ფტოზი - გამომწვევი მიზეზები და მკურნალობის საშუალებები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ფტოზი - გამომწვევი მიზეზები და მკურნალობის საშუალებები

ყველაზე გავრცელებული პრობლემაა. ფტოზის გამომწვევ მიზეზებზე, დიაგნოსტიკის საშუალებებსა და მკურნალობის მეთოდებზე გვესაუბრება კლინიკა „ნიუ ჰისპიტალსის“ ოკულოპლასტიკისა და რეკონსტრუქციული ქირურგიის წამყვანი სპეციალისტი, საქართველოს ოკულოპლასტიკისა და სტრაბიზმოლოგიის ასოციაციის თავმჯდომარე, ოფთალმოქირურგი ელისო ბრეგვაძე.

- ქალბატონო ელისო, რა არის ქუთუთოს ფტოზი?

- „ფტოზი“ ბერძნული სიტყვაა და ნიშნავს დაშვებას, დაწევას. ქუთუთოს ფტოზი ზედა ქუთუთოს დაშვებაა, რომელიც შეიძლება იყოს:

  • ცალმხრივი ან ორმხრივი;
  • ნაწილობრივი ან სრული;
  • გენეტიკური, თანდაყოლილი ან შეძენილი.

- რამ შეიძლება გამოიწვიოს ეს პრობლემა?

- გენეტიკური არის მემკვიდრეობითი. თანდაყოლილი ფტოზი შეიძლება განპირობებული იყოს:

  • სამშობიარო ტრავმით;
  • მუცლად ყოფნის დროს ინფექციით.

შეძენილი ფტოზი კი სხვადასხვა ნევროგენული დაავადებით (გრევის მიასთენია, ჰორნერის სინდრომი) და ტრავმით არის გამოწვეული, ასევე თავის ტვინში სიმსივნური წარმონაქმნის არსებობით.

- რა სიმპტომები ახასიათებს ფტოზს?

- ქუთუთოს ფტოზის დამახასიათებელი სიმპტომია:

  • ქუთუთოს დაშვება და თვალის ნაპრალის შევიწროება;
  • მხედველობის გაუარესება დაშვებული ქუთუთოს ფონზე;
  • სრული ფტოზის დროს კი, პაციენტმა თუ ხელის დახმარებით არ აიწია ქუთუთო, ისე შეუძელებელია ამ თვალის კაკლიდან რაიმეს დანახვა.

- რა გართულებები შეიძლება განვითარდეს ამ პათოლოგიისას?

- თანდაყოლილი ფტოზის მქონე ბავშვებს უმთავრესად გამოეხატებათ გართულებები:

  • ამბლიოპია (გაზარმაცებული თვალი);
  • სიელმე;
  • ასევე ხერხემლის პრობლემები, რადგან ისინი თავის ზევით აწევით ცდილობენ შევიწროებული თვალის ნაპრალიდან საგნებზე ფოკუსირებას.

- როგორ ხდება დიაგნოსტიკა?

- თუ პაციენტი შენიშნავს, რომ ბოლო პერიოდში დაეწყო ქუთუთოს დაწევა და უკავშირებს მას სტრესს ან რაიმე სხვა ფაქტორს, დიაგნოსტიკისთვის ექიმს უნდა მიმართოს. ექიმი ოფთალმოლოგი შესაბამისი გამოკვლევების საფუძველზე შეაფასებს ვითარებას და გამოავლენს, პაციენტს ნევროლოგის კონსულტაცია და მკურნალობა სჭირდება თუ ქირურგიული ჩარევა.

- მკურნალობის რა მეთოდები არსებობს?

- ფტოზის გამომწვევი მიზეზების მიხედვით, თუ პაციენტს ნევროლოგის ჩარევა არ სჭირდება, მკურნალობის ძირითადი მეთოდი ქირურგიულია. თუ ფტოზი გამოწვეული არ არის სხვადასხვა მიზეზით, თვალი რომ არ გაზარმაცდეს, 4 წლამდე ასაკში კეთდება ფტოზის დროებითი კორექცია. 4 წლიდან კი ქუთუთოს ამწევი კუნთი (ლევატორი) ჩამოყალიბებას ასრულებს და შესაძლებელი ხდება ფტოზის საბოლოო, ფუნქციური და ვიზუალური კორექცია.

- როგორია პროგნოზი?

- ფტოზის ქირურგიული მკურნალობის პროგნოზი საიმედოა, თუმცა, როგორც ყველა ქირურგიულ ჩარევას, ახასიათებს გართულებაც. ფტოზის ოპერაციული მკურნალობის შემდეგაც შესაძლებელია რეციდივი (ქუთუთოს დაშვება) და რეოპერაციის ან ქუთუთოს რეკორექციის საჭიროება.