ფტოზი - გამომწვევი მიზეზები და მკურნალობის საშუალებები - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

დეკემბერი 2019

ფტოზი - გამომწვევი მიზეზები და მკურნალობის საშუალებები

ფტოზი - გამომწვევი მიზეზები და მკურნალობის საშუალებები
სახის კოსმეტოლოგიური არასრულყოფილებიდან ზედა ქუთუთოს ფტოზი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პრობლემაა. ფტოზის გამომწვევ მიზეზებზე, დიაგნოსტიკის საშუალებებსა და მკურნალობის მეთოდებზე გვესაუბრება კლინიკა „ნიუ ჰისპიტალსის“ ოკულოპლასტიკისა და რეკონსტრუქციული ქირურგიის წამყვანი სპეციალისტი, საქართველოს ოკულოპლასტიკისა და სტრაბიზმოლოგიის ასოციაციის თავმჯდომარე, ოფთალმოქირურგი ელისო ბრეგვაძე.

- ქალბატონო ელისო, რა არის ქუთუთოს ფტოზი?

- „ფტოზი“ ბერძნული სიტყვაა და ნიშნავს დაშვებას, დაწევას. ქუთუთოს ფტოზი ზედა ქუთუთოს დაშვებაა, რომელიც შეიძლება იყოს:

  • ცალმხრივი ან ორმხრივი;
  • ნაწილობრივი ან სრული;
  • გენეტიკური, თანდაყოლილი ან შეძენილი.

- რამ შეიძლება გამოიწვიოს ეს პრობლემა?

- გენეტიკური არის მემკვიდრეობითი. თანდაყოლილი
ფტოზი შეიძლება განპირობებული იყოს:

  • სამშობიარო ტრავმით;
  • მუცლად ყოფნის დროს ინფექციით.

შეძენილი ფტოზი კი სხვადასხვა ნევროგენული დაავადებით (გრევის მიასთენია, ჰორნერის სინდრომი) და ტრავმით არის გამოწვეული, ასევე თავის ტვინში სიმსივნური წარმონაქმნის არსებობით.

- რა სიმპტომები ახასიათებს ფტოზს?

- ქუთუთოს ფტოზის დამახასიათებელი სიმპტომია:

  • ქუთუთოს დაშვება და თვალის ნაპრალის შევიწროება;
  • მხედველობის გაუარესება დაშვებული ქუთუთოს ფონზე;
  • სრული ფტოზის დროს კი, პაციენტმა თუ ხელის დახმარებით არ აიწია ქუთუთო, ისე შეუძელებელია აღნიშნული თვალის კაკლიდან რაიმეს დანახვა.

- რა გართულებები შეიძლება განვითარდეს ამ პათოლოგიისას?

- თანდაყოლილი ფტოზის მქონე ბავშვებს უმთავრესად გამოეხატებათ გართულებები:

  • ამბლიოპია (გაზარმაცებული თვალი);
  • სიელმე;
  • ასევე ხერხემლის პრობლემები, რადგან ისინი თავის ზევით აწევით ცდილობენ შევიწროებული თვალის ნაპრალიდან საგნებზე ფოკუსირებას.

- როგორ ხდება დიაგნოსტიკა?

- თუ პაციენტი შენიშნავს, რომ ბოლო პერიოდში დაეწყო ქუთუთოს დაწევა და უკავშირებს მას სტრესს ან რაიმე სხვა ფაქტორს, დიაგნოსტიკისთვის ექიმს უნდა მიმართოს. ექიმი ოფთალმოლოგი შესაბამისი გამოკვლევების საფუძველზე შეაფასებს ვითარებას და გამოავლენს, პაციენტს ნევროლოგის კონსულტაცია და მკურნალობა სჭირდება თუ ქირურგიული ჩარევა.

- მკურნალობის რა მეთოდები არსებობს?

- ფტოზის გამომწვევი მიზეზების მიხედვით, თუ პაციენტს ნევროლოგის ჩარევა არ სჭირდება, მკურნალობის ძირითადი მეთოდი ქირურგიულია. თუ ფტოზი გამოწვეული არ არის სხვადასხვა მიზეზით, თვალი რომ არ გაზარმაცდეს, 4 წლამდე ასაკში კეთდება ფტოზის დროებითი კორექცია. 4 წლიდან კი ქუთუთოს ამწევი კუნთი (ლევატორი) ჩამოყალიბებას ასრულებს და შესაძლებელი ხდება ფტოზის საბოლოო, ფუნქციური და ვიზუალური კორექცია.

- როგორია პროგნოზი?

- ფტოზის ქირურგიული მკურნალობის პროგნოზი საიმედოა, თუმცა, როგორც ყველა ქირურგიულ ჩარევას, ახასიათებს გართულებაც. ფტოზის ოპერაციული მკურნალობის შემდეგაც შესაძლებელია რეციდივი (ქუთუთოს დაშვება) და რეოპერაციის ან ქუთუთოს რეკორექციის საჭიროება.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
რეკომენდებული პროდუქტები
მხედველობის ხელშეწყობისთვის-60აბი
ფასი: 44.9
კარგი მხედველობის შენარჩუნებლად-30 აბი
ფასი: 40.5
ამცირებს ქოლესტერინის და ცხიმის დონეს-50მლ
ფასი: 26.9
მხედველობის ჯანმრთელობისთვის-30აბი
ფასი: 44.9
დიეტოლოგია
კუჭის ტკივილს უამრავი მიზეზი აქვს. ზოგჯერ ეს სიმპტომი მეტად სერიოზული დაავადების მანიშნებელია:
პრიმატებზე ჩატარებული ექსპერიმენტები მეტყველებს, რომ ხმელთაშუა ზღვის დიეტა იძლევა საშუალებას, რომ შევინარჩუნოთ
იოდის დეფიციტი ადამიანის ჯანმრთელობისთვის ძალიან სახიფათოა. იოდის დონის დაქვეითების აღმოსაფხვრელად ექსპერტები
კატეგორიის სხვა სტატიები
რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის ბიოქიმიური ფიზიკის ინსტიტუტის თანამშრომლებმა 14-წლიანი კვლევს შედეგები გამოაქვეყნეს.
მხედველობის სისტემის ჩამოყალიბება ხდება 1-5 წლის ასაკში, როდესაც ფორმირდება ძირითადი ფუნქციები: მხედველობის
თამბაქოს მავნე გავლენებს შორის ერთ-ერთი მხედველობის პრობლემათა გაღრმავება და დაბრმავების პროცესის დაჩქარებაა.
მნიშვნელოვანია საკვებ რაციონში იყოს ომეგა-3 უჯერი ცხიმოვანი მჟავებით (თევზი), ვიტამინებით მდიდარი (ხილი და ბოსტნეული) პროდუქტები.
როგორც მედიკოსები ამტკიცებენ, ასაკობრივი კატარაქტა სულაც არ არის გარდაუვალი. როგორც აღმოჩნდა, რიგი ვიტამინებისა
კომპანიამ Johnson & Johnson Vision აშშ-ში უნიკალური კონტაქტური ლინზების გაყიდვა დაიწყო. აღნიშნული ლინზები
ნიუ-იორკის ბევრმა მცხოვრებმა დაიწყო მწნილის წვენის შეძენა. ერთი ქილა მწნილის წვენის ფასი 3-დან 45 დოლარამდეა.
მეცნიერულად დადასტურებულია, რომ ნიორი კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს სისხლის შედგენილობაზე, აფერხებს
კბილის ზომამ სიგრძეში შეადგინა 3,72 სმ. პაციენტმა ექიმს მიმართა მწვავე ტკივილის გამო. კბილმა, ანომალური ზომების გამო, გამოიწვია ზედა ყბის ანთება.
მამობის მსურველი მამაკაცებისთვის ჩასახვის შანსი იზრდება კარგი ძილის შემთხვევაში. რეკომენდებულია დასაძინებლად დაწოლა 22:30 საათზე.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად