როგორია დიაბეტური რეტინოპათიის მკურნალობისა და პრევენციის საშუალებები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როგორია დიაბეტური რეტინოპათიის მკურნალობისა და პრევენციის საშუალებები

ამ პრობლემის შესახებ, მისი მკურნალობის, დიაგნოსტიკისა და პრევენციის საშუალებებზე გვესაუბრება ექიმი ოფთალმოლოგი სოფო ტურძილაძე.

- ქალბატონო სოფო, რა მდგომარეობაა დიაბეტური რეტინოპათია?

- რეტინოპათია არის შაქრიანი დიაბეტის ერთ-ერთი ყველაზე ხშირი გართულება. რეტინოპათიის დროს ზიანდება თვალი, კერძოდ, მისი ბადურას გარსი, რაც იწვევს მხედველობის საკმაოდ სერიოზულ, შეუქცევად დაზიანებას. საბოლოოდ, შეიძლება ადამიანის დაბრმავებამდეც კი მიგვიყვანოს.

- რატომ ვითარდება ის და რომელი კატეგორიის პაციენტები არიან რისკჯგუფში?

- ჩვენი მკითხველისთვის გასაგები ენით რომ ავხსნათ, რეტინოპათიას იწვევს გაუკონტროლებელი შაქრის დონე სისხლში, რისკფაქტორია როგორც მომატებული, ასევე დაბალი გლიკემიის მდგომარეობა. განვითარების რისკფაქტორებია მაღალი არტერიული წნევა და ცხიმოვანი ცვლის დარღვევა. შაქრიანი დიაბეტის დროს ზიანდება თვალის ბადურას გარსის სისხლძარღვები, მათი კედელი კარგავს სიმყარეს. დაზიანება იწყება ჯერ წვრილი კაპილარული ქსელით, დაავადების პროგრესირებასთან ერთად, პათოლოგიური ცვლილებები ვრცელდება მსხვილ სისხლძარღვებზეც. ვლინდება ჯერ წვრილი სისხლჩაქცევის უბნები, იშემიის კერები, ანუ ის კერები, სადაც დარღვეულია სისხლის მომარაგება.

- რა სახისა შეიძლება იყოს ის?

- როგორც ყველა დაავადებას, რეტინოპათიასაც აქვს სტადიურობა. კერძოდ, არსებობს: 1. არაპროლიფერაციული; 2. პრეპროლიფერაციული; 3 . პროლიფარაციული დიაბეტური რეტინოპათია.

- როგორ ვლინდება დიაბეტური რეტინოპათია?

- საწყის სტადიაზე ანუ არაპროლიფერაციული რეტინოპათიის დროს პაციენტს შეიძლება ჩივილები საერთოდ არ ჰქონდეს.

მხედველობის გაუარესება შემდეგ სტადიებში ხდება, განსაკუთრებით, თუ პროცესში ერთვება თვალის ცენტრალური ზონა, ეგრეთ წოდებული, მაკულარული ზონა და ვითარდება დიაბეტური მაკულოპათია, ამ დროს პაციენტი აღნიშნავს:

  • მხედველობის გაუარესებას;
  • ფერების აღქმის დარღვევას;
  • მეტამორფოფსიებს, ანუ საგნების კონტურების სისწორის დარღვევას.

დაავადების პროგრესირებასთან ერთად პაციენტის ჩივილებიც მატულობს.

- რამდენად მნიშვნელოვანია სკრინინგი, როგორ, რა სიხშირით და პერიოდულობით უნდა ჩატარდეს ის?

- როგორც ზემოთ აღვნიშნე, საწყის სტადიაზე მხედველობის ორგანოსთან დაკავშირებული ჩივილები პაციენტს შეიძლება არც კი ჰქონდეს, ამიტომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ექიმთან დროულ მიმართვას.

შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2-ის დიაგნოზის დასმისთანავე სავალდებულოა თვალის ექიმის კონსულტაცია, ტიპი 1-ის დიაგნოზის შემდეგ პირველი კონსულტაცია აუცილებელია დიაგნოზის დასმიდან 5 წელიწადში. შემდგომი კონსულტაცია აუცილებელია ორივე ტიპის დიაბეტისთვის წელიწადში ერთხელ.

- როგორია დიაგნოსტიკა?

- დიაბეტური რეტინოპათიის დიაგნოსტირებისთვის ოფთალმოლოგი ატარებს თვალის სრულ გამოკვლევას, იზომება მხედველობის სიმახვილე, თვალის შიდა წნევა, ხდება გუგის გაფართოება და თვალის ფსკერის დეტალური დათვალიერება. რეტინოპათიისა და არამარტო რეტინოპათიის დიაგნოსტირებაში რევოლუციური პროგრესი განვიცადეთ თვალის კომპიუტერული ტომოგრაფიის დანერგვის შემდეგ, აღნიშნული კვლევა აუცილებელია, დიაბეტით დაავადებულ ყველა პაციენტს ჩაუტარდეს, რადგანაც შესაძლებლობა გვეძლევა დეტალურად ვნახოთ ბადურას გარსი, დადგინდეს საწყისი ცვლილებები მხედველობის უკუშეუქცევად გაუარესებამდე.

- როგორია მკურნალობა?

- დიაბეტური რეტინოპათიის მკურნალობისთვის მოწოდებულია ბადურა გარსის ლაზერკოაგულაცია ან თვალში სპეციფიკური პრეპარატის ინიექცია. მკურნალობის ტაქტიკა დამოკიდებულია დაავადების სტადიაზე და ბადურა გარსის რომელი უბანია დაზიანებული.

- როგორია პრევენციული ღონისძიებები?

- ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს პრევენციულ ღონისძიებებს, რომლებშიც შედის გლიკემიის შეძლებისდაგვარად კარგი კონტროლი, არტერიული წნევის, ცხიმოვანი ცვლის კონტროლი და კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, თვალის ექიმთან ხშირი ვიზიტი, წელიწადში ერთხელ მაინც. თუ პაციენტი შეეცდება და ექიმის ყველა რჩევას გაითვალისწინებს, ამ ურთულესი დაავადების მართვა შესაძლებელია ისე, რომ პაციენტი მაქსიმალურად დაცული იყოს გართულებებისგან.

- როგორია პროგნოზი?

- ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ამ რთული დაავადების კეთილსაიმედო პროგნოზისთვის აუცილებელია თვალის ექიმთან დროული და ხშირი ვიზიტი, რადგან რეტინოპათია იწვევს მხედველობის გამოუსწორებელ დაზიანებას.