თვალის რქოვანას შრეობრივი გადანერგვა ლაზერით პირველად საქართველოში „ნიუ ჰოსპიტალსში“ ჩატარდა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

თვალის რქოვანას შრეობრივი გადანერგვა ლაზერით პირველად საქართველოში „ნიუ ჰოსპიტალსში“ ჩატარდა

„ნიუ ჰოსპიტალსის“ ოფთალმოლოგიის ეროვნულ ცენტრში ექიმმა ოფთალმოლოგმა, ოფთალმოქირურგმა თამარ ცირეკიძემ საქართველოში პირველად რქოვანას შრეობრივი გადანერგვა ჩაატარა ლაზერის საშუალებით. რქოვანას სრული სისქის ლაზერით გადანერგვის ოპერაცია საქართველოში და მათ შორის, „ნიუ ჰოსპიტალსშიც“ გაკეთებულა. რქოვანას შრეობრივი გადანერგვა კი უკვე ახალი სიტყვაა ქართულ მედიცინაში. ჩატარებული ოპერაციების შედეგად მოზარდ პაციენტებს გაუუმჯობესდათ მხედველობის ხარისხი და თვალის კაკლის შენარჩუნებაც მოხდა. ოპერაციების შესახებ დეტალურად თავად თამარ ცირეკიძე გვესაუბრება.

მოგვიყევით იმ უნიკალური ოპერაციების შესახებ, რომლებიც თქვენ ჩაატარეთ

“ნიუ ჰოსპიტალსის“ ოფთალმოლოგიის ეროვნულ ცენტრში რქოვანას გადანერგვის ორი ტიპის ოპერაცია ჩავატარე. თითოეული მათგანი უახლესი ტექნოლოგიით – ფემტო ლაზერით გაკეთდა. ერთი ოპერაციის შემთხვევაში რქოვანას სრული გადანერგვა მოხდა, მეორე ოპერაცია კი რქოვანას შრეობრივ გადანერგვას გულისხმობს. ორივე ოპერაციის ძირითადი მიზანი თვალის კაკლის და მხედველობის მაღალი ხარისხის შენარჩუნებაა.

რა ფუნქცია აქვს რქოვანას და როდის ირღვევა მისი სწორი ფუნქციონირება?

რქოვანა თვალის გარეთა გარსია, რომელიც გამჭვირვალე და სფეროსებური ფორმის უნდა იყოს. მისი საშუალებით სინათლის სხივი ყველა მერიდიანში თანაბრად ნაწილდება. რქოვანას გამჭვირვალობა შეიძლება დაირღვეს სხვადასხვა დაავადების დროს. ეს შეიძლება იყოს გადატანილი ინფექციური ანთებები, ქიმიურ–თერმული დამწვრობის შემდგომი ნაწიბური. ამ დროს რქოვანას გადანერგვაა საჭირო.

არსებობს რქოვანას დეგენერაციული დაავადება კერატოკონუსი, რომლის დროსაც რქოვანა თხელდება და კონუსის ფორმას იღებს. გამჭვირვალობისა და ფორმის ცვლილებით ოპტიკური ფუნქცია ირღვევა და მხედველობა ქვეითდება. ამ დაავადების მესამე–მეოთხე სტადიის დროსაც რქოვანას შრეობრივი ან სრული გადანერგვაა საჭირო ლაზერის სხივის დახმარებით.

რა სიმპტომები აქვს კერატოკონუსს?

კერატოკონუსს რქოვანას გარსის პროგრესირებადი გათხელება ახასიათებს. დაავადების მეოთხე სტადიაში არის რისკი, რომ გაიხსნას რქოვანა და დაირღვეს თვალის კაკალის მთლიანობა, ანუ თვალი, როგორც ორგანო, დავკარგოთ.

სიმპტომები ასეთია: მხედველობის უეცარი დაქვეითება, სათვალის ნომრის ხშირად შეცვლის საჭიროება, სინათლის მიმართ მომატებული მგრძნობელობა, მხედველობის გაორება, თვალში სიმშრალისა და ქავილის შეგრძნება.

ეს დაავადება 10-12 წლიდან ვლინდება და მისი პროგრესირება დაახლოებით 40 წლის ასაკში ჩერდება. პრობლემები არის ხოლმე დიაგნოსტირების დროსაც. ხშირად პაციენტი მკურნალობს ასტიგმატიზმის დიაგნოზით, თუმცა ეს ასტიგმატიზმი გამოწვეულია კერატოკონუსით.

როგორ ხდება კერატოკონუსის მკურნალობა და როდის არის საჭირო რქოვანას გადანერგვა?

კერატოკონუსი შეუქცევადი დაავადებაა. ექიმის მიზანია, შეაჩეროს დაავადება იმ სტადიაზე, როდესაც დიაგნოსტირება მოხდება. ამიტომ სწორი და დროული დიაგნოსტირება ძალიან მნიშვნელოვანია.

პროგრესირებადი ხასიათის კერატოკონუსის დროს აუცილებელია ქირურგიული მეთოდების გამოყენება. კერატოკონუსის საწყის სტადიაზე ტარდება ქროს-ლინქინგი ანუ რქოვანას გარსის ულტრაიისფერი სხივებით დასხივება. „ნიუ ჰოსპიტალსში“ უახლესი აპარატურით ტარდება და სულ რაღაც 10 წუთიანი პროცედურაა.

ასევე, მეორე–მესამე სტადიაზე ტარდება რკალების იმპლანტაცია. რქოვანაში სინთეზური რკალების ჩასმით ვცვლით რქოვანას კონუსისებურ ფორმას და ხშირ შემთხვევაში ვაუმჯობესებთ მხედველობას. პროცედურა Carl Zeiss-ის ფემტო ლაზერის გამოყენებით ტარდება, რაც მეტად უსაფრთხო და ზუსტ შედეგს გვაძლევს.

ხოლო მესამე სტადიის ბოლოს და მეოთხე სტადიაში კი მივმართავთ რქოვანას შრეობრივ ან სრული სისქის გადანერგვას ფემტო ლაზერის გამოყენებით.

რა ნიშნავს რქოვანას გადანერგვა ლაზერით ანუ გამჭოლი კერატოპლასტიკა?

გამჭოლი კერატოპლასტიკის დროს ხდება რქოვანას სრული სისქის გადანერგვა. ოპერაცია ფემტო ლაზერით კეთდება. აღნიშნული ოპერაცია ლაზერით საქართველოში აქამდე რამდენიმეჯერ არის ჩატარებული.

რა ჩივილები ჰქონდა პაციენტს, როდესაც მოგმართათ და როგორ შეიცვალა მისი მხედველობა გამჭოლი კერატოპლასტიკის შემდეგ?

პაციენტს მომართვის პერიოდში მხედველობის მკვეთრი გაუარესება აწუხებდა. ოპერაციის შემდეგ მას აღუდგა მხედველობა. საბოლოო შედეგის მისაღებად სრული რეაბილიტაციის პროცესი 8 თვეს მოიცავს. ამ პერიოდის განმავლობაში აუცილებელია თვალის წვეთები და ექიმის მუდმივი კონტროლი.

mkurnali.ge

რა ნიშნავს რქოვანას შრეობრივი გადანერგვა ლაზერით ანუ არაგამჭოლი კერატოპლასტიკა?

რქოვანას შრეობრივი გადანერგვა ფემტო ლაზერით საქართველოში პირველად ჩატარდა. ეს არის ოფთალმოლოგიაში ერთ–ერთი ყველაზე რთული და დახვეწილი ოპერაცია. ქირურგიული ჩარევა ტარდება იმიტომ, რომ მივაღწიოთ მაქსიმალურ მხედველობას და თვალის კაკალი შევინარჩუნოთ. რქოვანას გადანერგვა ხდება შრეობრივად და ისიც ლაზერით, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს იმის რისკს, რომ პაციენტის ორგანიზმმა არ მიიღოს დონორის რქოვანა, რაც პაციენტისთვის დიდი გამართლებაა.

ეს ოპერაცია პირველად თქვენ გააკეთეთ. რატომ არ კეთდებოდა აქამდე?

დიახ, ეს ოპერაცია ლაზერით პირველად ჩატარდა. ლაზერის გარეშე ეს ჩარევა შესაძლებელია გაკეთდეს მხოლოდ მანუალური მეთოდით, რაც პოსტოპერაციული პერიოდის შემდეგ მაღალი მხედველობით არ ხასიათდება. ლაზერით ამ ოპერაციების ჩატარება საკმაოდ დიდი მიღწევა და წინ გადადგმული ნაბიჯია ოფთალმოლოგიაში. ოპერაციის ჩასატარებლად უმაღლესი ხარისხის აპარატურა საჭირო. ჩემმა გამოცდილებამ და ქირურგიულმა შესაძლებლობებმა მომცა საშუალება ეს ოპერაცია ჩამეტარებინა.

ოპერაციის ძველი მეთოდისგან რითი განსხვავდება?

ოპერაციები ტარდება ლაზერით და არა მანუალურად (მოძველებული მეთოდით). სწორედ ლაზერი განაპირობებს იმას, რომ ოპერაცია სრულდება ნაკერების ნაკლები რაოდენობით, რაც პოსტოპერაციულად დაბალ ასტიგმატიზმს იწვევს და ამის გამო პაციენტი იღებს მხედველობის მაღალ ხარისხს. რაც ძალიან მნიშვნელოვანია, მკვეთრად მცირდება ალბათობა პაციენტის და დონორის რქოვანას შეუთავსებლობის .

ვინ შეიძლება იყოს დონორი რქოვანას გადანერგვის დროს?

დაზიანებული რქოვანას შეცვლა დონორის ჯანსაღი რქოვანათი ხდება, რომელიც „ნიუ ჰოსპიტალსს“ აშშ-დან, ბალტიმორის თვალის ბანკიდან მიეწოდება. რქოვანას გარსი არ შეიცავს სისხლძარღვებს და სხვა ქსოვილებთან შედარებით მისი შეთავსებადობა მაღალია.

რა აპარატურის გამოყენებით გაკეთდა ოპერაცია? ზოგადად, წარმატებული ოპერაციისთვის რამდენად მნიშვნელოვანია თანამედროვე სამედიცინო აპარატურის როლი?

ოფთალმოლოგიის ეროვნული ცენტრში კომპანია „ცაისის“ წარმოების ფემტო ლაზერი გამოიყენება, რომლიც მსოფლიო ლიდერია მაღალტექნოლოგიური ოფთალმოლოგიური აღჭურვილობის წარმოებაში. ეს აღჭურვილობა ოფთალმოლოგიაში ახალი სიტყვაა.

ამ ოპერაციის ჩატარება კიდევ თუ იგეგმება?

დიახ, ამ ეტაპზე იგეგმება კიდევ რამდენიმე ოპერაციის ჩატარება, რომლებიც მოიცავს რქოვანას როგორც სრულ, ისე შრეობრივ გადანერგვას.

კონსულტაციაზე ჩასაწერად დაუკავშირდით ნიუ ჰოსპიტალსს 032 2 190 190