რა არის ბაზალიომა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რა არის ბაზალიომა

თუმცა, კიბოს სხვა ფორმებისგან განსხვავებით, მეტასტაზებს არ იძლევა და ამიტომ საბოლოო განკურნების იმედიც არსებობს! მით უფრო, რომ თანამედროვე მედიცინა ბაზალიომასთან ბრძოლის რამდენიმე მეთოდს ფლობს, გარდა ამისა, ცნობილია ხალხური საშუალებებით მისგან განკურნების შემთხვევებიც.

უფრო დაწვრილებით ბაზალიომის შესახებ

ბაზალიომა ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული კიბოა კანის სიმსივნეებს შორის. ის პოლიფორმული შენებისაა, წარმოიქმნება ეპიდერმისის (კანის ზედაპირული ეპითელური შრის) ბაზალური უჯრედებისა და კანის დანამატების შემადგენელი უჯრედების გადაგვარების შედეგად. ხასიათდება ადგილობრივად დესტრუქციული ზრდით, სიმსივნის სხვა ფორმებისაგან განსხვავებით მეტასტაზებს არ იძლევა, სამაგიეროდ, სხვა კიბოების მსგავსად, სწრაფად იზრდება და ავთვისებიანობის გამო საშიშია. კანის კიბოს ამ ფორმის ავთვისებიანობა გამოიხატება იმაში, რომ მისი უჯრედები კანის ჯანმრთელ უჯრედებზე გაცილებით სწრაფად იყოფა, მრავლდება, შესაბამისად, სიმსივნური წარმონაქმნი ძალზე სწრაფად იზრდება, კანის სულ უფრო მეტ უბანს იპყრობს, აზიანებს და კოსმეტიკური თვალსაზრისით „ამახინჯებს“ ადამიანს. ბაზალიომა უხშირესად სახის არეს მოიცავს („საყვარელი“ უბნებია - შუბლი, ცხვირი, თვალის კუთხეები, საფეთქლის არეები, ყურის ნიჟარები), თუმცა გვხვდება სხეულსა და კიდურებზეც.

კოსმეტიკური დეფექტის გარდა, დიდი პრობლემაა ის, რომ კანის ნორმალური, ჯანმრთელი საფარველი, რომელიც ადამიანის სხეულს იცავს გარემოს მავნე ფაქტორთა ზემოქმედებისაგან და მთელ რიგ ფუნქციებს ასრულებს ორგანიზმში, ბაზალიომის გამო ზიანდება. საკუთრივ ბაზალიომის უჯრედები აღნიშნულ ფუნქციას ვერ ასრულებენ და კოსმეტიკური დეფექტის გარდა, ორგანიზმს სხვა სერიოზული პრობლემებიც ექმნება. ბაზალიომა, ჩვეულებრივ, საშუალო და ხანდაზმულ (50-60 წლის და შემდგომ) ასაკში ვითარდება. თითქმის თანაბარი სიხშირით გვხვდება ქალებსა და მამაკაცებთან.

დაავადება რომ არ გაღრმავდეს, მიმართავენ მის მოკვეთას. დაავადების დროული დიაგნოსტიკისა და სიმსივნური წარმონაქმნის ადრეულ ეტაპზევე მოკვეთის შემთხვევაში, უხშირესად, სრული განკურნება მიიღება.

ბაზალიომის მკურნალობის მეთოდები:

ბაზალიომის სამკურნალოდ გამოიყენება ქირურგიული, ელექტროქირურგიული მოკვეთა, ახლოფოკუსური რენტგენოთერაპია, იშვიათად - კრიოთერაპია (მოყინვით მკურნალობა) და სხვადასხვა მეთოდის კომბინაცია. კარგა ხანია, ლაზეროთერაპიულმა მეთოდმაც აჩვენა დიდი ეფექტურობა ამ პათოლოგიის მკურნალობაში (ლაზერის გამოყენებით სიმსივნური წარმონაქმნი ჯანსაღი ქსოვილების ფარგლებში ერთ სეანსში იკვეთება, შემდგომ კი საუკეთესო კოსმეტიკურ ეფექტს იძლევა).

* * *

რაც შეეხება ბაზალიომის მკურნალობის ხალხურ მეთოდებს: არსებობს ძალიან ბევრი ფაქტი კანის კიბოს ამ ფორმისაგან ადამიანთა განკურნებისა. კერძოდ, რუსეთსა და ბელორუსიაში ბაზალიომისაგან განთავისუფლებულან ავადმყოფები შემდეგი საშუალებებით: სოკო ჩაგა, სოკო შიიტაკე და ვერცხლის იონებით გამდიდრებული წყალი. მაგალითად, 65 წლის ბელორუსი ქალი, რომელსაც დანიშნული ჰქონდა სხივური თერაპიის კურსი (ჩაიტარა კიდეც რამდენიმე), განიკურნა ვერცხლის იონებით გამდიდრებული წყლის საფენებით, რომელსაც სისტემატურად იტარებდა დილა-საღამოს, პარალელურად სვამდა სოკო შიიტაკესა და ჩაგას არყიან ნაყენს. ბელორუსიის ხალხურ მედიცინაში ძალზე პოპულარულია აგრეთვე შიიტაკე ზეითუნის ზეთში.

ცოტა რამ ჩაგასა და შიიტაკეზე

ჩაგა გახლავთ არყის პარაზიტული სოკო, რომელსაც სამკურნალო თვისებები აქვს, ხოლო შიიტაკე ჩინური მედიცინისა და კულინარიის სიამაყეა. მოსკოვის უნივერსიტეტის კლინიკაში პროფესორ ფ. ი. ინოზემცევის მიერ ოფიციალურად გამოიყენებოდა ავთვისებიანი სიმსივნით დაავადებული პაციენტების სამკურნალოდ როგორც ჩაგას ნაყენის საფენები (გარეგანი მოხმარებისათვის), ასევე სოკოს ნაყენი დასალევად.

1952 წლიდან შეიმუშავეს ჩაგადან სამკურნალო საშუალებათა მიღების მეთოდი. 1955 წელს კი ყოფილი საბჭოთა კავშირის ჯანდაცვის ფარმაკოლოგიურმა კომიტეტმა ოფიციალურად დაუშვა ჩაგას პრეპარატების გამოყენება. პირველი პრეპარატი გახლდათ ბეფუნგინი - ჩაგას სქელი ექსტრაქტი (გამონაყოფი), რომელსაც დამატებული ჰქონდა კობალტის ქლორიდი ან სულფატი. დღეისათვის სხვადასხვა ქვეყნის ფარმაცევტული წარმოება ჩაგას არაერთ პრეპარატს უშვებს, როგორც ტაბლეტირებული, ასევე ინტრამუსკულური (კუნთებში) ინექციისათვის განკუთვნილი ფორმით.

შიიტაკე უძველესი დროიდან გამოიყენება პოტენციის ასამაღლებლად, სისხლის გასაწმენდად და სიმსივნისაგან ორგანიზმის დასაცავად. გასული საუკუნის 60-იანი წლებიდან შიიტაკეს სამკურნალო თვისებებს ინტენსიურად იკვლევენ მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. 1969 წელს ტოკიოს ნაციონალურმა კვლევითმა ცენტრმა შიიტაკედან გამოყო პოლისაქარიდი - ლენთინანი, რომელიც დღეს უკვე კარგად ცნობილი პრეპარატია და ფართოდ გამოიყენება იმუნური სისტემის დარღვევათა და სიმსივნურ პათოლოგიათა სამკურნალოდ.