/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

თვალი

ღამის ლინზები გაიღვიძე და დაინახე უკეთ!

ღამის ლინზები გაიღვიძე და დაინახე უკეთ!
ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ, მხედველობის კორექციისთვის ღამის ლინზების გამოყენება ფანტასტიკის სფეროს მიეკუთვნებოდა.

დღეს ეს რეალობაა. ღამის ლინზების დანიშნულებასა და შესაძლებლობებზე გვესაუბრება „ჩიჩუების სამედიცინო ცენტრ „მზერას“ ექიმი-ოფთალმოლოგი ქეთევან წიკლაური.

რქოვანას რეფრაქციული თერაპია (ჩღთ) – ორთოკერატოლოგია – კონტაქტური კორექციის ყველაზე თანამედროვე მეთოდია როგორც ახლო-, ისე შორსმხედველობის დროს. ეს მეთოდი იყენებს სპეციალური დიზაინის მყარ ჰიპერაირგამტარ ლინზებს.

ორთოკერატოლოგიური ლინზები – ღამის ლინზები უზრუნველყოფენ მაღალ მხედველობას დღის განმავლობაში სათვალის და რბილი კონტაქტური ლინზების გარეშე. ღამის ლინზები გამოიყენება მხოლოდ ღამით, ძილის დროს. ადამიანი მას იკეთებს დაძინების წინ, დილით იხსნის და ხედავს ისე, როგორც სათვალეში, ოღონდ სათვალის გარეშე.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ძილის პერიოდში ღამის ლინზები დელიკატურად ახდენენ რქოვანას მოყვანილობის მოდელირებას ზუსტად ისე, რა სიდიდითაც სჭირდება თქვენს თვალს, რომ დაინახოს დღისით კარგად.

ორთოლინზების ფუნქცია ამით არ შემოიფარგლება. გარდა იმისა, რომ აუმჯობესებენ მხედველობას, ისინი ზრუნავენ მიოპიის პროგრესირების შეფერხებაზე. მსოფლიოს წამყვანი სპეციალისტების მრავალი კვლევით დადგენილია, რომ იმ მოზარდებში, რომლებიც იყენებენ ღამის ლინზებს (ორთოკერატოლოგიურ ლინზებს), მიოპიის პროგრესირების შეფერხება-შენელება ხდება 40-42%-ით.

შეკითხვა ექიმს
<p>-გამარჯობა, მყავს 4 წლის გოგო, რომელიც ხშირ დროს ატარებდა ტელეფონთან, დაუდგინდა მიოპია -2 და მეორე თვალზე -2.75. მეც ახლომხედველი ვიყავი, ლაზერული ოპერაციის გაკეთებამდე. რადგან ჯერ არავინ მინახავს სათვალის ტარებით განკურნებული ოფთალმოლოგს ვკითხე თუ შეიძლება თანდათან გაუმჯობესდეს ჩემი შვილის მდგომარეობათქო და არაო მითხრა, პირიქით შეიძლება გაიზარდოს მინუსიო. არაფერი ეშველებაო ოპერაციის გარდა. მაინტერესებს მართლა ასეა? გასაგებად რომ დამიწეროთ რა.. რამე ვარჯიში ან წვეთები არაფერი გამიგონია ჯერ კიდევ? პ.ს. ახლობელს დაყავს ბავშვი 3 წლიდან უკეთია სათვალე და ყოველ ნახევარ წელიწადში ექიმი უფრო დაბალი ნომრის სათვალეს უნიშნავს რადგან უკეთესობა აქვსო და დავიბენი</p>

რა განაპირობებს ამ ეფექტს?

ორთოკერატოლოგიური ლინზები (ორთოლინზები) დროებით ცვლიან რქოვანას რელიეფს, ისე, რომ მისი სინათლის გარდამტეხი ძალა (რეფრაქციული ძალა)- ზუსტად საჭირო სიდიდით შემცირდეს ან გაიზარდოს. ეს არის სწორედ ის საოცარი ეფექტი, რის შედეგადაც გამოსახულება აისახება ზუსტად ბადურაზე და სათვალის გარეშე მხედველობის სიმახვილე აღწევს 80-100%-ს.

ამგვარად, რქოვანას რეფრაქციული თერაპიით თქვენ სათვალის, რბილი კონტაქტური ლინზების გარეშე, ანუ ყოველგვარი რეფრაქციული კორექციის გარეშე, გაქვთ იგივე შედეგი - 80-100%-იანი მხედველობა.

ამ მეთოდის მნიშვნელოვანი დამსახურეებაა ის, რომ ბავშვთა ასაკში აფერხებენ მიოპიის პროგრესირებას, თითქმის მთლიანად ხსნიან აკომოდაციურ სპაზმს, ავითარებენ აკომოდაციის რეზერვებს და მხედველობას, იმ შემთხვევაში, როცა ზარმაცი თვალის ჩამოყალიბების საშიშროების პირობები არსებობს.

რამდენად დიდხანს ნარჩუნდება ორთოლინზების ეფექტი?

დილით, ორთოლინზების მოხსნის შემდეგ, თქვენ მთელი დღის განმავლობაში და შესაძლებელია მომდევნო დღესაც (ეს დამოკიდებულია თქვენს რქოვანაზე) კარგად უნდა ხედავდეთ სათვალის გარეშე (ანუ ისე, როგორც ხედავთ სათვალეში). საუკეთესო და სტაბილური შედეგი არის მოსალოდნელი, როცა ლინზების გამოყენება ხდება ყოველ ღამე.

მხედველობის როგორი პრობლემის გადაჭრა შეუძლია ორთოკერატოლოგიურ ლინზებს?

უპირველესად ორთოლინზებს შეუძლიათ დროებით მიოპიის კორექცია. ლინზების გამოყენებით კორექცია შესაძლებელია –6,0-მდე.

თუმცა, სპეციალური დიზაინის ორთოლინზებს შეუძლიათ კორექცია ასტიგმატიზმის 3-მდე და ასევე შორსმხედველობის +3D-მდე. ნებისმიერ შემთხვევაში თქვენი ექიმი კომპეტენტურად გადაწყვეტს თქვენთვის საჭირო კორექციის ხარისხს გამოკვლევების შემდგომ.

ვინ არის ორთოკერატოლოგიის კანდიდატი?

ეს საკითხი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ინდივიდუალურია და გადაწყვეტა ხდება მხოლოდ სრული გამოკვლევის შემდგომ.

ორთოლინზების ეფექტურობა მთლიანად დამოკიდებულია ლინზების სწორ შერჩევასა და მათ შემდგომ სწორ გამოყენებაზე. ლინზების სწორი შერჩევა მოითხოვს სპეციალისტის მაღალ კვალიფიკაციას, ასევე ლინზების მომხმარებლისაგან მოითხოვს მითითებების ზედმიწევნით შესრულებას.

ბავშვებს დამატებით უტარდებათ სრული კომპლექსური კვლევები და ანატომიური მონაცემების აღნუსხვა, რათა შემდგომში ობიექტურად გაანალიზდეს დინამიკაში ახლომხედველობის განვითარება, შეფასდეს თვალის კუნთების აპარატი, დაავადების ტენდენციები და ასევე შეფასდეს რეფრაქციული თერაპიის ეფექტურობა (ახლომხედველობის სტაბილიზაცია, აკომოდაციური რეზერვების განვითარება, თვალის მაფოკუსირებელი კუნთების სპაზმის მოხსნა და პროფილაქტიკა, თვალის ფიზიოლოგიური მუშაობის უზრუნველყოფა).

ლინზების შერჩევა არის ხანგრძლივი და შრომატევადი პროცედურა. შერჩევის დროს სულ მცირე სამი ანტომიური პარამეტრია გასათვალისწინებელი, თითოეული მათგანისთვის შეთავაზებულია ლინზის 4 ვარიანტი, ეს იმას ნიშნავს, რომ თითოეული თვალისთვის არსებობს 12 თეორიული ვარიანტი, რომელთაგანაც უნდა აირჩეს ოპტიმალური.

ორთოლინზების გამოყენებისთვის კარგი კანდიდატები უმეტესად დაბალი და საშუალო მიოპიის მქონე პირები არიან ასაკის შეუზღუდავად.

მათთვის, ვისთვისაც შეუძლებელია ექსიმერლაზერული კორექცია ასაკის გამო (როგორც იცით, სასურველია ექსიმერლაზერული კორექცია გაკეთდეს არა უადრეს 20-21 წლისთვის), რქოვანას მდგომარეობის გამო, როდესაც რქოვანა თხელია და შეუძლებელია ექსიმერლაზერული კორექცია – ორთოლინზები საუკეთესო ალტერნატივაა.

ასევე, სპორტსმენებისა და ექსტრემალური პროფესიების მქონე პირებისთვის ორთოლინზები უმეტესად ერთადერთი სწორი არჩევანია.

რამდენადაც ორთოლინზების ზემოქმედება სრულად შექცევადია, თქვენ ნებისმიერ დროს შეგიძლიათ შეწყვიტოთ ლინზების გამოყენება.

როგორ შედეგებს უნდა მოველოდეთ ორთოლინზების გამოყენებისას?

ორთოლინზების გამოყენებისას ექიმი მიზნად ისახავს 100%-იან მხედველობას, თუმცა 80% და 90% ასევე ითვლება დამაკმაყოფილებელ შედეგად, იმიტომ რომ ასეთი მხედველობა საკმარისია საიმისოდ, რომ არ გამოიყენოთ სათვალე და იყოთ კომფორტულად.

რას შეიძლება ველოდოთ ორთოლინზების გამოყენების დაწყებისას?

ექიმთან გამოკვლევის სრული კურსის ჩატარების შემდეგ, მიღებულ შედეგებზე დაყრდნობით, სპეციალური ნომოგრამებითა და ალგორითმით შეირჩევა თქვენთვის საწყისი ლინზა, რომლის შეცვლა რამდენჯერმე შეიძლება დასჭირდეს თქვენს ექიმს მაქსიმალური მხედველობისა და კომფორტის მისაღწევად. იშვიათად შესაძლებელია დაგჭირდეთ სპეციალური ლინზის შეკვეთა.

პირველ ხანებში გექნებათ მცირე დისკომფორტი და ლინზების შეგრძნება, მაგრამ მალე ხდება შეგუება ღამის განმავლობაში და დისკომფორტიც იხსნება.

რა დრო სჭირდება ორთოლინზებს მაქსიმალური ეფექტის მისაღწევად?

ეს დამოკიდებულია მრავალ ფაქტორზე, თუმცა, ერთმნიშვნელოვნად რაც უფრო მაღალია მიოპია, მით მეტი დროა საჭირო მაქსიმალური შედეგის მისაღწევად.

ზოგიერთ ადამიანს უკვე მეორე დღეს აქვს კარგი მხედველობა, თუმცა, დღის ბოლოს მხედველობა გაუარესდება და ეს მანამდეა შესაძლებელი, სანამ სტაბილიზაცია არ მიიღწევა.

შეიძლება თუ არა ლაზერული კორექცია ორთოლინზების გამოყენების შემდეგ?

ეს შესაძლებელია და როდესაც გადაწყვეტილებას მიიღებთ თქვენს ექიმთან ერთად, ოპერაციამდე 3-4 კვირით ადრე უნდა შეწყვიტოთ ლინზების გამოყენება, რათა თქვენი რქოვანა დაუბრუნდეს პირვანდელ მდგომარეობას.

კომენტარები (2)
Ნელი
Დიდ ასტიგმატიზმზე თუ ერგება _მინუს10ძე
თარიღი : 24-08-2024
Irma
დაწვრილებით მაინტერესებს რა არის ლინზების მისაღებად საჭირო
თარიღი : 02-07-2022
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას

გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

ღამის ლინზები გაიღვიძე და დაინახე უკეთ! - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები