რატომ უქვეითდება ბავშვს მხედველობა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რატომ უქვეითდება ბავშვს მხედველობა

კარგი მხედველობა ბავშვს ადრეული ასაკიდან ეხმარება სწორ განვითარებაში.

დაბადებისას ბავშვის მხედველობა სრულად არაა განვითარებული და გარკვეული დრო სჭირდება, რომ პატარას ნორმალური მხედველობა ჩამოუყალიბდეს. დაბადებისას მხედველობის სიმახვილე ყველა ახალშობილს ძალიან დაბალი აქვს. პირველი წლის განმავლობაში ბავშვის მხედველობის სიმახვილე სწრაფად იზრდება, მაგრამ სრულფასოვნად მხედველობის აპარატი ფუნქციონირებას იწყებს, მხოლოდ მაშინ, როდესაც ბავშვი 3-5 წლის ხდება. დაბადებისას თვალების სინქრონული მოძრაობაც არ არის სრულად განვითარებული და სრულყოფილდება ბავშვის სიცოცხლის პირველ წელს.

ამბლიოპია ანუ „ზარმაცი თვალი“

ამბლიოპია მხედველობის დეფექტია, რომლის დროსაც ტვინს არ შეუძლია ობიექტის ორივე თვალით ერთდროულად აღქმა, ანუ მხედველობა არ არის ბინოკულარული, სივრცითი. ეს ხდება მაშინ, თუ დარღვეულია ერთი თვალის მხედველობა და ეს დარღვევა დიდხანს უცნობი რჩება. ერთი თვალის მხედველობის სიმახვილის დაქვეითების მიზეზი შეიძლება იყოს რეფრაქციის დარღვევა – შორსმხედველობა, ახლომხედველობა, ასტიგმატიზმი ან კატარაქტა, მინისებური სხეულის შემღვრევა. „უკეთესი“ თვალი ხდება წამყვანი, ხოლო მეორე, მხედველობაში არასაკმარისი მონაწილეობის გამო, დროთა განმავლობაში იწყებს გვერდით გადახრას, ვითარდება სიელმე, რომელიც ხშირად ამბლიოპიის თანმდევია.

ამბლიოპიის კორექცია აუცილებელია, ვიდრე ბავშვი პატარაა, წინააღმდეგ შემთხვევაში, დაავადებულმა თვალმა შეიძლება საერთოდ ვეღარ დაინახოს. რაც უფრო ადრე დაიწყება მკურნალობა, მით მეტია წარმატების შანსი. ექიმი ურჩევს ბავშვს ჯანსაღი თვალი დღეში რამდენიმე საათით დაიფაროს. ეს იმისთვისაა საჭირო, რომ დაავადებულმა თვალმა იმუშაოს.

თუ სათვალე საჭიროა...

ხშირია ბავშვთა თანდაყოლილი შორსმხედველობა, ანუ თანდაყოლილი ასტიგმატიზმი, რომელიც ხშირად ბავშვის ცხოვრების პირველ წელსვე გაივლის.

მხედველობის პრობლემები

ძალიან პატარა ასაკში ბავშვები დაქვეითებულ მხედველობას ბუნებრივად მიიჩნევენ, რადგან მათ არ იციან, რა არის კარგი მხედველობა. სასურველია, სკოლამდე ყველა ბავშვმა გაიაროს ოკულისტის კონსულტაცია.

დალტონიზმი

10 ვაჟიდან (გოგონებთან ეს მაჩვენებელი უფრო დაბალია) დაახლოებით 1 ცუდად არჩევს ფერებს და ხშირად ეს პრობლემა თანდაყოლილია.

მხედველობის შემოწმება

ოკულისტთან პირველი ვიზიტი საჭიროა 3 თვის ასაკში, შემდგომ 7-8 და 12 თვის ასაკში. შემდგომ – წელიწადში 1-2-ჯერ.

როგორ შევარჩიოთ სათვალე სწორად

როდესაც ბავშვს მხედველობის პრობლემა აქვს, საჭიროა სათვალის ტარება. ნუ გააკეთებთ ეკონომიას მისთვის სათვალის შერჩევისას. მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში შეიძლება კონტაქტური ლინზები ამჯობინოთ, რომელიც აუცილებლად სპეციალისტმა უნდა შეარჩიოს. მხედველობის ლაზერული კორექცია ბავშვთა ასაკში არ ტარდება, რადგანაც ბავშვების მხედველობის ორგანო ბოლომდე არ არის განვითარებული.

შორსმხედველობა, ახლომხედველობა და ასტიგმატიზმი

ნორმალური მხედველობისას ობიექტის გამოსახულება ფიქსირდება ბადურაზე. როდესაც ეს ასე არ ხდება, საუბრობენ რეფრაქციის დარღვევაზე. არსებობს რეფრაქციის დარღვევის სამი ძირითადი სახე:

შორსმხედველობა ანუ ჰიპერმეტროპია: როდესაც ახლო მანძილზე ვერ ხდება საგნების მკაფიოდ დანახვა. შორსმხედველობა მაშინაა, როდესაც თვალის კაკალი ძალიან პატარაა (მოკლე) და ობიექტის გამოსახულება ფიქსირდება ბადურას გარეთ.

ახლომხედველობა ანუ მიოპია: ამ დროს ადამიანი შორს ცუდად ხედავს. მიოპია ვითარდება, თუ თვალის კაკალი გაზრდილია (გაჭიმულია), ამასთან საგნის გამოსახულება ჩნდება არა ბადურაზე, არამედ მის წინ.

ასტიგმატიზმის დროს სინათლის სხივი ფიქსირდება, როგორც წესი, არა ერთ, არამედ რამდენიმე წერტილში. ამის მიზეზი თვალის რქოვანას არასწორი სიმრუდეა.