალი. გამოიყენეთ ჰაერის გამფილტრავი, რომელიც ტენიანობისა და სისუფთავის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ.

ქარი, კვამლი და მშრალი გარემო ცრემლის აორთქლებას უწყობს ხელს, რაც მშრალი თვალის სიმპტომებსაც აუარესებს.

ასე რომ, იზრუნეთ ტემპერატურისა და ტენიანობის ოპტიმიზაციაზე.

როგორ ვიკვებოთ?

უკვე აღვნიშნეთ, რომ ომეგა3-ის შემცველი პროდუქტები აუცილებლად უნდა შედიოდეს ჩვენი კვების რაციონში. ამასთან, მნიშვნელოვანია გლუტენის შემცირებაც. მაგალითად, ხმელთაშუა ზღვის დიეტა, რომელსაც ანთების საწინააღმდეგო ეფექტი აქვს და ნაკლებად დამუშავებულ პროდუქტებს შეიცავს, ძალიან ეფექტურია მშრალი თვალის დროს.

ცხოველური წარმოშობის პროდუქტები, ალკოჰოლი და კოფეინი კი თვალების მდგომარეობას აუარესებენ.

ძილი

ძილის ნაკლებობა ცრემლის გამოყოფას ამცირებს და რქოვანას ეპითელურ უჯრედებში დეფექტებს ზრდის. ეჭვგარეშეა, რომ ადეკვატური ძილი ორგანიზმს ძალების აღდგენაში ეხმარება. როცა გვძინავს, თვალებიც ისვენებს, მცირე დაიზანებებიც ინკურნება და ცრემლის გამოყოფაც რეგულირდება.