ბადურას ჩამოცლის მომენტში ადამიანს ისეთი შეგრძნება უჩნდება, თითქოს თვალწინ ფარდა ჩამოაფარეს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ბადურას ჩამოცლის მომენტში ადამიანს ისეთი შეგრძნება უჩნდება, თითქოს თვალწინ ფარდა ჩამოაფარეს

- რას ნიშნავს ბადურას ჩამოცლა?

- როდესაც ბადურას ჩამოცლაზე ლაპარაკობენ, გულისხმობენ ბადურას პიგმენტური ეპითელიუმიდან ნეიროეპითელის აშრევებას, რაც იწვევს ბადურას კვებისა და ფუნქციის მოშლას, საბოლოოდ კი მხედველობის დაკარგვას. განასხვავებენ ბადურას რამდენიმე ტიპის ჩამოცლას: პირველადს, დისტროფიულს ანუ იდიოპათიურს, ტრავმულს და მეორეულს. პირველადი ჩამოცლა ვითარდება ბადურას გახლეჩით, ტრავმული თვალის კაკლის ტრავმის, კონტუზიის ან შემღწევი ჭრილობის შედეგია. მეორეული ჩამოცლა უვეიტის, რეტინიტის, სიმსივნის, სუბრეტინული ცისტიცერკის, ჰიპერტონიული და დიაბეტური პროლიფერაციული რეტინოპათიის, ცენტრალური ვენის თრომბოზის გართულება გახლავთ. ბადურას ჩამოცლის აუცილებელი პირობაა გახლეჩა. ბადურას დეგენერაციული, კისტოზური უბნები ადვილად იგლიჯება ტრავმის ან ფიზიკური დაძაბვის შედეგად. გახლეჩილი ადგილის ქვეშ იჟონება მინისებური სხეული. გახლეჩა ხდება უპირატესად ეკვატორთან, ზედა გარეთა კვადრატში, დაკბილულ ხაზთან მოგლეჯა კი ქვედა გარეთა კვადრატში ლოკალიზდება.

- რა ნიშნებით შეიძლება ამოვიცნოთ ბადურას ჩამოცლა?

- ბადურას ჩამოცლის პროდრომულ პერიოდში ავადმყოფი უჩივის:

  • ფოტოფსიებს (მოციმციმე ლაქებს, ნაპერწკლებს);
  • მეტამორფოფსიებს (საგნის დამახინჯებულ აღქმას);
  • ჭვარტლისებრ წერტილოვან შემღვრევებს მინისებურ სხეულში.
  • ბადურას ჩამოცლის მომენტში ადამიანს ისეთი შეგრძნება უჩნდება, თითქოს თვალწინ ფარდა ჩამოაფარეს.

- როგორ ხდება ბადურას ჩამოცლის დიაგნოსტიკა?

- დიაგნოსტიკისთვის იყენებენ ოფთალმოსკოპიას, გოლდმანის ლინზას და ბიომიკროსკოპს, ასევე ტარდება ექოსკანირებული გამოკვლევა.

- როგორ მკურნალობენ ბადურას ჩამოცლას?

- უმთავრესად - ოპერაციული მეთოდით.

- როგორია პროგნოზი?

- ადრეული ოპერაციული ჩარევა საწინდარია იმისა, რომ თვალის ფუნქციური და ანატომიური მთლიანობა აღდგება; რაც უფრო ადრე ჩატარდება ოპერაციული მკურნალობა, მით უკეთესია პროგნოზი.