მხედველობის გაუმჯობესება ლაზერული კორექციით უკვე კერატოკონუსის დროსაც არის შესაძლებელი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

მხედველობის გაუმჯობესება ლაზერული კორექციით უკვე კერატოკონუსის დროსაც არის შესაძლებელი

ეს უკვე კერატოკონუსია. მას შეიძლება ახალგაზრდების თვალის დაავადებაც ვუწოდოთ, რადგან 10-25 წლის ასაკში ვლინდება, მომდევნო 10-15 წელი შესაძლოა პროგრესირება განიცადოს, 40 წლის შემდეგ კი დაავადება წყვეტს განვითარებას.

მისი გამომწვევი ზუსტი მიზეზი უცნობია, თუმცა ხშირია მემკვიდრეობით გადაცემა.

კერატოკონუსი რქოვანას დაავადებაა. ის ნორმალურ, მრგვალ ფორმას კარგავს და იბურცება - კონუსის ფორმას ღებულობს.

დაავადება იწვევს ახლომხედველობას და მაღალი ხარისხის ასტიგმატიზმს.

ადამიანები, ვისაც კერატოკონუსის დიაგნოზს უსვამენ, ერთგვარი სტრესის ქვეშ ექცევიან, მათი მხედველობის გაუმჯობესება ჩვეულებრივი ლინზებით არ ხერხდება. კერატოკონუსით დაავადებულის მხვედველობის საკორექციოდ აირგამტარი, კონტაქტური ე.წ მყარი ლინზები გამოიყენება, ისინი ჩვეულებრივისგან იმით განსხვავდება, რომ სწრაფად ახდენს რქოვანას ფორმის კორექციას, მათი ზემოქმედებით რქოვანა გლუვი და თანაბარი ხდება.

თუ დაავადება შორს არ არის წასული, მკურნალობის მეთოდი ორგვარია:

• „ქროს-ლინქინგი“

ეს არის რქოვანას ულტრაიისფერი სხვივებით დასხვივების პროცედურა, რომელიც მცირე დროს მოითხოვს.

მკურნალობის ეს მეთოდი არაინვაზიურია.

შედეგად, რქოვანას გარსი მაგრდება და დაავადება განვითარებას წყვეტს.

• რქოვანას გარსის ინტრასტრომული რკალების იმპლანტაცია

აღნიშნული პროცედურაც დიდ დროს არ მოითხოვს.

რკალების იმპლანტაცია კერატოკონუსის განვითარებას აფერხებს, ასევე საგრძნობლად ამსუბუქებს პაციენტის სიმპტომებს. ოპერაციის შემდგომ, მხედველობის გარკვეული ნაწილი აღდგება.

მას შემდეგ, რაც სამედიცინო სფეროში მხედველობის ლაზერული კორექცია გამოჩნდა, პროცედურამ ბევრ ადამიანს გაუუმჯობესა მხედველობის ხარისხი, ის ბევრისთვის ხსნა აღმოჩნდა.

აღნიშნულ მეთოდს მრავალი პაციენტი მიმართავს.

თუ მხედველობის კორექციის მიზნით, ლაზერის გაკეთება გადაწყვიტეთ, ოპერაციის წინ გამოკვლევები ჩაიტარეთ, თვალის ტომოგრაფია გაიკეთეთ და კერატოკონუსი აღმოგაჩნდათ, ლაზერს ვეღარ გაიკეთებთ - იმ მარტივი მიზეზით, რომ ლაზერული ოპერაციის დროს, მხედველობის გაუმჯობესება რქოვანას ხარჯზე ხდება. კერატოკონუსის დროს კი თავად რქოვანა „ითხოვს შველას“ .

კერატოკონუსით დაავადებულ მრავალ ადამიანს გაახარებს ფაქტი, რომ დღეს უკვე შესაძლებელია აღნიშნული დიაგნოზის შემთხვევაშიც, ლაზერული კორექცია, მარამ ჯერ კეთდება, რქოვანას გამაგრებისთვის „ქროს-ლინქინგი“ და შემდგომ - ლაზერი.