როგორ ვუმკურნალოთ ასტიგმატიზმს სახლის პირობებში - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როგორ ვუმკურნალოთ ასტიგმატიზმს სახლის პირობებში

რომლის დროსაც თვალის ოპტიკური სისტემის გარდატეხის ძალა განსხვავებულია სხვადასხვა მერიდიანში, ამის გამო სივრცის ნებისმიერი წერტილიდან გამოსული სხივები არ ფოკუსდება ერთ რომელიმე წერტილში.

სპეციალისტთა განმარტებით, ასტიგმატიზმი გამოწვეულია რქოვანასა და უფრო იშვიათად, ბროლის ზედაპირის უთანაბრო სიმრუდით (ამ დროს ფაქტობრივად რქოვანასა და ბროლის ფორმა შეცვლილია), რის გამოც საგნებიდან არეკლილი სხივები არ იკრიბება ერთ წერტილში, შედეგად თვალის ბადურაზე არ მიიღება წერტილოვანი, ფოკუსური გამოსახულება და ადამიანი გარკვევით ვერ ხედავს.

ასტიგმატიზმის გამო დროთა განმავლობაში მხედველობის სიმახვილე იკლებს. ამიტომაც აუცილებელია ექიმთან დროულად ვიზიტი.

მკურნალობის პრინციპი

ასტიგმატიზმის მკურნალობა სახლის პირობებში პაციენტის დახმარების ერთადერთი მეთოდი არ არის. აღნიშნული პათოლოგია კომპლექსურ მიდგომას და მდგომარეობის მუდმივად დინამიკაში დაკვირვებას საჭიროებს. პათოლოგიის გამოხატულ ხარისხზე დამოკიდებულებით ექიმმა პაციენტს შესაძლოა მხედველობის ლაზერული კორექცია, მედიკამენტური თერაპია და სხვა სამკურნალო საშუალებები ურჩიოს.

ხალხური საშუალებები და თვალების ვარჯიში საუკეთესო დამხმარე თერაპიაა ასტიგმატიზმის დროს. სამკურნალო-გამაჯანსაღებელ ვარჯიშთა დაწყებამდე და სამკურნალო ნაყენების მიღებამდე აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია. მთავარია შინ დღის რეჟიმის სწორად ორგანიზება. ამას თვალების ფუნქციობის გასაუმჯობესებლად დიდი მნიშვნელობა აქვს.

ამისათვის აუცილებელია:

  • სრულფასოვანი კვება, იმისათვის, რომ ორგანიზმმა მიიღოს ყველა საჭირო ვიტამინი და მინერალი;
  • ფიზიკური აქტივობა, ზომიერი დატვირთვის ვარჯიშების შესრულება სისხლის მიმოქცევის გასაუმჯობესებლად და კუნთების ნორმალური ტონუსის შესანარჩუნებლად;
  • კომპიუტერსა და ტელევიზორთან გატარებული დროის შეზღუდვა თვალებზე დატვირთვის შესამცირებლად;
  • თვალების მამოძრავებელი კუნთების გასავარჯიშებლად და ადგილობრივი სისხლის მიმოქცევის გასაუმჯობესებლად შესაბამისი ვარჯიშების შესრულება;
  • ნორმალური განათების უზრუნველყოფა და წოლისას კითხვის აკრძალვა;
  • თვალებზე დატვირთვის მონაცვლეობა დასვენებასა და მოდუნება-განტვირთვასთან.

თვალებისათვის განკუთვნილი ვარჯიშები, ისევე როგორც ხალხური სამკურნალო ნაყენები თუ ნახარშები, აუმჯობესებს ადგილობრივად სისხლის მიმოქცევის პროცესს, განამტკიცებს თვალის მამოძრავებელ კუნთებს, თუმცა ვერც ბროლისა და ვერც რქოვანას ზედაპირს ვერ ცვლის. ამიტომ აღნიშნული მეთოდები მხოლოდ დამხმარე საშუალებად გვევლინება და ავსებს კლასიკურ თერაპიას.

თვალებისათვის განკუთვნილი ვარჯიშები

  • არსებობს ვარჯიშთა კომპლექსი, რომელიც თვალის კუნთების გამაგრებას და საზოგადოდ, მხედველობის ორგანოს გაუმჯობესებას იწვევს. მათი შესრულება სახლის პირობებში მარტივია. საუკეთესო შედეგის მისაღწევად თვალების ვარჯიში ყოველდღეა აუცილებელი. ვარჯიშთა ეს კომპლექსი რეკომენდებულია არა მხოლოდ ასტიგმატიზმით დაავადებულთათვის, არამედ მათთვისაც, ვისაც სამუშაო დღის მანძილზე ხშირად უხდება თვალების გადაძაბვა.

რეკომენდებული ვარჯიშები:

1) დახუჭეთ თვალები და რამდენიმე წუთით ქუთუთოების მსუბუქი მასაჟი გაიკეთეთ. ეს მოადუნებს თვალებს და მოამზადებს მათ ვარჯიშისათვის;

2) დაჯექით მყარ სკამზე, გამართეთ თავი და მზერა მიმართეთ მარჯვენა ქვედა კუთხეზე, შეაჩერეთ 10 წამით, იგივე შეასრულეთ მარცხენა მხარეს, ანუ მზერა მარცხენა ქვედა კუთხეს მიაპყარით. თითოეულ მხარეს 10-10 ვარჯიში შეასრულეთ;

3) მყარ სკამზე მჯდარმა გამართეთ თავი და მზერა ცხვირის წვერს მიაპყარით, შეაჩერეთ მზერა 3-5 წამით და შემდეგ თვალის კაკლებით 5-10 წრიული მოძრაობა შეასრულეთ ჯერ მარჯვენა და მერე მარცხენა მიმართულებით.

არსებობს ვარჯიშთა სხვა კომპლექსიც. ამ დროს მხედველობის (მზერის) ფოკუსირება ახლომდებარე საგნიდან უნდა დაიწყოთ. ამის შემდეგ მზერა თანდათანობით გადაიტანეთ დაშორებულ საგანზე. თითოეულ საგანზე მზერა 30 წამით უნდა შეაჩეროთ და ვარჯიში 10-ჯერ გაიმეოროთ. ამის შემდეგ, 60 წამის განმავლობაში, თვალები მონაცვლეობით მჭიდროდ დახუჭეთ და ფართოდ გაახილეთ. მომდევნო ვარჯიში მოიცავს თვალის კაკლების წრიულ მოძრაობებს ოთახის ერთი წერტილიდან სხვაზე გადატანით. ვარჯიშთა შუა ეტაპზე სასურველია ერთი წუთის მანძილზე თვალების ხამხამი.

მომდევნო ეტაპზე თვალები უნდა დახუჭოთ და შეეცადოთ მოხაზოთ წრე მათი ხან ერთი და ხან მეორე მიმართულებით მოძრაობით. იგივე ვარჯიში შემდეგ გახელილი თვალებით შეასრულეთ. სასარგებლოა ასევე ვერტიკალური და ჰორიზონტალური ხაზების „დახატვა“ დახუჭული და გახელილი თვალებით. ამ ვარჯიშთა შემდეგ თვალების მოსადუნებლად ისინი ნელ-ნელა უნდა ახამხამოთ ერთი წუთის განმავლობაში. დასასრულ, საჩვენებელი თითი ცხვირის წინ გააჩერეთ და მასზე მხედველობის ფოკუსირებას შეეცადეთ 30 წამით, ამის შემდეგ თვალები დახუჭეთ და დაისვენეთ.

ფიტოთერაპია

არსებობს სამკურნალო მცენარეები, რომლებიც მდიდარია მხედველობის გამაუმჯობესებელი ბიოლოგიურად აქტიური კომპონენტებით. ისინი ზოგადგანმამტკიცებელი საშუალებების სახით ბევრი ოფთალმოლოგიური პათოლოგიის დროს გამოიყენება.

გთავაზობთ ასტიგმატიზმით დაავადებულთათვის რეკომენდებულ ხალხური მედიცინის რამდენიმე რეცეპტს:

  • მოცვის ნაყენი (აიღეთ 1 სადილის კოვზი გამომშრალი ფოთოლი, დაასხით 200 მლ მდუღარე წყალი, გააჩერეთ 30 წუთი, მიიღეთ დღეში სამჯერ თითო ჭიქა, ყოველ მიღებაზე მოამზადეთ ახალი ნაყენი);
  • მხოხავი ჭანგას ნახარში (აიღეთ 2 სადილის კოვზი დაქუცმაცებული ფესვი, დაასხით 500 მლ მდუღარე წყალი, ადუღეთ მოცულობის 4-ჯერ შემცირებამდე, გადაწურეთ და მიიღეთ დღეში 5-ჯერ 1 სადილის კოვზის მოცულობით);
  • კორდისკბილას ნაყენი (აიღეთ ნახევარი სადილის კოვზი მშრალი ბალახი, დაასხით ნახევარი ჭიქა მდუღარე წყალი, გააჩერეთ 15 წუთი, მიირთვით დღეში სამჯერ 30 მლ).

მხედველობის გასაუმჯობესებლად სასარგებლოა მოცვისა და თუთის ნაყოფი, ამიტომაც ის სეზონზე რეგულარულად უნდა მიირთვათ.

თვალის კუნთებზე კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს კოჭას ლიმონიანი ნაყენიც. მის მოსამზადებლად სახეხზე გახეხეთ კოჭას 2 სანტიმეტრამდე ფესვი და ნახევარი ლიმონი, დაასხით 2 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, გააჩერეთ 15 წუთი, მიირთვით დღეში 2-3-ჯერ თითო ჭიქა.

ასტიგმატიზმით დაავადებულთა კვების რაციონი მდიდარი უნდა იყოს მწვანილით (ოხრახუში, კამა, მწვანე ხახვი), ხილითა და ბოსტნეულით. ეს პროდუქტები მდიდარია ვიტამინებითა და მინერალებით, რომლებიც არა მხოლოდ განამტკიცებს თვალებსა და მხედველობას, არამედ სასარგებლოა მთელი ორგანიზმისათვის.

ასტიგმატიზმის დროს მხედველობის სიმახვილის შესუსტებას ეფექტურად ანელებს (აფერხებს) ჭინჭრის ნაყენი. ამისათვის ყველაზე უკეთესია ახალგაზრდა მცენარე. მისი წვერი უნდა მოჭრათ, მცენარე კარგად გარეცხოთ და დააქუცმაცოთ. აიღეთ ერთი სადილის კოვზი მომზადებული ნედლეული, დაასხით 200 მლ მდუღარე წყალი და გააჩერეთ სრულ გაციებამდე. შემდეგ გადაწურეთ და დალიეთ დღეში 4-5-ჯერ 50 მლ-ის მოცულობით. მაქსიმალური დღიური ულუფა 300 მლ-ია. მოზრდილთათვის სამკურნალო კურსი ერთ თვეს შეადგენს.

გახსოვდეთ, ხალხური მედიცინა დამოუკიდებლად ასტიგმატიზმს ვერ კურნავს, თუმცა სამკურნალო მცენარეთა ნაყენებისა და ნახარშების დამატება კლასიკურ თერაპიასთან მეტად ეფექტური და სასარგებლოა.

პათოლოგია რომ არ გაღრმავდეს

გართულებათა პროფილაქტიკისათვის (იმისათვის, რომ დაავადებამ პროგრესირება რა განიცადოს) პაციენტმა ჯანსაღი წესით უნდა იცხოვროს. ეს უკანასკნელი მოიცავს სწორ, რაციონალურ კვებას, ზომიერ ფიზიკურ დატვირთვას, სრულფასოვან დასვენებას, რაც მთლიანობაში აისახება კარგ თვითშეგრძნებაზე. უცილებელია ზრუნვა ოთახის კარგ განათებაზე, ის კომფორტული უნდა იყოს კითხვისა და მუშაობისთვის (არც ძალიან კაშკაშა და არც სუსტი).

გაითვალისწინეთ, თვალებს სჭირდება ხშირი დასვენება, ამიტომაც ასტიგმატიზმის მქონე ადამიანებმა ხშირად უნდა ისეირნონ სუფთა ჰაერზე და პერიოდულად მხედველობის ფოკუსირება დაშორებულ საგნებზე მოახდინონ, უყურონ ბუნებას, ოფთალმოლოგიური ანთებითი პროცესების აღმოცენებისთანავე კი დაუყოვნებლივ მიაკითხონ ექიმს და ჩაიტარონ შესაბამისი მკურნალობა. პაციენტები უნდა ერიდონ სპორტის ტრავმულ სახეობებს, რომ შემთხვევით არ დაიზიანონ რქოვანა და არ გაიუარესონ მხედველობის მდგომარეობა.

გახსოვდეთ, მხოლოდ ცხოვრების ჯანსაღი წესით და კომპლექსური მიდგომით, კლასიკური და ხალხური მედიცინის შერწყმით შეძლებთ ასტიგმატიზმის გართულებათა არიდებას, პროცესის პროგრესირების შეფერხებას და მხედველობის სიმახვილის ხანგრძლივად შენარჩუნებას!