რატომ, როდის და რა ნიშნებით ვლინდება თვალის დაღლა კომპიუტერთან მუშაობისას - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რატომ, როდის და რა ნიშნებით ვლინდება თვალის დაღლა კომპიუტერთან მუშაობისას

რა იწვევს კომპიუტერული თვალის სინდრომს?

- სპეციალისტებმა გამოყვეს 5 ძირითადი მიზეზი, რომლებიც უარყოფითად მოქმედებს თვალზე:

1. მონიტორებზე გამოსახულების პიქსელური სტრუქტურა. საქმე ის არის, რომ მონიტორზე გამოსახულება არა ხაზებით, არამედ მიკროსკოპული წერტილების სახით მოგვეწოდება, თვალი კი ასეთ გამოსახულებაზე მწვავედ რეაგირებს.

2. თვალზე უარყოფითად მოქმედებს მონიტორიდან არეკლილი სინათლე. კომპიუტერიდან წამოსული სინათლის სხივები, როდესაც პირდაპირ ხვდება თვალზე, აზიანებს ტვინს, რადგან მხედველობის დაღლა - ეს ტვინის დაღლაა.

3. მონიტორებს უმეტესად მცირე კონტრასტულობა აქვს, რაც ჩვენს თვალს ძალიან არ სიამოვნებს, ამიტომ ის იძაბება და სწრაფად იღლება.

4. მხედველობაზე უარყოფითად აისახება აგრეთვე კადრების ნათების მონაცვლეობა.

5. მხედველობას აუარესებს მონიტორზე წარმოქმნილი ბლიკები. ისინი ვლინდება სხვა მანათობელი საგნების ანარეკლის სახით.

მხედველობას ვნებს მონიტორსა და თვალებს შორის არასწორად შერჩეული დისტანცია და ფერები. გარდა ამისა, თვალები სწრაფად იღლება, როდესაც იძულებული ვართ, გამუდმებით ვატაროთ მზერა ეკრანსა და კლავიატურას ან ქაღალდის ფურცელს შორის.

ექიმები დიდხანს ეძებდნენ მტკიცებულებას, რომ კომპიუტერი აზიანებს თვალს, მაგრამ ამის დამადასტურებელი ფაქტები ვერ აღმოაჩინეს. მართლაც, კომპიუტერი არც კატარაქტას, არც გლაუკომას არ იწვევს. ერთადერთი მოსალოდნელი ცვლილება ახლომხედველობის განვითარება ან გაძლიერებაა.

CVS-ის ყველა სიმპტომი პირობითად შეიძლება ორ ჯგუფად დავყოთ. პირველ ჯგუფში შედის ე.წ. მხედველობითი სიმპტომები, რომლებიც დაკავშირებულია მხედველობის გაუარესებასთან, მეორეში - „თვალისა“, რომლებიც თვალებში არასასიამოვნო შეგრძნებებთან არის დაკავშირებული.

- რას უჩივის პაციენტი?

- მხედველობითი სიმპტომებიდან აღსანიშნავია:

მხედველობის სიმახვილის დაქვეითება;

აკომოდაციის დარღვევა - შენელებულია ახლოს არსებული საგნებიდან შორეულზე ფოკუსირება და პირიქით;

მხედველობის გაორება;

კითხვის დროს თვალების სწრაფი დაღლა;

მაკკალაჰის მხედველობითი ეფექტი - თუ ეკრანიდან მზერას შავ ან თეთრ საგანზე გადავიტანთ, ის იმ ფერისა მოგვეჩვენება, რომელიც დომინირებდა ეკრანზე.

თვალის სიმპტომებიდან აღსანიშნავია:

თვალებში წვის შეგრძნება;

თვალებში სიმშრალისა და უცხო სხეულის შეგრძნება;

ქუთუთოებქვეშ ქვიშის შეგრძნება;

ტკივილი თვალბუდისა და შუბლის არეში;

ტკივილი თვალის მოძრაობის დროს;

თვალის ლორწოვანი გარსის (კონიუნქტივის) სიწითლე.

- როდის იწყება ჩივილები?

- კომპიუტერის მუდმივი მომხმარებლების უმრავლესობა ჩივილებს აღნიშნავს კომპიუტერთან 4 საათის განმავლობაში შეუსვენებლივ მუშაობის შემდეგ, ხოლო კომპიუტერთან შეუსვენებლივ 6 საათი მუშაობის შემდეგ ეს ჩივილი აქვს პრაქტიკულად ყველას.

შედარებით ნაკლები დატვირთვა ადგება მხედველობას მონიტორიდან ინფორმაციის კითხვისას, მეტი - მისი შეყვანისას, ყველაზე მეტად კი დაღლას იწვევს მუშაობა დიალოგურ რეჟიმში და კომპიუტერული გრაფიკა.