იცოდით, რომ თვალების ჯანმრთელობა პირდაპირ კავშირშია გულისა და სისხლძარღვების ჯანმრთელობასთან? - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

იცოდით, რომ თვალების ჯანმრთელობა პირდაპირ კავშირშია გულისა და სისხლძარღვების ჯანმრთელობასთან?

მთელ მსოფლიოში დაახლოებით 250 მილიონ ადამიანს მხედველობის მსუბუქი და სერიოზული პრობლემები აქვს.

საკვები და სასმელი პროდუქტები, როგორც გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე, ასევე თვალებზეც მოქმედებს.

საკვები, რომელიც საზიანოა მხედველობისთვის:

• თეთრი პური და მაკარონი

mkurnali.ge

მკვლევრებმა მხედველობის ასაკობრივ პრობლემებსა და მარტივ ნახშირწყლებს შორის კავშირი აღმოაჩინეს.

თეთრი პური და მაკარონი მაკულის ასაკობრივი დეგენერაციის (AMD) განვითარების ალბათობას ზრდის.

დაავადების დროს ბადურაში ხდება დეგენერაციული პროცესები, რაც ასაკის მატებასთან ერთად იჩენს თავს.

აღნიშნული დაავადება სიბრმავის გამომწვევ მიზეზთაგან მესამე ადგილს იკავებს, კატარაქტისა და გლაუკომის შემდეგ.

ამ ტიპის ნახშირწყალს ორგანიზმი სწრაფად ითვისებს, რაც სისხლში შაქრის დონეს ზრდის. სჯობს, ისინი მარცვლეულით ჩაანაცვლოთ.

• დამუშავებული ხორცი

mkurnali.ge

ჰოთ-დოგი, ძეხვეული, ბეკონი - ისინი ნატრიუმით არის გაჯერებული, რაც წნევის მატებას იწვევს.

ჰიპერტენზიამ შეიძლება თვალებს ავნოს, ჰიპერტონიული რეტინოპათია გამოიწვიოს.

აღნიშნული დაავადება თვალის სისხლძარღვებს აზიანებს, რაც მხედველობის დაბინდვასა და დაკარგვას იწვევს.

შეზღუდეთ ნატრიუმის მოხმარება, დღიური ნორმაა 2300 მილიგრამი, ან უფრო ნაკლები.

• შემწვარი საკვები

mkurnali.ge

ბევრ ცხიმში შემწვარი საკვები, რომელიც ტრანსცხიმებით არის გაჯერებული ორგანიზმში ქოლესტერინის დონეს ზრდის, რაც, შესაბამისად ზრდის შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2-ის, ინსულტისა და ინფარქტის განვითარების რისკს.

შემწვარი საკვები თავისუფალი რადიკალების განვითარებას უწყობენ ხელს.

ამ ყველაფერმა შეიძლება გამოიწვიოს თვალის შემდეგი დაავადებები:

• დიაბეტური რეტინოპათია

• მაკულის ასაკობრივი დეგენერაცია (AMD)

თავისუფალ რადიკალებს ბევრი ხილისა და ბოსტნეულის ჭამით შეგიძლიათ ებრძოლოთ.

მიირთვით ბევრი C ვიტამინი.

სასარგებლოა:

• ციტრუსი

• პომიდორი

• წითელი ბულგარული წიწაკა

• გაზიანი და ენერგეტიკული სასმელები

mkurnali.ge

ისინი, დაახლოებით, 7-10 სუფრის კოვზ შაქარს შეიცავს.

გაზიანი და ენერგეტიკული სასმელები შაქრიანი დიაბეტის ტიპი 2-ის და გულ-სისხლძარღვთა პრობლემებს იწვევს.

შესაბამისად, დიაბეტური რეტინოპათიის და AMD-ის განვითარების რისკიც იზრდება.

რაც შეეხება დიდი რაოდნეობით ალკოჰოლს, ის ადრეულ ასაკში კატარაქტას იწვევს.

• კოფეინი

mkurnali.ge

იცოდით, რომ დილით კოფეინის შემცველი ყავისა და ჩაის დალევამ შეიძლება თვალშიგა წნევა (IOP) გაზარდოს?

თვალშიგა მაღალი წნევა გლაუკომითა და ჰიპერტენზიით დაავადებულ ადამიანებს ძალიან ხშირად აღენიშნებათ.