რა არის ჰეპარინოიდები - დიაბეტური რეტინოპათია - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რა არის ჰეპარინოიდები - დიაბეტური რეტინოპათია

- როგორ მკურნალობენ?

- დიაბეტური რეტინოპათიის მკურნალობის ძირითადი მეთოდი სისხლძარღვების ლაზეროკოაგულაციაა სისხლჩაქცევების წარმოქმნის საპროფილაქტიკოდ.

სადღეისოდ ამ გართულებებთან გამკლავება დაავადების პათოგენეზურ რგოლებზე ზემოქმედებითაა შესაძლებელი. კერძოდ, შაქრიანი დიაბეტით დაავადებულის ორგანიზმში გლიკოზოამინოგლიკანების ნაკლებობის აღსადგენად საჭიროა ჰეპარინოიდების დანიშვნა.

- რა არის ჰეპარინოიდები?

- ჰეპარინოიდები ღორის წვრილი ნაწლავის ლორწოვანი გარსიდან მიღებული სულფატირებული გლიკოზამინოგლიკანების ნარევია. ჰეპარინოიდების ბიოშეღწევადობა 100%-ს შეადგენს. ჰეპარინთან შედარებით მნიშვნელოვან უპირატესობად შეიძლება ჩაითვალოს ის ფაქტი, რომ ჰეპარინოიდები არ იწვევენ ჰეპარინინდუცირებული II ტიპის თრომბოციტოპენიას.

ამიტომ მათი გამოყენება იმ პაციენტებშიც შესაძლებელია, რომელთაც ჰეპარინოთერაპიით გამოწვეული ეს მძიმე გართულება აღენიშნებათ.

მათი ხანგრძლივი მიღება აჩერებს ან მნიშვნელოვნად ანელებს დაავადების პროგრესირებას. ყველაზე ცნობილი ჰეპარინოიდებია დანაპაროიდი, სულოდექსიდი, ვესელ-დუე, რომლებიც დასავლეთ ევროპის ქვეყნებსა და საქართველოშია რეგისტრირებული.

ამ პრეპარატებს, ანტითრომბული აქტივობის გარდა, გააჩნია ფიბრინოლიზური, ანტიათეროგენული, ანგიოპროტექტორული მოქმედების უნარი.

ჰეპარინისგან განსხვავებით, მათი ეფექტურობა არა მარტო პარენტერალური ინექციისას ვლინდება, არამედ პერორალური მიღების შემთხვევაშიც, რის გამოც ფართოდ გამოიყენება ოფთალმოლოგიაში, კერძოდ, დიაბეტური რეტინოპათიის, იშემიური რეტინოპათიის, ბადურას ცენტრალური ვენის თრომბოზის, ექსუდაციურ-ჰემორაგიული მაკულოდისტროფიის, სუბკონიუნქტივური სისხლჩაქცევების (ხშირი რეციდივი), წინაიშემიური ოპტიკური რეტინოპათიის, თრომბოზის წარმოქმნის მაღალ რისკთან დაკავშირებული თვალის დაავადებების მკურნალობისას.