ასტიგმატიზმით დაავადებულთათვის სასარგებლოა სირბილი, მაგიდის ჩოგბურთი, ცურვა - როგორი უნდა იყოს ასტიგმატიზმის მქონე ბავშვის კვების რაციონი
- როგორ მკურნალობენ ასტიგმატიზმს?
- ასტიგმატიზმის მკურნალობის თერაპიული მეთოდი არ არსებობს. ცნობილია რეფრაქციული ოპერაციების რამდენიმე ნაირსახეობა. ოფთალმოქირურგი რომელიმე მათგანს ინდივიდუალურად ურჩევს პაციენტს. ასტიგმატიზმის დროს ცილინდრული ლინზები ინიშნება. გარეგნულად ისინი თითქმის არაფრით განსხვავდება სათვალის ჩვეულებრივი ლინზებისგან, მაგრამ სინამდვილეში მათი ოპტიკური სტრუქტურა სრულიად სხვაგვარია.
სათვალის მოხსნა შეიძლება მხოლოდ ზრდასრულ ასაკში და მხოლოდ ქირურგიული ჩარევის შემდეგ. თუ ბავშვს ერთდროულად აქვს ასტიგმატიზმი და ზარმაცი თვალი - ამბლოპია, ამ შემთხვევაში ვმკურნალობთ ზარმაც თვალს ცნობილი, აპრობირებული მეთოდებით, დადებითი შედეგის მიღებამდე.
- რას ურჩევთ ბავშვის მშობლებს დღის რეჟიმისა და კვების თაობაზე?
- აუცილებელია ეკრანული დატვირთვის მკვეთრი შეზღუდვა. ტელევიზორის ყურება შეიძლება დღეში მაქსიმუმ 1 საათი, მინიმუმ 2 მ დისტანციიდან. მობილურ ტელეფონზე შეიძლება მხოლოდ საუბარი.
არავითარი თამაში, SMS, MMS და ასე შემდეგ. მეცადინეობის დროს მანძილი წიგნიდან თვალებამდე 35სმ-ზე ნაკლები არ უნდა იყოს. არ შეიძლება მხედველობის დატვირთვა (კითხვა, ტელევიზორი) მწოლიარე მდგომარეობაში. სასარგებლოა ბავშვის გაკაჟება, სპორტის ისეთი სახეობებით დატვირთვა, სადაც ნაკლებმოსალოდნელია თავის ტრავმა.
სასურველია სირბილი, მაგიდის ჩოგბურთი, ცურვა.
რაციონში უნდა შედიოდეს თვალებისთვის სასარგებლო პროდუქტები: მაწონი, კეფირი, ხაჭო, მოხარშული თევზი, ინდაური, კურდღელი, საქონლის ხორცი და ენა, კომბოსტო, სტაფილო, ოხრახუში, ნიახური და ტარხუნა, შავი მოცვი, მაყვალი და აუცილებლად - დღეში ერთი ვაშლი.