„მუქი რეჟიმი“ - არის თუ არა თვალებისთვის უკეთესი? - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

„მუქი რეჟიმი“ - არის თუ არა თვალებისთვის უკეთესი?

ტოლედოს უნივერსიტეტის მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ ცისფერი სინათლე არის აშშ-ში მხედველობის დაკარგვის ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი.

ცისფერი შუქი იწვევს ძილის პრობლემებსა და თვალის ტკივილებს.

ასევე აზიანებს ბადურას, ფოტორეცეპტორული უჯრედები იღუპება.

ლურჯ შუქს, სხვა ფერებთან შედარებით, მოკლე ტალღის სიგრძე აქვს. შესაბამისად - მეტი ენერგია.

ეკრანთან ადამიანი იშვიათად ახამხამებს თვალს, ცრემლი ორთქლდება სწრაფად და რქოვანა შრება.

ამ პრობლემების შესამცირებლად, არსებობს ე.წ „მუქი რეჟიმი“, ასევე „ღამის ცვლის“ პარამეტრი, „ ლურჯი შუქის ფილტრი“.

რალურად ამსუბუექებს ისინი სიმპტომებს?

მუქი რეჟიმის მიზანია ლურჯი სინათლის ზემოქმედებით თვალის გაღიზიანების შემცირება. მას უკვე მრავალი აპლიკაცია იყენებს.

მაგალითად, ფეისბუქი, ინსტაგრამი და სხვ. მუქ ფონზე თეთრი/ღია ფერის წარწერების აღქმა ცისფერი შუქის ნეგატიურ მოქმედებას უნდა ამცირებდეს.

როგორც აღმოჩნდა, არანაირი მტკიცებულება არ არსებობს, რომ ისინი გვიცავს.

ადამიანები, რომლებიც მუქ რეჟიმს ძილის წინ რამდენიმე საათით იყენებენ, ამბობენ, რომ ის უკეთ დაძინებაში ეხმარება.

ცისფერი შუქი არღვევს ცირკადულ რიტმს და ჰორმონ მელატონინის გამოყოფას თრგუნავს.

მისი შემცირება დაძაბულობას, სიბრაზესა და სტრესს ამცირებს.

ღამის რეჟიმის მომხმარებლები ამბობენ, რომ მუქი რეჟიმის დახმარებით ისინი უფრო მოცულობითი მასალის წაკითხვას ახერხებენ ციფრულ მოწყობილობებში.

ამერიკის ოფთამოლოგიის აკადემიის (AAO) განცხადებით, თვალის დაძაბვა ციფრული მოწყობილობების ხანგრძლივი და არასწორი გამოყენების შედეგია და არა ცისფერი შუქის.

2019 წელს „აიფონის“ მუქი რეჟიმი გამოიკვლიეს და აღმოჩნდა, რომ მნიშვნელოვანი განსხვავება მელატონინის წარმოებაში არ დაფიქსირდა.

კვლევები გრძელდება და რეალობა არის ერთი, რომ ცისფერი შუქი ბევრი ადამიანის მხედველობის გაურესების მიზეზი ხდება.

მისი ხანგრძლივი ზემოქმედება აზიანებს თვალის ჯანმრთელობას. ამას არც „მუქი რეჟიმი“ და არც „ ლურჯი ფერის ფილტრი“ შველის.

თითქოს ისინი ამსუბუქებენ მდგომარეობას, მაგრამ კვლევები ცხადჰყოფს, რომ არსებითი განსხვავება და სარგებელი არ არის მათ გამოყენებაში.

გამოსავალი იმ დროის შემცირებაა, რომელსაც ეკრანთან ატარებთ. ხშირად უბრალოდ დახუჭეთ თვალები და ღრმად ისუნთეთ.

ასევე, გაიხედეთ შორ მანძილზე, რათა თვალის კუნთები მოდუნდეს.