რჩევები მათთვის, ვინც ლინზებს ხმარობს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რჩევები მათთვის, ვინც ლინზებს ხმარობს

  • ლინზების შერჩევის შემდეგ თითქმის ყოველთვის იჩენს თავს შეგუების პრობლემები. ამიტომაც გვირჩევს ზოგიერთი სპეციალისტი, მათ თანდათან შევეჩვიოთ.

 

  • პირველ დღეებში შესაძლოა თვალისა და თავის მსუბუქმა ტკივილმა ან გულისრევის შეგრძნებამ შეგაწუხოთ. ნუ შეშინდებით - თუ ლინზები სწორადაა შერჩეული, ეს სიმპტომები რამდენიმე დღეში გაივლის.

  • ნურასოდეს მოისინჯავთ ან გაიკეთებთ სხვის ლინზებს.

  • მასალა, რომლისგანაც ლინზები მზადდება, ძალზე ლაბილურია ქიმიური ნივთიერებებისა და ჰაერში არსებული შხამების მიმართ, ამიტომ სუნამოს, დეზოდორანტის ან ოდეკოლონის შესხურებისას არ დაგავიწყდეთ თვალების დახუჭვა. გარდა ამისა, თუ ლინზებს იყენებთ, ეცადეთ, საათზე მეტხანს არ დარჩეთ ისეთ ოთახში, სადაც თამბაქოს ეწევიან ან სხვა წარმოშობის კვამლი დგას.

  • ლინზები უნდა ჩაისვათ მაკიაჟის გაკეთებამდე, მოარიდეთ “პაწაწინა თვალისჩინი” კოსმეტიკურ საშუალებებს, რადგან ცხიმოვანი მალამოები და ლოსიონები იოლად აზიანებს მათ სტრუქტურას.

  • ვინაიდან ლინზიანი თვალი უარყოფითად რეაგირებს მტვერზე, ქარიან ამინდში, უმჯობესია, კონტაქტური ლინზების ნაცვლად სათვალე გაიკეთოთ.

 

  • ნუ ჩაისვამთ ლინზებს გრიპის ან რომელიმე სხვა რესპირატორული დაავადების დროს, განსაკუთრებით მაშინ, როცა მაღალი სიცხე გაქვთ.

  • მიუხედავად იმისა, რომ არსებობს ლინზები, რომელთა გამოყენება ძილის დროსაც ნებადართულია, მაინც გირჩევთ, ისინი დაძინებამდე მოიხსნათ. საქმე ის არის, რომ დაშვებული ქუთუთო აწვება ლინზას, ეს უკანასკნელი, თავის მხრივ, სკლერაზე ახდენს ზეწოლას და ირღვევა თვალის კვება და ინერვაცია. ასეთ დროს ადამიანს დილაობით სახე ოდნავ შეშუპებული აქვს და სილურჯეც დაჰკრავს. კონტაქტური ლინზები რაც შეიძლება მოკლევადიანი უნდა იყოს, არა უმეტეს სამთვიანისა. მართალია, ეს ცოტა ძვირია, მაგრამ რქოვანას ჯანმრთელობისთვის აუცილებელია.

ლინზები გამოსაცვლელია!

გახსოვდეთ:

  • თუ დისკომფორტის შეგრძნებამ ჩასმიდან 15 წუთის შემდეგ არ გაიარა, ლინზები ნამდვილად გამოსაცვლელია.

  • ლინზების შენახვა შეიძლება მხოლოდ და მხოლოდ სპეციალურ სტერილურ ხსნარში, რომელიც ყოველდღე უნდა ცვალოთ. თუ რაიმე მიზეზით ხსნარიან კონტეინერში ლინზების ჩადება ვერ მოახერხეთ და ისინი ძლიერ გამოშრა, ხელახლა ვერასდიდებით ვერ დაასველებთ, ამიტომ უნდა გამოცვალოთ.

  • ლინზების შესანახი ჭურჭელი ან კოლოფი სუფთად უნდა შეინახოთ, ხოლო 3-4 წელიწადში ერთხელ ცვალოთ.

  • თუ ლინზებს მუქი წერტილები შეამჩნიეთ, გვერწმუნეთ, მათ აღარაფერი ეშველება, აუცილებლად უნდა შეცვალოთ.

  • სასტიკად გიკრძალავთ ვადაგასული ლინზების ტარებას, რადგან ისინი თვალის რქოვანა გარსის ანთებას - კერატიტს იწვევენ.