საშიშია თუ არა წითელი ლაქა თვალზე? - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

საშიშია თუ არა წითელი ლაქა თვალზე?

კონიუნქტივა - ეს არის გამჭირვალე გარსი, რომელიც თვალის ზედაპირს ფარავს.

კონიუქტივა შეიცავს პატარა სისხლძარღვებს, რომლებიდანაც, წნევის უეცარი მომატების შედეგად, სისხლი გამოჟონავს.

მრავალი მიზეზის გარდა, თვალში წითელი სისხლჩაქცევები შეიძლება დიაბეტურმა რეტინოპათიამაც გამოიწვიოს.

ამ დროს, შაქრის მაღალი დონის გამო, სისხლძარღვები წყდება.

ადამიანებმა შეიძლება ვერ გაათვითცნობიერონ, რომ დიაბეტური რეტინოპათია აქვთ, სანამ ეს მათ მხედველობაზე გავლენას არ მოახდენს.

დიაბეტური რეტინოპათიის სიმპტომებია :

• ბუნდოვანი მხედველობა

• ღამით მხედველობის გაუარესება

• ადამიანი საგნებს ჩამქრალი ფერებით ხედავს

რეტინოპათიის განვითარების რისკის შემცირება სისხლში შაქრის დონისა და წნევის კონტროლით არის შესაძლებელი.

კონიუნქტივაში სისხლჩაქცევები სპეციალურ მკურნალობას არ საჭიროებენ, ისინი რამდენიმე დღიდან, რამდენიმე კვირამდე გაიწოვება.

ეს დამოკიდებულია ლაქის ზომასა და ადგილზე. შეგიძლიათ, ხელოვნური ცრემლი გამოიყენოთ გაღიზიანების ან სიმშრალის შესამცირებლად.

თუ წითელი ლაქა ბაქტერიული ინფექციის შედეგია, ექიმი ანტიბიოტიკურ თვალის წვეთებს ნიშნავს.

არ უნდა შეშფოთდეთ, თუ წითელი ლაქა ფერს იცვლის, ყვითელი ან ნარინჯისფერი ხდება - ეს მანიშნებელია, რომ სისხლჩაქცევა იკურნება.

ზოგადად, სამედიცინო ჩარევის გარეშე, სისხლჩაქცევა თავად გაქრება.

არასასიამოვნო სიმპტომების შესამცირებლად და გაწოვის დასაჩქარებლად შეგიძლიათ სცადოთ:

• თბილი კომპრესი გაღიზიანების შესამცირებლად

• ცივი კომპრესი შეშუპების შესამცირებლად

• იმისათვის, რომ მალე ალაგდეს სისხლჩაქცევა, არ გამოიყენოთ ლინზები

• ხელოვნური ცრემლი სიმშრალეს, დაჭიმულობას მოგიხსნით

• არ მოისრისოთ თვალები

თუ წითელ ლაქას თან ერთვის საყურადღებო სიმპტომები, სჯობს ექიმს გაესაუბროთ.

ეს სიმპტომებია:

• დაზიანებული თვალის ტკივილი

• თავის ტკივილი

• გამონადენი თვალიდან

• მრავლობითი სისხლჩაქცევა

• მხედველობის ცვლილებები

არ აგერიოთ წითელი ლაქა ჰიფემაში, რომელიც ჰგავს მას, თუმცა დამატებითი სიმპტომები აქვს, როგორებიცაა თავის ტკივილი და სინათლეზე მგრძნობელობა.

ის სისხლჩაქცევაა თვალის წინა, თხევად ნაწილში, რომელიც მხედველობის გაუარესებას იწვევს. ასეთ დროს ექიმთან ვიზიტი არ უნდა გადადოთ.