როგორ ავიცილოთ დიაბეტის დროს თვალის დაზიანება და რა სიმპტომები ახასიათებს დიაბეტურ რეტინოპათიას - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როგორ ავიცილოთ დიაბეტის დროს თვალის დაზიანება და რა სიმპტომები ახასიათებს დიაბეტურ რეტინოპათიას

ადრეულ სტადიაში დაავადება უმეტესად არ ვლინდება, მაგრამ პაციენტი არ უნდა ელოდოს სიმპტომებს - შაქრიანი დიაბეტის შემთხვევაში მათი არარსებობის დროსაც აუცილებელია ყოველწლიური ვიზიტი ოფთალმოლოგთან და თვალის სრულყოფილი კვლევა. მაკულის შეშუპებისას პაციენტები აღნიშნავენ ბუნდოვან მხედველობას. პროლიფერაციული რეტინოპათიის ან ბადურაში სისხლჩაქცევის დროს პაციენტები მხედველობის ველში ხედავენ მფრინავ ლაქებს.

მათი შემჩნევისას აუცილებელია თვალის ექიმთან მისვლა - შესაძლოა, მკურნალობით გაცილებით სერიოზული გართულებები ავიცილოთ თავიდან. ზოგჯერ ასეთი ლაქები მკურნალობის გარეშეც ქრება და ადამიანი თავს კარგად გრძნობს, მაგრამ არ არის გამორიცხული სისხლჩაქცევის გამეორება და მხედველობის მნიშვნელოვანი გაუარესება. გახსოვდეთ, პროლიფერაციული რეტინოპათიის მიშვებულ შემთხვევებში მოსალოდნელია მხედველობის მნიშვნელოვანი კარგვა და სიბრმავეც კი. რაც უფრო ადრე დაიწყება მკურნალობა, მით უფრო დიდია ალბათობა, ის შედეგიანი აღმოჩნდეს.

როგორ აღმოაჩენენ დიაბეტურ რეტინოპათიასა და მაკულის შეშუპებას

დიაბეტურ რეტინოპათიასა და მაკულის შეშუპებას ავლენს თვალის ექიმი პაციენტის სრულყოფილი გამოკვლევისას. ამ დროს ხდება:

მხედველობის შემოწმება;

გუგის გაფართოება სპეციალური პრეპარატის ჩაწვეთებით და თვალის ფსკერის დათვალიერება;

ტონომეტრია - თვალის წნევის გაზომვა.

დიაბეტური რეტინოპათიის მკურნალობა

დიაბეტური რეტინოპთიის საუკეთესო მკურნალობა პრევენციაა. სისხლში შაქრის შემცველობისა და არტერიული წნევის ინტენსიური კონტროლი იწვევს დიაბეტური რეტინოპათიის გადავადებას ან მისი პროგრესირების შეფერხებას როგორც I, ასევე II ტიპის დიაბეტის შემთხვევაში. პარადოქსია, მაგრამ ცნობილია, რომ შაქრის შემცველობის ნორმალიზაციის პირველი 6-12 თვის განმავლობაში დიაბეტური რეტინოპათიის მიმდინარეობა შესაძლოა გაუარესდეს. საბედნიეროდ, ეს პროგრესირება დროებითია; შაქრის შემცველობის ხანგრძლივ ნორმალიზაციას თან ახლავს ნაკლებად გამოხატული დიაბეტური რეტინოპათია. ის, ვისაც დადგენილი აქვს რეტინოპათია, პროფილაქტიკური ფოტოკოაგულაციის კანდიდატია.

როდესაც სახეზეა კარგად ჩამოყალიბებული რეტინოპათიის სურათი, შაქრის შემცველობის კონტროლი ნაკლებად ეფექტური ღონისძიებაა. ამასთან ერთად აუცილებელია სათანადო ოფთალმოლოგიური მკურნალობა მხედველობის დაკარგვის თავიდან ასაცილებლად. შაქრიანი დიაბეტით დაავადებულთათვის აუცილებელია თვალის რეგულარული, სრულყოფილი გამოკვლევა. მიუხედავად დიაბეტის დროს სერიოზული ოფთალმოლოგიური პრობლემებისა, ცნობილია, რომ თვალის დიაბეტურ დაზიანებათა დიდი ნაწილის მკურნალობა მათი დროული დიაგნოსტიკის შემთხვევაში წარმატებით არის შესაძლებელი.

ამისთვის აუცილებელია თვალის ექიმთან მისვლა. მხედველობის შესანარჩუნებლად ძალზე წარმატებულია ლაზერული ფოტოკოაგულაცია. მიუხედავად იმისა, რომ არ არის დადასტურებული ვარჯიშის შემთხვევაში პროლიფერაციული დიაბეტური რეტინოპათიის მიმდინარეობის გაუარესება, ოფთალმოლოგების დიდი ნაწილი პაციენტებს ურჩევს თავი არიდონ ისეთ ფიზიკურ აქტივობას, რომლის დროსაც აუცილებელია სხეულის დაჭიმვა-დაძაბვა. იყო დიაბეტური რეტინოპათიისას ასპირინის გამოყენების მცდელობა, მაგრამ დადგინდა, რომ ეს პრეპარატი დაავადების მიმდინარეობაზე გავლენას არ ახდენს. სხვა ანტიაგრეგანტების როლი შესწავლის პროცესშია.

როგორ ავიცილოთ თავიდან თვალის დაზიანება დიაბეტის დროს?

დიაბეტის დროს თვალის დაზიანების თავიდან ასაცილებლად აუცილებელია:

სისხლში გლუკოზის (შაქრის) შემცველობის კონტროლი. მაღალი გლუკოზა ზრდის თვალის დაზიანების რისკს.

არტერიული წნევის კონტროლი, მომატებისას მისი მკურნალობა, სასურველია წნევა არ აღემატებოდეს 130/80-ს.

თამბაქოსთვის თავის დანებება.

ძლიერი ფიზიკური დატვირთვის (სიმძიმეების აწევა, ფეხბურთი) თავიდან აცილება.