თვალის ვირუსულ დაზიანებათაგან განსაკუთრებით საშიშია ჰერპესვირუსით გამოწვეული ცვლილებები - თვალი და ვირუსული ინფექციები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

თვალის ვირუსულ დაზიანებათაგან განსაკუთრებით საშიშია ჰერპესვირუსით გამოწვეული ცვლილებები - თვალი და ვირუსული ინფექციები

- რა სახის ვირუსმა შეიძლება დააზიანოს თვალი?

- თვალის ვირუსულ დაავადებებს უმეტესად ჰერპესვირუსი, ზოსტერი, ციტომეგალოვირუსი (ცმვ), ადენოვირუსი იწვევს. მხედველობის ორგანოს ვირუსული ინფექციები საგრძნობლად ხშირდება გრიპის, ადენოვირუსული და სხვა ინფექციების ეპიდემიის დროს.

თვალის დაზიანება მოსალოდნელია ჩუტყვავილას გართულებული ფორმის დროსაც. ამიტომ ზემოთ აღნიშნული ვირუსებით დასნებოვნებული პაციენტი აუცილებლად უნდა გამოიკვლიოს ოფთალმოლოგმა.

ასევე მნიშვნელოვანია, ჩატარდეს გამოკვლევა ამ ვირუსების ანტიგენზე ან ანტისხეულებზე პჯრ (პოლიმერული ჯაჭვური რეაქცია - PCR) მეთოდით.

- რა დაავადება შეიძლება გამოიწვიოს თვალის ვირუსულმა ინფექციამ?

- თვალის ვირუსულმა ინფექციამ შეიძლება გამოიწვიოს ვირუსული კონიუნქტივიტი (ლორწოვანი გარსის ანთება), ბლეფარიტი (ქუთუთოს ანთება), კერატიტი (რქოვანა გარსის ანთება), უვეიტი (სისხლძარღვოვანი ტრაქტის ანთება).

- რა გართულება შეიძლება მოჰყვეს თვალის ვირუსულ დაავადებას?

- თვალის ვირუსულ დაზიანებათაგან განსაკუთრებით საშიშია ჰერპესვირუსით გამოწვეული ცვლილებები. პროცესს ახასიათებს ხანგრძლივი და მორეციდივე მიმდინარეობა. ფაქტობრივად, იგივე შეიძლება ითქვას ადენოვირუსებით მიმდინარე თვალის დაავადებებზეც.

თვალის ინფექციურ დაავადებებს შორის რქოვანას შემღვრევისა და სიბრმავის ყველაზე გავრცელებული მიზეზია ჰერპესული კერატიტი. შესაძლოა მოხდეს რქოვანას პერფორაცია - გახვრეტა, რომელიც იწყება თვალის ტკივილით და რომლის შედეგია სიბრმავე.

თუ ვირუსული პროცესი გაგრძელდა 3-4 კვირაზე მეტხანს, შესაძლოა საქმე გვქონდეს რქოვანას დაზიანებასთან და საჭიროა ქირურგიული ჩარევა - სამკურნალო კერატოპლასტიკა.

შესაძლოა აგრეთვე, ჩამოყალიბდეს რქოვანას ისეთი შემღვრევა, როდესაც საჭირო ხდება რქოვანას გადანერგვა. თუ მხედველობის ორგანოს ვირუსულ დაავადებებს დროულად არ ვუმკურნალებთ, შესაძლოა, სავალალო შედეგი მივიღოთ - საქმე სიბრმავემდე მივიდეს.