/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
Online Mkurnali
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რა არის თვალიდან გამონადენის მიზეზები და რას გვეუბნება მისი ფერი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რა არის თვალიდან გამონადენის მიზეზები და რას გვეუბნება მისი ფერი

ძილის დროს ის გროვდება, გაღვიძებისას თვალის კუთხეებში ცოტაოდენი გამონადენი თუ გექნებათ, ეს ნორმალურია.

თუმცა, დღის განმავლობაში, რეგულარულად ლორწოვანის დაგროვება იმის ნიშანია, რომ თქვენი თვალები დახმარებას ითხოვენ.

გამონადენი თვალის მოსვენების პროცესში გროვდება, როდესაც გძინავთ და ის თვალის ლორწოვანისა და მასში არსებული ცხიმოვანი ნივთიერებისგან წარმოიქმნება.

ხშირად სერიოზულ დაავადებასთან არ ასოცირდება, მაგრამ მაინც სჯობს, ექიმს ეჩვენოთ, რომ მდგომარეობა უფრო არ გაუარესდეს.

თვალიდან გამონადენის ფერის, სიხშირისა და თანმხლები სიმპტომების მეშვეობით მისი გამომწვევი მიზეზი დგინდება.

mkurnali.ge

გამონადენის მიზეზი ყველაზე ხშირად ინფექციებია, მაგალითად ბლეფარიტი (ქუთუთოს ანთება).

მას გაღიზიანებული თვალიდან გამონადენი ახასიათებს, დილით წამწამები შეიძლება გეწეპებოდეთ ერთმანეთზე და თვალების გახელა გიჭირდეთ, საჭიროა თვალის ჰიგიენა დაიცვათ და თბილი კომპრესები დაიდოთ.

თუ შენიშნეთ მწვანე გამონადენი, ეს სინუსური ინფექციის მანიშნებელია.

ერთი თვალიდან, ან ორივედან მოთეთრო გამონადენი ნიშნავს, რომ თვალი გაღიზიანებულია, ეს ასევე ინფექციის მაჩვენებელია.

გამომწვევი მიზეზი არის ის, რამაც თვალის გაღიზიანება გამოიწვია და ასეთი რამ ძალიან ბევრი შეიძლება იყოს.

თვალიდან გამონადენის ერთ-ერთი ხშირი მიზეზი კონიუქტივიტია - თვალის გარსის ანთებაა. მას ბაქტერია ან ვირუსი იწვევს, გადამდებია და თვალის სიწითლე ახასიათებს.

mkurnali.ge

თვალის სიწითლის გარდა, ამ ინფექციასთან ასოცირდება შემდეგი სიმპტომები:

• ქავილი

• გამონადენი ერთ ან ორივე თვალში

• ცრემლდენა

• ტკივილი

• თვალის გაღიზიანება, წვის შეგრძნება

თვალის წვეთებთან ერთად, ცივი კომპრესები დისკომფორტს შეგიმსუბუქებთ.

გამონადენის მიზეზი შეიძლება იყოს ალერგია და თავად კონიუქტივიტიც შეიძლება იყოს ალერგიული ფორმის. ალერგენი კი შეიძლება მტვერი ან ნებისმიერი სხვა რამ იყოს.

სიმპტომები გამონადენთან ერთად:

• ქავილი

• წვა

• ქუთუთოების შეშუპება

• სურდო/ცემინება

დაავადების თავიდან აცილების მიზნით, უნდა მოერიდოთ იმას, რაც ალერგიას იწვევს, მიიღოთ ალერგიის წამალი და თვალის წვეთები, ექიმის დანიშნულებით.

რქოვანას წყლული

მშრალმა თვალმა ან ინფექციამ შეიძლება გამოიწვიოს რქოვანას წყლული. რომელსაც, თვალიდან თეთრი გამონადენი ახასიათებს.

მისთვის დამახასიათებელია ასევე, შემდეგი სიმპტომები :

• თვალის სიწითლე

• ტკივილი

• ხშირი ცრემლდენა

• უსიამოვნო შეგრძნება ქუთუთოსთან

• მგრძნობელობა სინათლის მიმართ

ასეთ დროს აუცილებელია მკურნალობა, შესაძლოა, ანტიბიოტიკოთერაპია დაგჭირდეთ.

მოკლედ, თვალიდან თეთრი გამონადენის მიზეზი შეიძლება მრავლი მიზეზით იყოს განპირობებული. თუმცა, ყოველთვის შეშფოთების მიზეზი არ არის ეს.

ექიმს უნდა მიმართოთ, თუ ზედმეტად დიდი რაოდენობითა და სიხშირით აღგენიშნებათ გამონადენი, რომელსაც სხვა სიმპტომებიც ახლავს თან.